ეს დღეებია უფრო ინტენსიურად მეფიქრება.
შურიანი ვარ.
მშურს იმ ადამიანების, რომლებიც:
- იზრდებიან იმ გარემოში, სადაც ბავშვს პიროვნებად აღიქვამენ და პატივს სცემენ.
- არიან იმ ოჯახის გარემოცვაში, სადაც მას ეხმარებიან და არა პირიქით.
- შესაფერისი მეგობრების გარემოცვით განებივრებულები არიან.
- ცხოვრობენ ქვეყანაში სადაც ინდივიდუალობა მთავარია.
- მუშაობენ იმ ქვეყანაში, სადაც მის შრომას აფასებენ - მატერიალურად და მორალურად.
- იღებენ შრომის ანაზღაურებას იმდენი ოდენობით, რომ 10 წლიან პერსპექტივაში მაინც შეიძენენ პაწაწუნა ოთახს.
- ცხოვრობენ ისეთ ქალაქში, სადაც ქუჩაში გავლენ და საღამოს გასატარებელ ან/და გასართობ ადგილს ადვილად მოძებნიან.
- და ბოლოს, განებივრებულნი არიან საყვარელ ადმიანთან ერთად ცხოვრებით.
მე არ მშურს იმ ადამიანების, რომლებიც და რომლებსაც ძალიან უყვართ.
ამ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ შურდეთ ჩემი.
0 კომენტარი::
Post a Comment