2012 წლის ბოლო 2 თვე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
ნოემბერში ვიქორწინე.
ვგეგმავდით ხელის მოწერას, ჯვრისწერას და პატარა წვეულებას. არ გამოვიდა.
საზრვარგარეთ ვიყავი 2 დღე. აეროპორტში მეუღლე ვერ დამხვდა, მისი მამა სასწრაფოდ დააწვინეს საავადმყოფოში. მიზეზი - გული.
მერე მე დავიწვი - დეკემებრში.
მდუღარე გადავისხი ორივე ფეხზე და წარმოიდგინეთ - ორსულობა და დამწვრობა.
1 ღამე დამწვრობის ცენტრში გავატარე.
ძალიან დიდი თანხა სჭირდებოდა მკურნალობას იქ, ამიტომ აღარ დავრჩი და წამოვედი. სახლში გავაგრძელე მკურნალობა. დაახლოებით 2 კვირა ვიწექი. მერე კი ნელ-ნელა დავიწყე სიარული.
საშინელება იყო ეს ყველაფერი... ამაზე სასინელი ტკივლი არასოდეს განმიცდია.
ახალი წესლ მეუღლესთან შევხდი, მერე მის ოჯახს ვეწვიეთ - სასიამოვნო იყო.
ნოემებრი-დეკემბერი დატვირთული იყო სამსახურებრივი სტრესებით ...
2013 წელი არც ისე სახარბიელოდ დაიწყო.
ჩემი სამსახურის საკითხი სწორედ იანვარში გადაწყდა.
რატომღაც ისე მოხდა, რომ ჩემზე არჩევანი არ გაკეთდა.
ძალიან წარმატებული ვიყავი, ძალიან ბევრი ვიშრომე და მართლა აკრგი შედეგებიც მქონდა.
თუმცა ბევრმა მიზეზმა განაპირობა ჩემი არარჩევა:
შური - ეს იყო ძირითადი
გარე ფაქტორები - სხვა ადამიანების ინტერესები
და სხვა....
ეს ყველაფერი შესაძლოა ისედაც მომხდარიყო, მაგრამ მე გავხდი მსხვერპლი უსამართლობის:
- იმ ადამიანმა - რომელიც ჩემი ოჯახის წევრია და ძმისშვილების დედა - მიღალატა. მას ბევრი კარგი რამ გავუკეთე - მატერიალურად, მორალურად ... ჩამოთვლა ძნელია. სამსახურებრივად ძალიან ვეხმარებოდი, რომ შეენარჩუნებინა, თმცა....
- იმ ადამიანმა - რომელიც ცხოვრებაში ერთხელაც კი არ იყო ნამყოფი ევროპაში და დავეხმარე წასვლაში - მიღალატა. იმ ადამიანმა, რომელმაც ჩემი დასაქმების შედეგად მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესა, მშვენიერი ავტომობილი შეიძინა და სხვა.
- იმ ადამიანმა - რომელმაც ჩემი შრომის შედეგად მან ცოტ აიშრომა და საკმაოდ კარგი ანაზრაურება მიიღო - მიღალატა
- იმ ადამიანმა - რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, არაფერი გააჩნდა, დავასაქმე, დავემხარე სხვაგან მუშაობაში - მიღალატა
- იმ ადამიანმა - რომელმაც 1 თვის წინ მითხრა, თუ როგორ უჭირდა და სჭირდებოდა სამსახური და დავასაქმე და მერე მანაც მანქანა იყიდა - მიღალატა
- იმ ადამიანებმა - რომლებსაც საკმაოდ კარგი რესურსი დავუტოვე (მატერიალური და საქმიანი) - გამწირეს და გამთელეს
- და ა.შ.
შედეგად:
მე სახლში წავედი - 7 თვის ორსული და ბანკში უზარმაზარი კრედიტით.
სრულიად უიმედო მდგომარეობაში ვარ.
ახალ სამსახურს ვეძებდი და ეგეც არ გამომივიდა, უარი მითხრეს.
ახლა ვზივარ და ვფიქრობ - რა მეშველება.
მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობა მაქვს.