10/27/2012

როცა ორსულად ხარ

0 კომენტარი:
როცა .... გული უფრო ჩქარა გიცემს, ვიდრე ადრე. წნევა ხან ძალიან მაღალია, ხან კი ძალიან დაბალი. მუცელი გტკივა. სულ გშია. მჟავე გინდა. სულ დაღლილი ხარ. სულ გეძინება. სუნებს უფრო მძაფრად გრძნობ, ვიდრე ჩვეულებრივ. ყველას ეჩხუბები.არაფერი აღარ გიხდება. გეშინია ღამით მარტო ძილი. როცა მუცელი გეზრდება. და როცა ძალიან დიდი პასუხისმგელბოის წინაშე ხარ. თუმცა, შენ ისევ მარტო ხარ ... ალბათ დროა გული გაგისკდეს.

10/04/2012

ყველა და ყველაფერი ფეხებზე მკიდია

1 კომენტარი:
ყველა და ყველაფერი ფეხებზე მკიდია. ძალიან ბევრი ადამიანი ცუდად მომექცა.... ამიტომ მკიდია ... ყველა და ყველაფერი ფეხებზე მკიდია. ძალიან ბევრი ადამიანი ცუდად მომექცა.... ამიტომ მკიდია ... ყველა და ყველაფერი ფეხებზე მკიდია. ძალიან ბევრი ადამიანი ცუდად მომექცა.... ამიტომ მკიდია ... ყველა და ყველაფერი ფეხებზე მკიდია. ძალიან ბევრი ადამიანი ცუდად მომექცა.... ამიტომ მკიდია ... ყველა და ყველაფერი ფეხებზე მკიდია. ძალიან ბევრი ადამიანი ცუდად მომექცა.... ამიტომ მკიდია ... ყველა და ყველაფერი ფეხებზე მკიდია. ძალიან ბევრი ადამიანი ცუდად მომექცა.... ამიტომ მკიდია ... დედა - მეტს ველოდი, მამა - მეტს ველოდი, ძმა - მეტს ველოდი. სხვები ? - უარესად მოქიცნენ ყველა და ყველაფერი ფეხებზე მკიდია.

8/21/2012

არაფერი - აგვისტო

0 კომენტარი:
როცა კარგად ხარ, არ წერ. ... წუხელ პატარა ბავშვი ვნახე სიზმარში. ლამაზი თვალები, დიდი და თეთრი ლოყები ჰქონდა. ხელში ავიყვანე, ძლივს ვატარებდი, ძალიან პუტკუნა იყო. არასოდეს დამავიწყდება ეს ბავშვი. ... აგვისტო ცუდი თვეა ... საშინელი რამეები ხდება ამ თვეში. გადავიტან? საყვარელი ადამიანი და მასთან დაკავშირებული ამბები... მკლავს! გული ისე მტკივა, შეიძლება მოვკვდე. ცრემლები ცრემლები ცრემლები ცრემლები დავიღალე, ბევრს ვტირი. არ შემამჩნიეს :) უუუფ, რატომ მოხდა ასე? უკეთესის სურვილი? ან? არ ვიცი.... უბედური ვარ - ახლა ზუსტად ვიცი, რომ ვარ. ძალა? აბა სადაა? მხოლოდ ვსაუბრობ, ვეძებ ძალას რომ ყველაფერი თავიდან დავიწყო. არ შემიძლია. დედას გეფიცები, არა! ვაი, გული, მეტკინა, მტკივა, მეტკინება. ვერ გადავიტან. დედას გეფიცები, მართლა ვერ გადავიტან. ჩემს თავს სარკეში ვუყურებ და ... შემებრალა. სხვა, რომ იყოს დავაწყნარებდი, რამეს მოვიფიქრებდი, გამოსავლის მოძებნაში დავეხმარებოდი. ჩემს თავს ვერაფერს ვუხერხებ. ადამიანები მჭირდება, რომლებიც დაემხარებიან გადავიტანო, ასეთი ადამიანები კი არ არსებობენ. აუ, გული ძალიან მტკივა. არ მჯერა, რომ ასე მოხდა... ვერ ვიჯერებ. 2 წელი და "მე შენ მიყვარხარ, მაგრამ ..." აუ, ისევ გული. ნეტავ მოვკდებოდე. რამდენჯერ ვიფიქრე ამაზე და ვერ გავბედე. არა და რა კარგი იქნებოდა. დედა და მამა მეცოდება, დანარჩენები ყველანი მიკიდებენ ... დამივიწყებენ კიდეც, რა პრობლემაა... ასეთ დროს ასე ხდება ხოლმე. ... ძალიან მინდა რამის შეცვლა შეიძლებოდეს. ერთი ადამიანის ერთი გადაწყვეტილება ... მაგრამ ... ... წერას მოვრჩი და დედა ამბობს: - შვილო ხელსახოცი გინდა? რატომ ქსუტუნებ გაცივდი? მე: - კი.

5/18/2012

5 კომენტარი:
ბევრი რამ მოხდა. სახლი ვიყიდე, უფრო სწორედ პაწაწუნა ბინა, რომელშიც ვიცხოვრებ ალბათ. იმდენად დიდი კრედიტი ავიღე, რომ ეს საკითხი ძალიან მაფიქრებს. წესით ბედნიერი უნდა ვიყო, მაგრამ რაღაც მიშლის ხელს. დღევანდელი დღე იყო ძალიან მძიმე. მე, კიდევ ერთხელ, შევეჩეხე უსამართლობას ჩემს მიმართ. მე ვცდილობ ჩემს ირგვლივ ადამიანებს შევუქმნა კარგი პირობები - ხელფასი, დამოკიდებულება, განვითარებისთვის შესაბამისი ღონისძიებები, სასიამოვნო ატმოსფერო - მაგრამ არაფერი გამოდის. პასუხად მივიღე უამრავი ცუდი სიტყვა.... ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. ვიმსახურებდე მაინც, ვინერვიულებდი, ჩემს თავში მოვძებნიდი პრობლემას.. არც კი ვიცი რა მოვძებნო - ის ბევრ, რომ ვშრომობ? თუ რომ ვცდილობ ყველა დასაქმდეს და ყველას ჰქონდეს მინიმალური პირობები? სადაა პრობლემა? ერთი რამ დავაზუსტე - ქართველებს ადამიანურად არ უნდა მოექცე... ადამიანური დამოკიდებულება მათზე უარყოფითად მოქმედებს. ვფიქრობ - რა დავაშავე ასეთი ? ოდნავი პტივიცემა მაინც არ დავიმსახურე, რომ ასეთი სამარცხვინო სიტყვების ადრესატი არ ვიყო ?

4/27/2012

იმის შვილსაც ასე მოექცევიან?

3 კომენტარი:
დილას ადრე გავიღვიძე, როგორც ყოველთვის. მიუხედავად იმისა რა დროს ვიძინებ, დილით მაინც ადრე მეღვიძება. შავი კაბა ჩავიცვი, რომელიც არასოდეს მცმია, არა და 3 წელია მაქვს. წითელი ჟაკეტი შემოვიცვი და გავედი. სამსახურთან 30 წუთით ადრე მივედი. ამიტომ ვიფიქრე სალონში გავივლი თმას დავივარცხნი და მერე მივხედავ საქმეებსთქო. ასეც მოვიქცეი. 1 კვირაა საბანკო საკითხებს ვაგვარებ. საქმე ჩემს იპოთეკურ სესხს ეხება. რა ხანია ჩემი სახლის ყიდვა მინდა... საბედნიეროდ რამდენიმე დღის წინ ერთმა ბანკმა იპოთეკური სესხი დამიმტკიცა. თანხა მაკლდება და ამიტომ სხვა ბანკში ვაკეთებ სამომხმარებლო სესხს, საბედნიეროდ მათაც დამიმტკიცეს, თუმცა... თუმცა სიურპირზები წინაა... მივედი ბანკში, რათა კიდევ ერთხელ გამევლო ყველა დეტალი. მერე წავედი მეორე ბანკში და იქაც ვაპირებდი გარკვეული საკითხების მოწესრიგებას. მისაღებში ერთი უსახური გოგო იჯდა. ლამაზად მოწყობილ და დიზაინერების ნაფიქრ ფერებში იფრქვეოდა მისი გაყინეული სახე. - თამუნასთან ვარ, თუ შეიძლება შევალ. - დამელოდეთ! - მითხრა და გაუცინარდა ცოტა ხანში შავი სახის თამუნა გამოჩნდა. ავუხსენი ჩემი საკითხი, დამატებითი ცნობაც მოვთხოვე და კვლავ გაუჩინარდა. მოვიდა დაჯდა და მიტხრა: - ჩვენს ბანკში ცნობას დავალიანების არქონის შესახებ არ მქოცემთ, რადგან ეს სხვა ბანკისთვის გინდათ. ბევრი ისაუბრა, თავიანთ შიდა ბიუროკრატიულ პოლიტიკაზე და ბოლოს მიხთხრა: - ჩვენთან აიღეთ სესხი, მაგრამ 1 კვირა უნდა დამელოდოთ. თუ არა და ჩვენგან იმ დამტკიცებულ სესხსაც ვერ აიღებთ! ფეხებზე ჰკიდიათ 8 წელი რომ მათთან გაქვს სესხი, ჰმ! - გაივიფქრე და კიდევ ერთხელ ავუხსენი მდგომარეობა. არანაირი შედეგი. სესხზე უარი მიტხრეს, რომლის იმედითაც ორშაბათს მე უკვე სახლს ვყიდულობდი. ჩემი ოცნებები დაიმსხვრა. მხრებჩამოყრილი გამოვედი. გზაში ერთი ჩემი ნაცნობი გოგოს მამა შევნიშნე, სწორედ ამ ინტელიგენტური იმიჯის კაცმა ამაყად გაიარა, მე კი გავიფიქრე "ამის შვილს ხომ ასე არ მოექცევიან?" ვერ ვიტყვი გული მეტკინა, მაგრამ ეს რაღაც "ისეთი" იყო. გამოვედი. თავში გამოსავლის ძებნის ფიქრები ამერ-დამერია. შეყვარებულს დავურეკე აფორიაქებულმა. ვიწუწუნე. მერე სხვა ბანკში დავრეკე, მათ მითხრეს მოდი, განახადი შეავსე და ჩვენ მოგცემთ სესხსო. მანქანასთან მივედი და ახლა კიდევ უარესი, მარცხენა ფარზე ვიღაც თურმე დაჯახებია, და გაბზარული დამხვდა. დაწყევლილი დღეა? დავჯექი გახურებულ მანქანაში და წავედი. ფარზე აღარ მინერვიულია. ბანკში განაცხადისშესავსებად ლამაზი და სასიამოვნო გოგო შემხვდა. პირობები გამავნო და აი მაშინ ჩამწყდა გული. მათი ანგარიშით თვეში 500 ლარი მიწევდა გდახდა ჯამში. ლამის გული გამისკდა. მანამდე კი სულ სხვანაირად დავგეგმე ყველაფერი :( როგორ გინდა 2-3 წელი იხადო 500 ლარი ყოველთვე? ეს დიდი თანხაა! მოვიფიქრებ. - ვუთხარი ოპერატორს და გამოვედი. ცრემლები თვისით მომდიოდა, კდელისკენ შევბრუნდი და ცრემლებს ვიწმენდდი. ძალიან ვნერვიულობ ასეთ შემტხვევებში, გული მიკვდება, როდესაც ჩემს უსუსურობას ვგრძნობ, როდესაც ყველა იმედი მიქრება. მერე შევამცირე თანხა და 80 ლარით ნაკლების გადახდა მომიწევს, არც ესაა ცოტა, მაგრამ რაღაც არის ... ვნახოთ როგორი ორშაბათი გათენდება, იქნებ ყველაფერი ამისურლდეს და მე 22 კვ/მ სახლი/ოთახი ვიყიდო. თითქოს არც ისე ბევრს ვითხოვ! მე ყველაფერზე ასეთი წვალება მიწევს ..................... თურმე ასეთია ჩემი ხვედრი!

3/30/2012

14 საათიანი მუშაობა

0 კომენტარი:
ეს კვირა განსაკუთრებული იყო.

2 დღით ვიყავი ქალაქგარეთ და ჩემს შეყვარებულთან ერთად დრო ძალიან სასიამოვნოდ გავატარე.

სასიამოვნო იყო მასთან ერთად ყოფნა. უჩვეულოც... რადგან ჩვენ მარტონი არ ვიყავით, თანაც ღონისძიება რომელსაც ვესწრებოდით, ძალიან ოფიციალური იყო.

ალბათ ამან განაპირობა ჩემი უჩვეულო განცდა მის მიმართ.

მიყვარს და კიდევ უფრო მიყვარს.

ახლა კი ვღელავ... ოდნავ...

სულ ველოდები, რომ რაღაც შეიცვლება, რა თქმა უნდა უკეთესობისკენ..

ველი...

დღეს ცოტა მოვიწყინე....

მცირეოდენი რამ საკმარისია, რომ ცუდ განწყობაზე დავდგე...

ადამიანების ნეგატიური დამოკიდებულება ჩემს მიმართ ძალიან ცუდად მოქმედებს...

არა და მე ძალიან კეთილი გული მაქვს, გადაჭარბებულად კარგად ვექცევი ადამიანებს... არა და არც კი იმსახურეენ ისინი ამას.

ძალიან ბევრი ადამიანი ჩემი შრომის შედეგად ახლა უკეთესად გრძნობს თავს. არ ვამბობ გადაჭარბებულად, ეს სინამდვილეა. თუმცა ... მათი დამოკიდებულება ცუდად მოქმედებს ჩემზე.

მინდა რამე შეიცვალოს...
განსაკუთრებით კი სამსახური... რამე ახალი მინდა ვაკეთო. დავიღალე ამ რეჟიმში ცხოვრებით.

დილით 10-ზე სამასხურში ვარ, მაშინვე იწყება - ზარები, შეკითხვები, შეხვედრები, დედლაინები..
საღამო ისე მოდის ყველაფერი დასრულებული არც კი მაქვს ხოლმე.
მერე სახლში მივდივარ, ისევ კოპიუტერი, ისევ მუშაობა და დედლაინები.
ჩემი მთელი დრო საქმეს მიაქვს.

შეყვარებულს ძირითადად 9 ან 10 საათიდან 12 საათამდე ვხვდები.
ანუ მას 3 საათს ვუთმობ. (ესეც ყოველდღე არ ხდება)
ღამის 2 საათიდან დილის 8:30 საათამდე მძინავს, ანუ 6,5 საათი ზილისვის მაქვს.

24 - 6.5 -3 = 14,5

ანუ მე სამასხურისთვის საშუალოდ დღეში 14 საათს ვხარჯავ.

ამას დავუმატოთ შაბათი და კვირა, რომელსაც, როგორ წესი სახლში მუშაობაში ვატარებ.

ეს ნორმალურია?

მე მინდა ისეთი სამსახური, რომელიც მომცემს საშუალებას:

- მქონდეს თავისუფალი დროც, რომელსაც ჩემს თავსაც დავუთმობ;
- მქონდეს საკმარისი ხელფასი იმისათის, რომ 10 წლიან კრედიტით მაინც ბინის ყიდვა შევძლო;
- მქნოდეს მშვიდი გარმეო, და საქმის კეთების გარდა, ნერვიულობა და დაძაბულობაც არ მევალებოდეს.

იქნებ....

3/25/2012

როგორ მიიღწევა წარმატება?

0 კომენტარი:
ზოგი ადამიანი წარმატებულია, ზოგიც არა.

რას ნიშნავს წარმატება ? წარმატებული ხარ მაშინ, როდესაც ასეთად სხვები მიგიჩნევენ? თუ ეს პირადი განცდა და დამოკიდებულებაა საკუთარი თავის მიმართ?

მე კი ვფიქრობ, რომ ფიქრს იმაზე, რომ წარმატებული ადმაიანი ხარ მაშინ იწყებ, როდესაც გარშემომყოფთა კომენტარების "შენ წარმატებული ადამიანი ხარ" რაოდენობა იზრდება.

საინტერესოა როგორ აღწევენ ადამიანები წარმატებას. მე ხშირად ვაკვირდები მათ და შედეგად ასეთი დასკვნები გამოვიტანე.

  • არსებითი მნიშვნელობა აქვს სასტარტო მდგომარეობას ანუ საიდან იწყებ? ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც თავიდანვე დიდი ხელშეწყობა აქვთ - ყველაფერი ძალიან ადვილია. სხვებს კი, რომლებსაც არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ, ძალიან დიდი შრომისა და ბრძოლის შედეგად უწევთ ნებისმიერი რამის მიღწევა.
    ეს ძალიან ძნელია, თუმცა დამეთანხმებით უფრო საინტერესო.
    მე მეორე კატეგორიას განვეკუთვნები, ძალიან ბევრს ვშრომობ და ვცდილობ, რომ რაღაც შედეგებზე გავიდე, მაგრამ ძალიან რთულია, როცა მარტო ხარ ასეთ "ბრძოლაში".

  • ხასიაათი. დიახ ადმაიანის ხასიათს აქვს დიდი მნიშვნელობა. ხარ კეთილგანწყობილი ყველას მიმართ თუ არა ? არ ხარ? არც უნდა იყო, მთავარია რამდენად კარგად თამაშობ სასიამოვნო ადმაიანის როლს... თუ წარმატებულად მოქმედებ, ხშირად იტყვიან - სასიამოვნო ქალია/კაცია. თუ არა - პრობლემური ქალია/კაცია... ეს კი შენზე ნეგატიურ გავლენას მოახდეს.

  • თავის დაჭერა. საოცარია არა? შენ უნდა იცოდე როგორ დაიჭირო თავი. როგორ შეიქმნა "მაგარი როჟიშ" იმიჯით.. კომპეტენცია შეგნებულად არ ვახსენე, ეს მე-100 დონეზეა. მოკლედ რაც უფრო ტავმდაბალი იქნები, ყველა თავზე გადაგივლის, აბუჩად აგიგდებენ, არც პატივს გცემენ... შენი თავმდაბლობა ბოლოს მოგიღებს, მერე კი როცა მიხვდები არ უნდა იყო თავმდაბალი , გული დაგწყდება ... ამიტომ სანამ ინანებ, ითამაშე მაგარი ტიპის როლი...

    ამ პუნნქტის შემდეგ გაგრძელება აღარ არის საჭირო, რადგან ეს საქართველოა

    ასევე არ დავწერე არაფერი შრომაზე, ეს თავისთავად იგულისხმება, მაგრამ მხოლოდ შრომა არაა საკმარისი....


    და ბოლო რჩევა.


  • და თუ მაინც მიაღწევ წარმატებას, მზად იყავი, რომ ძალიან ბევრ ცუდს გაგიკეთებენ, შეეცდებიან დაგრთგუნონ, აბუჩად აგიგდონ, შენი როლი დაბლა დასწიონ, სანაცვლოდ თავისი გაზარდონ, შეგეწინააღმდეგონ, არ გცენ პატივი, დაგბლოკონ, წაგართვან რაც წასართმევია, ჩაგენაცვლონ, შეგიძულონ, გაგჭორონ, არც დაცინვსა მოერიდებიან....

    თუ წარმატებული ხარ, მზად იყავი რომ შენ ხშირად იქნები ბოროტების ობიექტი.

3/19/2012

სულ ერთი

0 კომენტარი:
ყველაფერი სულ-ერთი გახდა!

დღეს ოთახში ახალი ავეჯი მოიტანეს, დედამ შეუკვეთა. ლამაზი წიგნების თარო, სულ მინდოდა ასეთი. მსგავსი მქონდა ნიუ იორკში და ძალიან მომწონდა.

ახლა კი სულ ერთია.

ცალკე ტუმბო შეუკვეთა ჩემთვის, კარადაშI არაფერი მეტევა, მე კი დალაგებაშიც არ მივეხმარე.

ახლა ყველაფერი სულ ერთია.

ხვალ ბევრი საქმე მაქვს, არც ვღელავ, არც ვფიქრობ - როგორ მოვასწრებ?

ყველაფერი სულ ერთია.

ახლა არ ვფიქრობ - ხვალ რა ჩავიცვა?

იმიტომ, რომ სულ ერთია.

ისევ სურდო მაქვს, ისევ მახველებს.

მერე რა?

მაინც სულ ერთია.

ჩემთვის ყველაფერო სულ ერთი გახდა.

გარდა ერთისა ...

ნეტავ ხვალინდელი დილა არც გათენდებოდეს!

3/16/2012

ქალის განმარტებას ვაპროტესტებ!

0 კომენტარი:
ფიქრები მომეხვია. ბევრი-ბევრი ერთად...

აი რა ფიქრები.

მაღაზიაში შევედი. მინდოდა ხაჭო მეყიდა. გამყიდველმა მეორე გამყიდველს ჩემი მისამართით ასე მიმართა "ამ ქალს რაღაც უნდა მიხედე"

ქალს :(

საშინლად ვიგრძენი თავი.

რატომ - ქალს?

ის ფაქტი, რომ მე ქალი მიწოდეს ცუდ გუნებაზე მაყენებს.

მე არ მინდა ქალი ვიყო...
მინდა გოგო ვიყო...

რა სწრაფად გადის დრო - კიდევ ერთხელ დავფიქრდი.

მე მინდა დრო ნელა მიდიოდეს...

პულსი მემატება, როცა ასაკის მატებაზე ვფიქრობ.

საშინელი შეგრძნებაა!

ალბათ უკვე დიდი ვარ, ალბათ უნდა გავაცნობიერო, რომ მე დიდი ვარ.

არ მინდა...

არ მინდა იმიტომ, რომ ეს "დიდის" ან "ქალის" განმარტება ქართული რეალობაა.

აქ ადამიანებს უფრო ადრე აბერებენ, ვიდრე ეს უნდა ხდებოდეს.

ევროპაში ან ამერიკაში ასე არაა.

იქ როგორც წესი ოჯახებს 35 წლის შემდეგ ქმნიან.

აქ დედები და მერე ბებიები საკმაოდ ადრე ხდებიან.

აქ ზოგიერთი ქალი 38 წლის ასაკში უკვე ბებიაა, ევროპაში კი ასეთი პრეცედენტები არც კი არსებობს (მხოლოდ გამონაკლისი შეიძლება იყოს).

ქართველები ბავშობიდან ქალები და კაცები არიან, ხოლო სტუდენტობიდან ოჯახის ქალები და კაცები.

ეს არ არის ნორმალური!

მე კი ჯერ ოჯახი არ შემიქმნია, მყავს ყველაზე მაგარი ბიჭი, და ვარ ძალიან ბედნიერი.

ეს საკმარისზე მეტია.

მე არ ვფიქრობ რომ ქალი ვარ (ასაკობრივი გაგებით) - მე ჩემი ბიჭის გოგო ვარ!

ქალის ქართულ განმარტებას ვაპროტესტებ!

3/11/2012

არაფერი მინდა

0 კომენტარი:


1. აღარ მინდა მუშაობა - ძალიან დავიღალე, ყოველი დღე ტანჯვის ტოლფასია. ნეტავ შემეძლოს თავის დანებება. მართლა ვეღარ ვმუშაობ...............

2. სახლში ოთახიდან ოთახში მეზარება გასვლა - ხო ასე... ჩემი ლოგინიდან ადგომა და გარეთ გასვლის შემთხვევები თითქმის მინიმუმამდე დავიდა....

3. მეგობრებთან ურთიერთობა აღარ მაქვს - ეს ძირითადად საქმის გმაო მოხდა, მაგრამ ფაქტია რომ ახლა 1 დაქალიც აღარ მყავს ისეთი, ვისაც დავურეკავ და უბრალოდ ვეჭორავები.
ეს ძალიან, ძალიან ცუდია!

4. აღარც სწავლა მინდა - მომბეზრდა! თემების წერა-კვლევა უკვე ძალიან დიდ მარზმად იქცა.

5. სახლი მინდოდა და აღარ მინდა - მაინც ვერ ვიყიდი ვერასოდეს! ტყუილად მაინც ნუ ვიოცნებებ!
ასე შეხვედე სიმართლეს თვალებში....

6. სახლიდა გარეთ გასვლა არ მინდა - დასვენების დღეებში ვწევარ - ვკითხულობ, ფილმს ვუყურებ და ქრონიკულად მეილს ვამოწმებ.
facebook, skype - ყველაფერი დავხურე, ამიტომ კომუნიკაციაც 0-ზეა.

7. ქალაქგარეთ მიყვარდა გასვლა და ეგეც მომბეზრდა - სად ვიარო? არც ხალისი აღარ მაქვს.

აი ახლა ვზივარ და ვფიქრობ - ხვალ ისევ ორშაბათი, ისევ შეხვედრები, საქმე, ზარები, ვალდებუბლებები.

დედას გეფიცები აღარ შემიძლიაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა!

3/08/2012

იქნებ "რაღაც" შეიცვალოს?

0 კომენტარი:
ისევ ავად ვარ.

ყოველდღე რაღაც ახალი მემართება - ხან გადაღლილობა მაწუხებს, ხან გაციება და ხან თავის საშინელი ტკივილი ...

ყველაფერს მაინც გადაღლილობას დავაბრალდებდი.

მოვიწყინე.

მთელი დღე ვწევარ.

მომბეზრდა წოლა, წუწუნიც კი. და ისიც, რომ ძილის შესაძლებლობაც კი არ მაქვს. მიზეზი სხვადასხვაგვარია - ხმაური სახლში, ზარები, საქმეზე ფიქრი - ქაოსია ირგვლივ.

ამიტომ დღე სახლში გავატარე.

ისე 8 მარტზე გამახსენდა. რატომღაც 8 მარტი ყველას საბჭოთა ტრადიცია და დღესასწაული ჰგონია. რუსთავი 2-ზე ვნახე შოუ, სადაც იყო გამოკითხვა იმის შესახებ, გვინდა თუ არა 8 მარტი.

ძალიან ცდებით თუ თქვნც ასე გგონიათ და 8 მარტს კლარას უკავშირებთ.

8 მარტი გაერომ ქალთა საერთაშორისო დღედ აღიარა.

ქალთა საერთაშორისო დღე — აღინიშნება ყოველი წლის 8 მარტს. ეს არის ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტური პარტიის დეკლარაციის შემდეგ აღინიშნა.


მოკლედ ჩემმა 8 მარტმა უფერულად ჩაიარა..

ესეც ასე... მიიწურა ერთი სევდიანი და უიმედო დღე.

ხვალ ისევ სამსახური, ბევრი სამუშაო, შემიძლია თუ არა მაინც უნდა წავიდე .... ჩემს საქმეს ვერავინ და არავინ გააკეთებს.

ეჰ, სიმშვიდე მინდოდა და არ გამომივიდა.

იქნებ "რაღაც" შეიცვალოს?

3/06/2012

5 რჩევა თუ იმედგაცრუებული ხართ

1 კომენტარი:
დღეს მე იმედგაცრუებული ვარ.

არაფერი გამომდის, პრობლემები სხვადასხვაგვარია - სამსახური, საყოფაცხოვრებო პირობები, სწავლა საზღვარგარეთ და სხვა. დღეს კიდევ ერთი უარი მივიღე, ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ჩემი ცხოვრების არსებით შეცვლას უკავშირდებოდა. მაგრამ ... უარი.... ბუნებრივია ძალიან განვიცადე და ახლაც განვიცდი.

სწორედ ამ შემთხვევის გამო გადავწყვიტე დავწერო რჩევები, რომელიც სხვადასხვა წყაროდან ამონარიდებს ეფუძნება.

აი რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც თქვენ თავს უიმედოდ გრძნობთ...

1-ლი ნაბიჯი: პრობლემის შესახებ ისაუბრეთ.

ისეთი გარემო მოძებნეთ, სადაც შესაძლებლობა გექნება ისაუბრო შენს შეშფოთებაზე, შიშზე, მოსაზრებებსა და ეჭვებზე. ასევე სხვა თემებზე შეგიძლიათ ისაუბროთ – თქვენი მიზანია ცოტა ხნით გონება შეასვენოთ!

ნუ დაგავიწყდებათ, რომ რაც არ უნდა ცუდი მოხდეს, თქვენ ყოველთვის გყავთ მინიმუმ 1 ადამიანი ვისაც აღელვებს შენი მდგომარეობა.

მე-2 ნაბიჯი: მოძრაობა დაიწყეთ.

ნუ დაჯდები ოთახის კუთხეში მოწყენილი და გაბრაზებული, არამედ ისეირნე, იცეკვე, ირბინე, ეთამაშე ბავშვებს ან თქვენს ძაღლს.

ასეთი ქმედებები დაგეხმარებათ დაინახოთ სხვა პერსპექტივები.

მე-3 ნაბიჯი: კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგით წინ.

დაიწყე ისეთი რამის გაკეთება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გინდოდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხე მიზნის მიღწევა. ეს ისეთი რამ უნდა იყოს, რომლის შესრულებაც თქვენს თავმოყვარეობაზე და თვითდაჯერებულობაზე არსებით გავლენას მოახდენს.

მაგალითად: უცხო ენის, ავტომობილის მართვის, კომპიუტერული პროგრამის .... შესწავლა. თუმცა ეს შესაძლოა არც უკავშირდებოდეს რაიმეს შესწავლას....

გაიხსენე, რისი გაკეთება გსურდათ ყოველთვის?

მე-4 ნაბიჯი: სხვას დაეხმარეთ.

არაფერი გაგრძნობინებს თავს ისე კარგად, როგორც იმის შესაძლებლობა, რომ თქვენ ვინმე სხვას ეხმარებით.

მოძებნეთ ისეთი რამ, რაც საშუალებას მოგცემთ რაღაც ლამაზი გაუკთოთ თქვენს ოჯახს, მეგობრებს ან თუნდაც უცნობ ადამიანებს.

გაითვალისწინეთ, რომ სხვა ადამიანებიც შეიძლება იყვნენ თქვენისთანა მდგომარეობაში. ალბათ ისინიც თავს მარტოდ გრძნობენ ან თქვენი რჩევა სჭირდებათ და სხვა.

მე-5 ნაბიჯი: თქვენს გრძნობებთან კომუნიკაცია დაამყარეთ.

დაიკარგეთ კარგ მუსიკაში... სხვადასხვა ადგილებში წადით, სადაც შესაძლებელია სილამაზის ნახვა... ნახეთ ყველაფერი, რამაც შენში შესაძლოა გამოიწვიოს რაიმე ახალი.
როდესაც იცი რა უნდა გავაკეთო უიმედობის დროს, ეს დაგეხმარება გაუმკლავდეთ პრობლემებს.

თუ თქვენს ცხოვრებაში ცუდი პერიოდი დადგა, გახსოვდეთ, რომ – ყველაფერი არ არის დაკარგული!

და მნიშვნელოვანია, შეეცადო თავი კარგად იგრძნო.

3/03/2012

60 რჩევა დასვენების დღეებისათვის და მინიმალური დანახარჯები

0 კომენტარი:

შაბათი და კვირა მნიშვნელოვანი დღეებია, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მთელი კვირა აქტიურად მუშაობენ.

ქვემოთ არის ჩამონათვალი იმისა, თუ როგორ შეიძლება გაატაროს ადამიანმა დასვენების დღეები. სია არ არის სრული და არც უნივერსალური, დამოკიდებულია თქვენს ინტერესებსა და შესაძლებლობებზე.

სიის მთავარი პრინციპი კი არის ნაკლები რესურსების საჭიროება - ამ ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ მინიმალური დანახარჯებით ან სრულიად უფასოდ!

მაშ ასე:

  1. ჩამოაფარეთ ფარდები, ჩაკეტეთ კარი, რომ არავინ შეგაწუხოთ და დილით კარგად გამოიძინეთ.

  2. შეამოწმეთ კალენდრები, დაადგინეთ რა ღონისძიებებია თქვენს ქალაქში.

  3. ეწვიეთ საზოგადოერივ ბიბლიოთეკს, რომელიც არის სრულიად უფასო და

    სადაც შეიძლება საინტერესო მასალების გაცნობა.

  4. მონაწილეობა მიიღეთ საზოგადოებრივ სპორტულ თამაშებში.

  5. გადახედეთ თქვენს ფინანსურ ანგარიშებსა და დოკუმენტაციას. შესაძლოა ეს არ არის გართობა, მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა საჭირო იყოს.

  6. შეამოწმეთ რომელიმე პოდკასტი, ეს მშვენიერი რამ არის, სადაც ყველაზე მაღალი დონის აუდიო პროგრამები არის ხელმისაწვდომი უფასოდ. თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება მარტივად iTunes-ის გამოყენებით და სხვა.

  7. გაერთეთ კომპიუტერული თამაშებით.

  8. გამოაცხვეთ პური სახლშ. ყველას შეუძლია ამის გაკეთება, თუ მოინდომებს.

  9. ისწავლეთ Juggle. გჭირდებათ სამი ბურთი და ვიდეო სადაც ნაჩვენებია ეს თამაში. გაითვალისწინეთ, რომ თუ ბური არ გაქვთ შეგიძლია გამოიყენოთ მრგვალი ხილი/ბოსტნეული.

  10. ისწავლე მანქანაში ზეთის გმოცვლა. იქნებ დროა? ეს ძალიან სასარგებლო უნარია, გამოგადგებათ!

  11. დაეკონტაქტეთ თქვენს მეზობლებს. ეცადე გაიცნო ახალი და კარგი მეზობლები, თუ ჯერ კიდევ არ იცნობ მათ. თუმცა, აუცილებელი არ არის მეზობლები გახდენ მეგობრები!

  12. გადაქექე კარადები და მოძებნე ნებისმიერი ნივთი. შეიძლება საინტერესო რამ აღმოაჩინო.

  13. გაასუფთავეთ თქვენი მედია კოლექცია - წიგნები, დისკები, CD და ა.შ.

  14. შეადგინე სია სახელწოდებით “101 მიზანი 1001 დღეში” - შემდეგ დაიწყე ზოგიერთი მათგანის შესრულება.

  15. მიიღეთ გადაწყვეტილება და დაწერამის შესახებ.

  16. ანახორციელეთ საყოფაცხოვრებო შემოწმება, მოძებნეთ სახლში ინებ დაგრჩათ რამე გასაკეთებელი? (დამწვარი ნათურები და სხვა.).

  17. ინტერნეტში მოძებნეთ საინტერესო ისტორიული და კულტურული ადგილები თქვენს ქალაქში, შემდეგ კი მოიახულეთ.

  18. შეისწავლე ქსოვა. შესაძლოა თქვენს ძვირფას ადამიანს კარგი საჩუქარი გაუკეთოთ.

  19. გადაიღეთ და გაუზიარეთ ფოტოები.

  20. დაწერეთ ბლოგი საინტერესო თემაზე.

  21. ეწვიეთ უფასო მუზეუმს.

  22. ეწვიეთ ზოოპარკს.

  23. ისწავლეთ როგორ დაწეროთ კარგი თემა თქვენთვის საინტერესო საკითხზე. გამოიყენეთ ღია რესურსები.

  24. მოამზადეთ გემრიელი კერძი.

  25. გააკეთეთ Excel-ის დოკუმენტი და დაიწყეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობის კონტროლი.

  26. ითამაშე ფეხბურთი.

  27. თუ სახლში გაქთ სკანერი, აიღეთ თქვენი ძველი ფოტოები და დაასკანერეთ, შემდეგ კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს.

  28. ეწვიე კინოთეატრს და ნახე კარგი ფილმი.

  29. შეისწავლეთ ან/და ივარჯიშეთ იოგა.

  30. მიხედეთ თმას – შეიჭერით, შეიღებეთ...

  31. ააშენეთ რამდენიმე ქაღალდის თვითმფრინავი, გაუშვით ეზოში და ნახეთ რომელი ფრიალებს უკეთ.

  32. გადაადგილე ავეჯი ოთახში.

  33. საგულდაგულოდ დაასუფთავე ის კუთხე სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებ.

  34. წაკითხ გასართობი წიგნი.

  35. დაურეკეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ.

  36. გაისეირნე ბუნებაში და დაკავდი გარკვეული ნივთების შეგროვებით (გამხმარი მცენარეები, გირჩი და სხვა.).

  37. დაიწყეთ უცხო ენის შესწავლა.

  38. დაამზადე გარკვეული ხელნაკეთი მისალოცი (დაბადების დღე / საშობაო ბარათი და სხვა).

  39. დაჯექით თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად და ისაუბრეთ მიზნებზე და მისი მიღწევის გზებზე.

  40. ითამაშეთ ბოულინგი.

  41. სცადეთ შეისწავლოთ მედიტაციის ტექნიკა.

  42. დაესწარით რელიგიურ მსახურებას (წირვა, ლოცვები). გმაშააკეთეთ ეს მაშინაც კი, თუ მორწმუნე არ ხართ, შესაძლოა ამას საგანმანათლებლო მნიშვნელობა ჰქონდეს.

  43. წაიკითხეთ "დიდი" წიგნი. აქ იგულისხმება წიგნი, რომელიც საფრთხეს უქმნის თქვენ რწმენას, იდეებ, ცნობიერებას. ეს ყოველთვის კარგი გონებრივი workout-ია.

  44. წადით საცურაო აუზზე.

  45. ჩართეთ უცხოური არხი და უყურეთ გასართობ შოუს.

  46. გაუშვით ბუშტები. ამისათვის აურიეთ თხევადი სარეცხი საპონი და ცოტა წყალი (1/4 ჭიქა სარეცხი და 3/4 ჭიქა წყალი). გააკეთეთ მავთულის მარყუჟი და ბუშტებისთვის ყველაფერი მზად არის.

  47. დაწერეთ წერილი თქვენი მომავალი შვილი ან შვილიშვილისთვის. შესაძლოა მათ საინტერესო გამოცდილება გაუზიაროთ.

  48. საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრები წინასწარ მოამზადეთ.

  49. სცადეთ შეასრულოთ საყვარელი მელოდიები მუსიკალურ ინსტრუმენტზე.

  50. დაგეგმეთ მომავალი ზაფხულის ან ზამთრის დასვენებ.

  51. აიღეთ დწაიკითხექალაქის უფასო გაზეთი (თბილისში ასეთი 1 მახსენდება :)).

  52. უბრალოდ იხეტიალეთ ფეხით, მანქანით. ვინ იცის, იქნებ რა სახის საინტერესო რამეს წააწყდებით?

  53. გაართეთ ბავშვი. თუ ასეთი გყავთ ირგვლივ, მათ ძალიან პოზიტიური ენერგია აქვთ.

  54. დაეხმარეთ მოხუცებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს (მოუმზადეთ კერძი, წაუკითხეთ წიგნი და სხვა.).

  55. ნახეთ ახალი და საინტერესო სპექტაკლი.

  56. წადით ცეკვის გაკვეთილებზე.

  57. ღმოაჩინეთ ახალი მუსიკა, რომელიც გინდათ. ჩამოტვირთეთ last.fm. ან სხვა.

  58. ააშენთ მუყაოს ციხე. ამოჭით კარები და ფანჯრები...

  59. წადით სალაშქროდ.

  60. ისეირნეთ ველოსიპედით (თუ რა თქმა უნდა გაქვთ და თანაც ქუთაისში ცხოვრობთ:)).

რაც ყველაზე მთავარია, ამ ყველაფრის განხორციელება შეგიძლიათ თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად.



2/20/2012

ჩემი შეყვარებულის დედა

0 კომენტარი:
ჩემი შეყვარებული ავად არის.

მომენატრა.

ჩემი ლამაზი ბიჭის ნახვა ძალიან მინდოდა.

სხვა გზა არ იყო - ან უნდა დავლოდებოდი მის გამოჯანმრთელებას, ან მივსულიყავი მასთან სანახავად.

აბა თუ გამოიცნობთ, რომელი იდეა განხორციელდა?

სამსახურში კიდევ ერთი გადატვირტული დღე იყო. შეხვედრები, საქმეები... რუტინად გადაიქცა ყველაფერი.

დამირეკა.

ერთი ნათელი, უფრო სწოერდ კაშკაშა წერტილი!

დამირეკა და მითხრა: - დღეს გელოდები!

ჩემი რეაქცია - 'წავალ რა მოხდა'

დრო არ ფიქრის. ვმუშაობდი.

მერე კი საღამო ხანს სამსახურიდან გავედი. გზად ნამცხვრების მაღაზიაში გავიარე, მომცრო ზომის ხილის ტორტი ვიყიდე, მაღზიაში კი რძე და ბროწეულის წვენი.

დავჯექი მანქანაში, გათბობა I-ზე დავაყენე, სათვალე მოვირგე და გაზს დავაჭირე.

ვღელავდი.

აქვე დავამატებ, არ მიყვარს ოფიციალური სიტუაციები, მაგიდის გარშემო ჯდომა, დალოცვები ალკოჰოლით, დაკვირვებები და ა.შ. ეს ჩემთვის არ არის.

ამიტომ ეს საუკეთესო შესაძებლობა იყო მისი ოჯახი გამეცნო.

კორპუსთან მანქანა გავაჩერე, გადმოვედი, 10 თეთრიანი მოვამზადე, მაგრამ სულ ტყულიად, ლიფტი არ მუშაობდა.

ეს კარგიც აღმოჩნდა, სანამ კიბეებზე ავედი დაძაბულობამ გადამიარა.

დავაკაკუნე. კარი მისმა სიმპატიურმა დედამ ღიმილით გამიღო.

მერე ყველაფერი სასიამოვნო იყო - ჩემი სიხარულის დედის მიერ მომზადებული მჭადი, ჩემი ბიჭი და მისი სამყარო.

ოჰ... გავიცანი, როგორც იქნა :) ყველაზე რთული პროცესი გადავლახე.

ძალიან ვისიამოვნე. ასე თავისუფლად თუ ვიქნებოდი არ მეგონა.

რა კარგი დედა ჰყავს - კეთილი, თბილი, მორიდებული ...

ახლა დავფიქრდი - ხშირად შეყვარებულის დედები, რომ არ მოსწონთ, ან ცუდად რომ ექცევიან ასე რატომ ხდება?

ის ხომ შენი უსაყვარლესი ადამიანის მშობელია? მხოლოდ ამიტომ იმსახურებს პატივისცემით მოპყრობას. თუ ამას ისიც ემატება, რომ კარგი ქალბატონია, მითუმეტეს!

მე დღეს ბედნიერი ვარ, გამიხარდა, რომ ჩემს შეყვარებულს ძალიან კარგი დედა ჰყავს!

ვიცი, რომ შენ ამ ბლოგს წაიკითხავ , ხოდა გეტყვი, რომ

დღეს კიდევ უფრო შემიყვარდი!


პ.ს. ამ ფილმის ნახვის განწყობა მაქვს, ოხ თან ეს ასაკობრივი სხვაობაც როგორ ჰგავს ჩვენს მდგომაროებას :)

2/19/2012

ალბათ ასე ხშირად არიან

0 კომენტარი:
ყელში ბურთი მებჯინება. გული მევსება.

სუნთქვა მიჭირს, თუმცა არც ისე.

გული მწყდება, ხან თითქოს მისკდება.

ხან მენატრება, რა ? არ ვიცი.

განწყობა გამიცივდა.

იმედი როგორ მქონდეს? არც ეს ვიცი.

მაგრამ განწყობას ვერ ვცვლი.

მინდა ზრუნავდნენ - ოღონდ სხვანაირად.

მინდა ცოტა სხვანაირად იყოს ყველაფერი.

გული მტკივა, იმიტომ, რომ რაღაც ალბათ არასოდეს მოხდება.

კიდევ ბევრი რამ მემართება, რისი დაწერაც არ მინდა და არ შემიძლია.

ისე, კი,
ალბათ ასეთ მდგომარეობაში ამბობენ ხოლმე "ასეთია ჩემი ხვედრი"-ო.

2/12/2012

სახლი მინდა

0 კომენტარი:
მთელი კვირა ვმუშაობ.

ძალიან დატვირთული და დაძაბული ვარ ყოველთვის.
რთული სამუშაოა, საინტერესო, მაგრამ მძიმე.

ძალიან ვიღლები გონებრივად და ემოციურად.

წარმოგიდგენიათ შაბათ-კვირას როგორ ველოდები ხოლმე?

აი მოდის შაბათიც, კვირაც.... მაგრამ ეს რა დასვენებაა...

ასეთ დროს გინდა საყვარელ ადამიანთან, მეგობრებთან (თუ ასეთები არსბეობენ) ერთად იყო.

მე ვრჩები სახლში,

ვიღვიძებ 09:30 საათზე - იმიტომ რომ მაღვიძებენ.
მინდა განვმარტოდე - მაგრამ გმაორიცხულია, სახლში ბევრი ხალხია.
მინდა ჩემი შეყვარებული მოვიდდეს - სად მოვა? მეც სად გავიქცე არ ვიცი.
იგივე მეგობრებზე - ბევრი წელია ჩემთან სახლში მეგობარი არ მოსულა.

უბრალოდ მინდა ასეტ დღეებში - მშვიდად ვიყო და ჩემი ცხოვრებით ვიყო.

ამის შესაძლებლობა არ მაქვს.

რა ვქნა არ ვიცი.

საშინლად მინდა ჩემი სახლი - ფული არ მაქვს, როგორ ვიყიდო?
კრედიტი ვცადე და არ გამომივიდა. მე იაფიან სახლს ვეძებდი - აბა 18000 დოლარი რომ შემეძლოს გადავიხადო ხომ ვიყიდიდი.

ძალიან მჭირდება სახლი - ქირით როგორ ვიცხოვრო მთელი ცხოვრება?

ამ მხრივ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ, თითქმის გამოუვალი სიტუაციაა.

რჩევებს მივიღებ სიამოვნებით.







2/06/2012

ისეთი "კალიცო" მივუტანე ხელზე 1000 დოლარს მაძლევდნენო

2 კომენტარი:
გადავწყვიტე დავწერო ძალიან მოკლე და ლაკონური პოსტი.

პირველ რიგში განვმარტოთ ტერმინი სნობი.

აი რას ამბობს ვიკიპედია: სნობი (ინგლ. snob) — თავადაზნაურულ-ბურჟუაზიულ საზოგადოებაში ადამიანი, რომელიც ცდილობს ზუსტად დაიცვას მოდა და ე.წ. კარგი ტონის წესები; პირი, რომელსაც დახვეწილი გემოვნების, მანერების და მისთ. პრეტენზია აქვს და ამით თავი მოაქვს, ქედმაღლობს.


ხოლო ერთი ავტორი საიტზე ასე წერს: სიტყვა სნობი წარმოდგება შემოკლებული ლათინური გამოთქმიდან “სინე ნობილიტის” ანუ “ მოკლებულია კეთილშობილებას”.

ინგლისელი მწერალი უილიამ თეკერეი თავის “წიგნი სნობებისთვის, დაწერილი ერთ-ერთი მათგანის მიერ” წერდა: ”ვერც ერთი ჩვენგანი ვერ იქნება დარწმუნებული, რომ სნობები არ ვართ. ასეთ დარწმუნებულობას მედიდურობის ელფერი დაკრავს. იყო მედიდური ნიშნავს იყო სნობი”.

და კიდევ ეს მოსაზრებაც არებობს: სნობი არის ადამიანი რომელიც იგნორირებას უკეთებს სოციალურად დაბლა მდგომ ადამიანებს. ან პირიქით.




როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სნობის სხვადასხვაგვარი განმარტება არებობს, კარგია ეს თუ ცუდი თავად განსაზღვრეთ.

მე კი ვფიქრობ - ცუდია.

ცუდია იმიტომ რომ,
სნობი ადამიანი საზოგადოების განვითარებას უშლის ხელს.

ჩემი აზრით!

დიახაც, უშლის!

კარგად დაფიქრდით.
ანუ დარწმუნდებით.

ალბათ გაჩნდება კითხვა, თუ რატომ ვწერ ამ თემაზე.

აი რატომ:

ჩვნ ყოველდღე ვხვდებით სნობებს, ვმგობრობთ ან ვთანამშრომლობთ მათთან. სნობიზმი ჩვენი ყოველდღიურობაა. ხშირად საზოგადოების მცირე ნაწილი თავის არიდებასაც კი ცდილობს. ნეტავ გამოსდით?

დღეს ჩემს ნაცნობს ნიშნობა ჰქონდა. დრომოჭმული ტრადიცია! მე ასე ვფირობ, თქვენ შეგიძლიათ სხვაგვარად იფიქროთ.

ნიშნობა იმ ადამიანზე, რომელსაც მხოლოდ 2-ჯერ ან მეტჯერ აკოცე. ნიშნობა იმ ადამიანთან, ვისთანაც კაფეში არაერთი დღე გაგიტარებია. ეს ცოტაა? - არც ისე.

დიახ ეს ადამიანი დაინიშნა.

და აი როგორ.

დედა ჩამოვიდა სოფლიდან და ჩამოიტანა:

  1. 1 ჩანთა ნივთები - ტრუსები, პერანგები, ლიფები და სხვა პირადი მოხმარების წვრილმანი
  2. ოქროები - 1 "კალიცო" და 1 ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი. სასიძოს დედამ აღნიშნა, დრეს ამ საქორწინო ბეჭედში 1000 დოლარს მაძლევდნენო!


მოდი ვისაუბროთ.

ჯერ ნიშნობა, შემდეგ კი საჩუქრები განვიხილოთ.

რატომ უნდა "დაინიშნო"? ხომ შეიძლება 1 მშვენიერ დღეს უბრალოდ გადახვიდე მასთან საცხოვრებლად? აუცილებელია ასეთი მგზნებარე (თუ არის ასეთი) ურთიერთობის გაფორმალურება? რატომ არის ამის საჭიროება? დავიჯერო ქართველ მდედრებს ნიშნობა აღაგზნებთ? დიახ, მე მჯერა.

რატომ უნდა გიყიდოს მეუღლის დედამ პირადი, ძალიან პირადი მოხმარების ნივთებით სავსე დიდი ჩანთა?

საჩუქარი ცუდი არა არის, მაგრამ "როგორც წესი" ვალდებულება გადადის ქმრის ოჯახზე, რას ნიშნავს ეს?

მერე მეორე, რატომ არის ასე გამჯდარი ოქროს მიმართ სიყვარული? ხომ შეიძლება ჩვეულებრივი ბეჭედით დაქორწინდე? ძალიან ლამაზი ბეჭედი შეარჩიო და უბრალოდ იყო
ძალიან ბედნიერი!

რა საჭიროა ძვირფასეულობა?

სნობიზმი ?

მე ვფიქრობ, ის საზოგადოება, რომელიც ოქროს მიმართ სიყვარულით გამოირჩევა - ვერ განვითარდება!

შეუძლებელია სნობიზმი პროგრესი იყოს.



2/05/2012

გუშინ (**) წლის გავხდი

0 კომენტარი:
გუშინ მე დაბადების დღე მქონდა.

გადავწყვიტე დღეობა ლამაზად გამეტარებინა. ამიტომ, მე და ჩემმა ბიჭმა მოვიფიქრეთ, რომ 12:00საათზე ერთად შევხვედროდით ჩემს დაბადების დღეს.

საღამო ისე მოვიდა, ვერ მოვნახე დრო რომ ადგილი შემერჩია, სადაც სასიამოვნო საღამოს გატარებას შევძლებდი.

მინდოდა: ხმაურიანი, სასიამოვნო მუსიკით გაჯერებული, მოევროპულო და თანაც ჩემთვიის ახალი ადგილი.

საღამოს შევხვდი ჩემს ბიჭს და დავიწყეთ შეფერისი ადგილის ძებნა.
სად არ ვიყავით: პეროვი, შარდენი, სოლოლაკი, რედისონის ბოლო სართულზეც კი, მაგრამ... არსად მოგვეწონა :(

ბოლოს პეროვის კუთხეში, ერთი კაფე შევარჩიეთ - შედარებით უკეთესი...

რა რთულია ამ ქალაქში ნორმალური ადგილის მოძებნა. ყველაფერი ერთნაირია -
მუსიკა, ინტერიერი...

კაფეში მუსიკა კარგი იყო, თუმცა უკეთესს ვისურვებდი.

მე და ჩემმა ბიჭმა 1 ბოთლი ღვინო დავლიეთ. საფერავი იყო. გემრიელი ცხელი სოკოს სუპიც მივირთვით, თუმცა ჩინურ სუპებს ვამჯობინებ.

ვისაუბრეთ. ჩავეხუტეთ.
იყო სითბო, სასიამოვნო განწყობა და ჩვენი გულების გუზგუზი.

მან აი ეს საჩუქარი მომიძღვნა :)

გვიან სახლის კარამდე მომაცილა.

ბეჭედი ძალიან მომეწონა. ეს არის პირველი საჩუქარი-ბეჭედი ჩემს ცხოვრებაში.

მეორე დღეს ოჯახთან ერთად გადავწყვიტე ყოფნა.

ამიტომ, დედა, მამა, ძმა, რძალი და ძმისშვილი წავიყვანე რესტორანში სავახშმოდ.

ვიფიქრე კარგ დროს გავატარებდით ერთად.

თითქმის ასეც იყო.

მაგრამ მერე დავრწმუნდი - ხშირად რაც არ უნდა ეცადო, ყველაფერი ლამაზად იყოს - უბრალოდ არ გამოდის.

რატომ?

ის საღამო მამაჩემის ნეგატიური გამოსვლით დასრულდა.

მე კი კვლავ დავფიქრდი - რატომ ? რატომ მოვხვდი ასეთ გარემოში? მე მინდოდა სხვანაირი ოჯახი მქონოდა - წყნარი, მშვიდი და პოზიტიური ენერგიით დამუხტული.
მინდა, მშობელი ჩემს დაბადების დღეს მაინცინც აკონტროლებდეს თავის უარყოფით ემოციებს.

ეს ბევრია?

ხშირად, თითქოს, ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ არის!

თქვენ არ იცით, როგორი ძნელია....

ეს იყო ასე - ხშირად რაც არ უნდა ეცადო, უბრალოდ არ გამოდის.

1/29/2012

როგორ მოიპოვო პატივისცემა?

0 კომენტარი:
მცირეოდნი რჩევები იმისათვის, რომ საქართველოში პატივისცემა მოვიპოვოთ.


1. უნდა იარო "როჟით", "სიფათით", "კდემით" - რომ დაგაფასონ!
შეხედე საზოგადოებისგან "დაფასებულ" ადამიანებს და მაგალითი მათგან აიღე.

2. გამარჯობისას - ამაყად შეხედე და საქმიანი ნაბიჯით ჩქარა გაიარე!
თვალებში დიდხანს არ შეხედო, არ დაყოვნდე, და არ აგრძნობინო, რომ მისთვის გამარჯობის თქმას დრო დაუთმე.

3. დასმულ შეკითხვაზე პირველივე ჯერზე არ უპასუხო.
დააცადე, მეორედ ან მესამედ რომ დაგეკითხებიან ძალიან დაკავებული ადამიანის სახით შეხედე და "დამადლებული" პასუხი გაეცი.

4. რაც შეიძლება ცოტა გაიცინე - მაქსიმუმ გაიღიმე, და ისიც ნაზად!
ნუ გაიცინებ გულიანად, ოდნავ ცინიზმი ან ქედმარლობა შეურიე (სადაც როგორ იქნება საჭირო).

5. ცოტა ილაპარაკე - შენი მოსაზრებები ღიად არ დააფიქსირო, ყველაფერი
კარგად გაზომე.
თუ გულახდილ საუბრებს გამართავ, მერე შეიძლება სადმე ცუდად დაგახვედრონ. მოემზადე ამისთვის.

6. არ გამოიჩინო გულისხმიერება - სიცივე აჯობებს !
თბილი მოკითხვები, ოჯახის წევრების და სხვების მოკითხვები საჭირო არ არის.

7. არ შეაფასო ადამიანები დადებითად!
ამას ისინი, თავის უპირატესობად აღიქვამენ, შენთან შედარებით რა თქმა უნდა.

8. გაეცი ცოტა - მერე რომ არ ინერვიულო!
მატერიალური, ინტელექტუალური და სხვა სიკეთეების გაცემის მიმართ ნუ იქნები ხელგაშლილი, ცუდად დაგიბრუნდება.

9. არ დაეხმარო არავის!
და თუ მანც დაეხმარები, იცოდე, რომ უკუკავშირი მტკივნეული იქნება!


10. ცოტა იმუშავე!
აცადე სხვებმა მეტი აკეთონ, შენ თავზე ნუ აირებ ბევრ ვალდებულებას.

და ბოლოს, იყავი ბურჟუაზიული გადმონაშთი!
ეს საუკეთესო და უადვილესი გზაა პატივისცემის მოპოვბისთვის.

ეს არ არის სრული ჩამონათვალი, მაგრამ საქართველოსთვის საუკეთესო ჩამონათვალია!

პ.ს. თუ განვითარბულ ქვეყანაში წახვალთ - იქ უბრალოდ ბევრი იშრომეთ. შედეგად კი, პატივისცემაც და წარმატებაც გარანტირებული გექნებათ!


გისურვებთ წარმატებებს!


1/24/2012

ხანდახან. მხოლოდ!

0 კომენტარი:

ისეთი ძლიერი დარდი შემომაწვება ხოლმე

ხანდახან. მხოლოდ!

მაგრამ "ხანდახან" ხშირად არის.

ხო, და, ხანდახან მომინდება ვიტირო

ვიტირო რა... მერე რა ... ?

მომინდება გული გამისკდეს

გამისკდეს, ოდნავ, ძალიან არა, რა უჭირს?

მომინდება ბავშვი ვიყო

10 წლის გოგო...

არა ...

სჯობს ვიყო 15 წლის, ეს დრო უფრო კარგად მახსოვს.

ზამთარში ვიცვამდი მოტკეცილ შავი ჯინსის შარვალს, სტრეიჯებს ეძახდნენ. ზემოთ - წითელ როლინგს. ჩექმები ბევრი თასმებით იყო, შავი, სამხედროებს რომ აცივათ იმას ჰგავდა. ქურთუკი არ მახსოვს როგორი იყო ...

ზაფხულში კი წითელი ჯინსის შარვალი მეცვა, შავი სქელძირიან ფეხსაცმელთან და შავ ბრეტელებიან მაისურთან ერთად. მაისურიდან ლიფის ბრეტელი ჩანდა ხოლმე, მე მცხვენოდა და ვისწორებდი (ახლა არ მიყვარს სხვები რომ ამას აკეთებენ). თმა შავად მქონდა შეღებილი. ვარცხნილობა - კარე, დედამ შემაჭრა. თვალის კუთხეებში შავ ფანქარს ვისმევდი. ტუჩის საცხი მგონი ყავისფერი იყო. ლოყები მოვარდისფრო - ბუნებრივი.

მეტი რა მახსენდება?

ფეხით ბევრს დავდიოდი.

სკოლა, სახლი, ბებო ...

რატომ მომენატრა ეს დრო ?

არაფერი ხდებოდა... მქონდა 1-2 მაისური და შარვალი.
კიდევ მქონდა
... მეტროს მგზავრობის ფული
... სახლში საჭმელი
... გაფუჭებული შავ-თეთრი ტელევიზორი
... რკინის საწოლი ზამბარებით

და
... მშობლების ქორწინების დახეული ფოტოები

კიდევ,
პარკტი მქონდა ოთახში, რომელსაც მე და ჩემმა ძმამ ციკლოვკა გავუკეთეთ. კი გასაკვირია და დამტვრეული მინებით სათითაოდ "გავაციკლოვკეთ" ჩემი ოთახის იატაკი.

ხო.

მეტი რა მახსედება? ....

... მეტი არაფერი არ მქონდა

მაინც მენატრება ეს დრო



1/19/2012

როგორი ვიყავი და ახლა როგორი ვარ

2 კომენტარი:

მომინდა თვალი გადამევლო წარსულისთვის, რათა კიდევ ერთხელ გავიხსენო, როგორი ვიყავი და ახლა როგორი ვარ.

რამდენიმე წლის წინ, როდესაც ოფის მენეჯერეად ვმუშაობდი, ძალიან მორიდებული და მორცხვი ვიყავი. სამსახურებრივ შეხვედრებზე ძირითადად ჩუმად ვიყავი. ხმის ამოღება ჩემთვის სამარცხვინო იყო, ხან მეშინოდა, მეგონა რაღაც სისულელეს ვიტყოდი. სწორედ ამიტომ ყოველთვის განზე ვიდექი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მშრომელი ადამიანი ვიყავი და დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ჩემს საქმეს.

ამ პერიოდმა ისე განვლო, რომ ჩემი შრომა არავის დაუფასებია. უფრო უარესიც, ძველი ხელმღვანელი, როდესაც სამსახურიდან გადადიოდა მოვიდა, მოურიდებლად მეჩხუბა (ნამდვილად ასე იყო) და მითხრა "ბედნიერი ვარ, რომ აქედან მივდივარ და შენ აღარ გნახავ".

ჩემთვის წარმოუდგენელია ასეთი რამ ვუთხრა ვინმეს და ამ ხარისხის მორალური ზიანი მივაყენო. თავს როგორ ვიგრძნობდი ამ სიტყვების მერე? ალბათ ადვილი მისახვედრია... სამსახურიდან წასვლას ვაპირებდი ... სიკვდილიც მინდოდა... მაგრამ დავუბრუნდი ჩვეულ რეჟიმს, სხვა გზა არ მქონდა, რადგან მარტივი რამ - ფული იყო საჭირო, თუნდაც ის 100 დოლარი, რომელსაც ყოველთვიურად ვღებულობდი 3 წლის განმავლობაში. ძველი ხელმძღვანელი წასვლის მერე თითქოს დათბა ჩემს მიმართ, მაგრამ ....
ეს სიტყვები მე ყოველთვის მემახსოვრება, როგორც ყველაზე დამამცირებელი.

გავიდა დრო.
ბევრი რამ შეიცვალა.

მე უფრო კარგ ანაზღაურებაზე და პოზიციაზე დავიწყე მუშაობა.

მერე, სასწავლებლად წავედი ევროპაში.
არც იქ იყო ყელაფერი იდეალურად, მაგრამ ჩვეულებრივი სირთულეები ცხოვრებაში მუდმივად გვხვდება ...
შემდეგ, სწავლა სხვა კონტინენტზე განვაგრძე.
დაუვიწყარი იყო ამერიკა.
ეს ის ქვეყანაა, სადაც მე თავს პიროვნებად ვგრძნობდი.
მეტი გვჭირდება ?

დავბრუნდი.

დამხვდა გაბოროტებული ადამიანების გუნდი. გამიჭირდა რეინტეგრაცია. თითქოს დამვიწყებოდა ყველაფერი ის, რაც აქ ხდებოდა.
ერთი დიდი ნაკლი მქვს - ჩემს ინტეგრაციას საზოგადოებაში და ორიენტაციის პერიოდს ყოველთვის ბევრ დროს ვუთმობ. ამიტომ ეს პერიოდი უფრო მეტ ხანს გაგრძელდა, ვიდრე საჭირო იყო.

სწორედ ამ პერიოდში სამსახურში დამაწინაურეს. ფორმალურად.
იყო ბევრი წინააღმდეგობები. ბევრი! ძალიან ბევრი რამ ხდებოდა რაც გულს მტკენდა. ყველა მე ბლოკავდა. ამ ყველაფერს თავისი მიზეზი ჰქონდა - მე არ ვიყავი მათთვის "ვინმე" ან "რაღაც". მათთვის ვიყავი ერთი ჩვეულერივი გოგო, რომელიც სულაც არ იმსახურებდა არც იმ სამსახურებრივ პოზიციას და არც ვინმეს ყურადღებას.
:)

ერთხელ ვახშამზე ვიყავი. თხუთმეტამდე ადამიანი იჯდა. მათ შორის უფრო საპატივსაცემო ანუ ავტორიტეტული ადამიანები ვიდრე მე. და სხვები, რომლებიც ამ ადამიანს უკმევდნენ და ეპირფერებოდნენ.

მე კი ვიჯექი იქ სუფრის ბოლოში, საცოდავად... არ ვაჭარბებ.
ვიჯექი ჩუმად და ამ ლხენას ვადევნებდი თვალს. აქვე განმვარტავ, რომ მე ვიყავი ხელმძღვანელი მაშინ ერთი სამსახურის და სხვები ჩემზე დაბლა მდგომნი. მაგრამ მათი მხრიდნ მე პატივისცემას არ ვიმსახურებდი - რა უცნაურია.
ასე ცუდად თავი არასოდეს მიგრძვნია.
მე ვიყავი 0 - Zero.
დიახ აქ ამ ქვეყანაში, იქ სადაც გავიზარდე, ის რომელიც ჩემი სამშობლოა, იქ სადაც ვცხოვრობ თავს ვგრძნობდი დამცირებულად.
სწორედ ასეთ დროს ამერიკული მონატრება მომეძალება ხოლმე.
ამ ამბავმა ჩაიარა.
იმ ადამიანების დამოკიდებულება ბუნებრივია არ შეცვლილა, და მერეც ხშირად ცდილობდნენ ჩემს იგნორირებას.

გავიდა დრო.
მე უფრო წარმატებული ადამიანი გავხდი.
უფრო მეტი კარგი საქის განხორციელება შევძელი.
თითქოს მათთვის, ვინც უფრო ნეგატიურ დამოკიდებუელებებით აქტიურობდნენ ჩემს მიმართ საჭირო ადამიანად ვიქეცი.

კიდევ გავიდა დრო.
ბევრ შემთხვევაში ვხვდებოდი წინააღმდეგობებს, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ჩემი მორიდებულობით ყოველთვის ჩრდილში ვიდექი. სხვები კი.... ისეთი თამამები არიან. ქედმაღლები, ამაყები. მე ისე მიკვირს ხოლმე. საიდან შეიძლება ჰქონდეს ადამიანს ამდენი სიამაყე, რა იწვევს ამას?
სწორედ ამ ნაკლოვანების გამო ჩრდილში ვრჩებოდი ხშირად ...


მერე....
ამას დაემატა ისიც, რომ მე facebook-ზე ჩემი relationship სტატუსი შევცვლე.
საოცრია და ამან ჩემს იმიჯზე იმოქმედა. არ ველოდი.
ვღებულბდი მოლოცვებს, რის? სიყვარულის. ვისი? ერთი ადამიანის, რომლის სტატუსიც აღმოჩნდა სახარბიელო სხვებისთვისაც.
გამეცინა.
გამიკვირდა.
დავრწუმნდი მათ არარაობაში.
ის ადამიანები, რომლებიც არაფრად მიმიჩნევდნენ ახლა სახლში სტუმრად მეპატიჟებიან.
სხვეიბ კი, რომლებსაც მხოლოდ ვერბალურად ვესალმბოდი, ახლა დგებიან, ხელს მართმევენ .... კომპლიმენტებსაც არ იშურებენ...

ნეტავ რა არის ამის მიზეზი?

რა და ....

სინამდვილეში ყველანი სნობები ხართ!

არა და მე ისევ ის ადამიანი ვარ!

მე ისევ ამერიკა მიყვარს, გნებავთ მეც სნობი მიწოდეთ.


1/12/2012

მომწყინდა

0 კომენტარი:

დღეს ძალიან მოვიწყინე.

თითქოს არაფერი გამოდის ამ ბოლო დროს.

ჯნმრთელობაც აირია: ხან თავი მტკივა, ხან მუცელი, და ხან კბილი.

არაფერი ხომ ისეთი? გუშინ ვამბობდი კბილის ტკივილს მირჩევნია სიმსივნე მქონდესთქო.

სასაცილოა?

იმდენად არ მიყვარს კბილის პრობლემა, რომ მართლა ძალიან მთრგუნავს.

კიდევ რა...

სიახლე მინდა...

ან სამსახური, ან სახლი :)
რა კარგია არა?

ორი ოცნება მაქვს:

1. მინდა სახლი;
2. იმ სახლში შეყვარებულთან ერთად ცხოვრება.

ამაზე მეტზე არაფერზე ვფიქრობ.


წავედი ახლა, ვნახავ ჩემს საოცნებო მამაკაცს, და მასთან ერთად ვიოცნებებ მომავალზე ...


* დღევანდელი ფოტო ემოციები.







1/08/2012

შურიანი (მე)

0 კომენტარი:

ეს დღეებია უფრო ინტენსიურად მეფიქრება.

შურიანი ვარ.

მშურს იმ ადამიანების, რომლებიც:

  • იზრდებიან იმ გარემოში, სადაც ბავშვს პიროვნებად აღიქვამენ და პატივს სცემენ.
  • არიან იმ ოჯახის გარემოცვაში, სადაც მას ეხმარებიან და არა პირიქით.
  • შესაფერისი მეგობრების გარემოცვით განებივრებულები არიან.
  • ცხოვრობენ ქვეყანაში სადაც ინდივიდუალობა მთავარია.
  • მუშაობენ იმ ქვეყანაში, სადაც მის შრომას აფასებენ - მატერიალურად და მორალურად.
  • იღებენ შრომის ანაზღაურებას იმდენი ოდენობით, რომ 10 წლიან პერსპექტივაში მაინც შეიძენენ პაწაწუნა ოთახს.
  • ცხოვრობენ ისეთ ქალაქში, სადაც ქუჩაში გავლენ და საღამოს გასატარებელ ან/და გასართობ ადგილს ადვილად მოძებნიან.
  • და ბოლოს, განებივრებულნი არიან საყვარელ ადმიანთან ერთად ცხოვრებით.

მე არ მშურს იმ ადამიანების, რომლებიც და რომლებსაც ძალიან უყვართ.

ამ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ შურდეთ ჩემი.





1/05/2012

2011 წელი 2012 წლისთვის

0 კომენტარი:


რა ხანია არ დამიწერია. სულ მინდოდა დამეწერა რამე, მაგრამ ვერ მოვახერხე. ხან დრო არ მქონდა, ხანაც მონდომება მაკლდა.

ახლა მაინც დავწერ ცოტას 2011 წლის შესახებ.

***

როგორი იყო გასული წელი ? - წარმატებული და საინტერესო.

ახლა კი უფრო დეტალურად.

2011 წელს,

ზოგადად:
  • დავიწყე ახალი სამსახური, უფრო მეტად საპასუხიმგებლო და მნიშვნელოვანი, ვიდრე აქამდე.
  • გავიცანი უამრავი ადამიანი, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში დადებით ან ნეიტრლურ როლს თამაშობენ.
  • სამსახურში მივაღწიე წარმატებებს, რაც მეტწილად ახალ და საინტერესო პროექტებში გმოიხატა.
  • დავიწყე "მინი" ცვლილებები, რომელიც მომავალში ჩემი საქმიანობის წარმატების კოეფიციენტი იქნება.
  • მონაწილეობა მივიღე ადგილობრივ და საერთაშორისო საჯარო ღონისძიებებში, რომლებიც იყო საინტერესო, და ასევე პოზიტიური გამოცდილება შემძინა.
  • ამერიკულმა უნივერსიტეტმა მადლობის წერილი გამომიგზავნა.
  • დავასრულე 6 სასწავლო სემესტრი უნივერიტეტში და დამრჩა 3.
  • მოვინახულე 5 ახალი ევროპული ქვეყანა.
  • შევიძინე ახალი მეგობრები (ძირითადად უცხოელები), რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მეგობრობა და ეთნიკურობა ერთმანეთთან კავშირში არ არის.
  • წონაში დავიკელი 15 კგ.
ახლა კი, ძალიან პრივატული:
  • ზაფხულის დასაწყისში - მე და ჩემმა შეყვარებულმა ევროპის 2 ქვეყანაში ვიმოგზაურეთ. დაუვიწყარი დღეები გავატარეთ. ახლაც არ მჯერა, რომ ეს მე გადამხდა.
  • ზაფხულის დასასრული ლამაზი იყო - მე და ჩემი შეყვარებული ერთად ვისვენებდით... ჟრუანტელი ბევრი იყო. თითქის ჩვენ ფილმის გმირები ვიყავით. არ ვიცი... რა დავამატო ...
  • საერთდ კი, ცოვრებაში პირველად ვარ შეყვარებული! მე ძაიან მიყვარს. ბენდიერი ვარ. ისიც ბენდიერია. ყოველდღე ერთად ვართ, და იმედი მაქვს ასე გაგრძელდება მრავალი წელი. მცირეოდენი სირთულეებია, რომელიც უფრო ყოფით საკითხებს უკავშირდება, არ ვიცი მოგვარდება ოდესმე? .... არ ვიცი ... იმედს ვიტოვებ.

უარყოფითი ამბები 2011 წლიდან:

  • უარი მივიღე 3 უნივერსიტეტიდან, ასე რომ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება ვერ შევძელი;
  • მქონდა პატარა კონფლიქტები გარშემომყოფებთან, რაც მუდმივად მიფუჭებდა განწყობას;
  • ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრის ჯანმრთელობა ხშირად უარესდებოდა;
  • მამაჩემს შეექმნა პრობლემები, რამაც ჩემზე ცუდი გავლენა მოახდინა;
  • "დავკარგე" დაახლოებით 3 000 ლარი.
  • ასაკი მომემატა ........

2012 წლის გეგმები, სურვილები:
  • დისერტაციის დაცვა;
  • ახალი პროექტების წამოწყება;
  • "ტკბილი" ბიზნესის დაწყება;
  • სახლის შეძენა (რა თქმა უნდა კრედიტით);
  • ჩემს შეყვარებულთან ერთად ცხოვრება;
  • და რაც მთავარია, ჩემი ოჯახის წევრების და საყავრელი ადამიანების წარმატებები!

იმედიანი განწყობით დავასრულებ ჩემს პოსტს.



 

შეიყვარო Template by Ipietoon Blogger Template | Gift Idea