6/28/2011

კიდევ ერთხელ დავბრუნდი

2 კომენტარი:
დავიკარგე და გამოვჩნდი.
იმდენი რამ ხდება მოხდა
კარგიც, ცუდიც , უფრო ცუდიც და უფრო კარგიც...
ცხოვრება გრძელდება
ხან მშვენიერია, ხანაც ისე რა..
ეს უბრალოდ ცხოვრებაა
ხან განსაკუთრებული, ხანაც ძალიან ჩვეულებრივი
ხან დადებითი, უფრო ხშირად კი უარყოფითი

რასთან ასოცირდება ჩემი ცხოვრება:
  • სამსახური
  • სიყვარული (დიდი)
  • ბედნიერება
  • ჩახუტება
  • თანადგომა
  • მეგობრობა
  • გადატვირთული
  • შეხვედრები
  • ლექციები
  • დროის უკმარისობა
  • დაღლილობა
  • განცდა
  • ღელვა
  • უარყოფითობა
  • დადებითობა
  • კონკურენცია
  • შიში
  • იმედი
  • ცვლილებები
  • რადიკალური
  • მიზანი
  • და მოტივაცია
***

ცოტა ხნის წინ დაახლოებით 1 კვირით საზღვარგარეთ ვიმყოფებოდი, კერძოდ გდანსკში, ვარშავაში და პრაღაში.

***

ძალიან კარგი იყო, დაბრუნება წარსულში... დაბრუნება იქ სადაც დიდ ხანს ცხოვრობდი. პოლონეთი ჩემი მეორე ქვეყანაა, რომელიც ძალიან მიყვარს. ძალიან კარგი იყო....

***
ის აეროპორტში მელოდა. მესიჯი მომწერა ".... მე ჩამოვედი". მე ამ დროს სხვა ქალაქის აეროპორტში ვიყავი. მესიჯზე ვუპასუხე "არსად წახვიდე კაფეში დამელოდე".

თვითმფრინავშ მოითმენლობა დამეწყო ... ვეღარ ვითმენდი, მინდოდა მალე შევხვედროდი... მმმ , ლოგიკურია, არა?

ის დამელოდა.

ჩავედი.
ჩავეხუტე...
ავტობუსში ჩავსხეით. გზაში 1 საათი ვიყავით. პირველი შთაბეჭდილებები. პირველად ასე შორს ერთად...
თავისუფლების შეგრძნება

არავინ გიყურებს - ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა!

სახლში მივედით... ბინის მეპატრონე სხვა ქალაქშ იყო, დაცვამ გასაღები გადმოგვცა და მე-3 სართულზე ავედით.

შესანიშნავი გარემო, მყუდროება... და რც მთავარია ეს იყო ჩვეულებრივი სახლი.
მიჭირს გადმოცემა რატომ იყო ასე კარგი...

მერე რამდენიმე დღე ბედნიერები ვიყავით!

მერე იყო ბოდიალი, სიახლეები, მუზეუმები, საღამოს ლუდი, და მერე ბევრი ჩახუტება....

მიყვარს...
ბედნიერი ვარ რომ უახლოეს ადამიანთან ერთად ვიყავი ჩემს საყვარელ ქალაქებში!

ეს კი პატარა ფოტო რეპორტაჟი:

ვარშავა






პრაღა






 

შეიყვარო Template by Ipietoon Blogger Template | Gift Idea