2/20/2012

ჩემი შეყვარებულის დედა

0 კომენტარი:
ჩემი შეყვარებული ავად არის.

მომენატრა.

ჩემი ლამაზი ბიჭის ნახვა ძალიან მინდოდა.

სხვა გზა არ იყო - ან უნდა დავლოდებოდი მის გამოჯანმრთელებას, ან მივსულიყავი მასთან სანახავად.

აბა თუ გამოიცნობთ, რომელი იდეა განხორციელდა?

სამსახურში კიდევ ერთი გადატვირტული დღე იყო. შეხვედრები, საქმეები... რუტინად გადაიქცა ყველაფერი.

დამირეკა.

ერთი ნათელი, უფრო სწოერდ კაშკაშა წერტილი!

დამირეკა და მითხრა: - დღეს გელოდები!

ჩემი რეაქცია - 'წავალ რა მოხდა'

დრო არ ფიქრის. ვმუშაობდი.

მერე კი საღამო ხანს სამსახურიდან გავედი. გზად ნამცხვრების მაღაზიაში გავიარე, მომცრო ზომის ხილის ტორტი ვიყიდე, მაღზიაში კი რძე და ბროწეულის წვენი.

დავჯექი მანქანაში, გათბობა I-ზე დავაყენე, სათვალე მოვირგე და გაზს დავაჭირე.

ვღელავდი.

აქვე დავამატებ, არ მიყვარს ოფიციალური სიტუაციები, მაგიდის გარშემო ჯდომა, დალოცვები ალკოჰოლით, დაკვირვებები და ა.შ. ეს ჩემთვის არ არის.

ამიტომ ეს საუკეთესო შესაძებლობა იყო მისი ოჯახი გამეცნო.

კორპუსთან მანქანა გავაჩერე, გადმოვედი, 10 თეთრიანი მოვამზადე, მაგრამ სულ ტყულიად, ლიფტი არ მუშაობდა.

ეს კარგიც აღმოჩნდა, სანამ კიბეებზე ავედი დაძაბულობამ გადამიარა.

დავაკაკუნე. კარი მისმა სიმპატიურმა დედამ ღიმილით გამიღო.

მერე ყველაფერი სასიამოვნო იყო - ჩემი სიხარულის დედის მიერ მომზადებული მჭადი, ჩემი ბიჭი და მისი სამყარო.

ოჰ... გავიცანი, როგორც იქნა :) ყველაზე რთული პროცესი გადავლახე.

ძალიან ვისიამოვნე. ასე თავისუფლად თუ ვიქნებოდი არ მეგონა.

რა კარგი დედა ჰყავს - კეთილი, თბილი, მორიდებული ...

ახლა დავფიქრდი - ხშირად შეყვარებულის დედები, რომ არ მოსწონთ, ან ცუდად რომ ექცევიან ასე რატომ ხდება?

ის ხომ შენი უსაყვარლესი ადამიანის მშობელია? მხოლოდ ამიტომ იმსახურებს პატივისცემით მოპყრობას. თუ ამას ისიც ემატება, რომ კარგი ქალბატონია, მითუმეტეს!

მე დღეს ბედნიერი ვარ, გამიხარდა, რომ ჩემს შეყვარებულს ძალიან კარგი დედა ჰყავს!

ვიცი, რომ შენ ამ ბლოგს წაიკითხავ , ხოდა გეტყვი, რომ

დღეს კიდევ უფრო შემიყვარდი!


პ.ს. ამ ფილმის ნახვის განწყობა მაქვს, ოხ თან ეს ასაკობრივი სხვაობაც როგორ ჰგავს ჩვენს მდგომაროებას :)

2/19/2012

ალბათ ასე ხშირად არიან

0 კომენტარი:
ყელში ბურთი მებჯინება. გული მევსება.

სუნთქვა მიჭირს, თუმცა არც ისე.

გული მწყდება, ხან თითქოს მისკდება.

ხან მენატრება, რა ? არ ვიცი.

განწყობა გამიცივდა.

იმედი როგორ მქონდეს? არც ეს ვიცი.

მაგრამ განწყობას ვერ ვცვლი.

მინდა ზრუნავდნენ - ოღონდ სხვანაირად.

მინდა ცოტა სხვანაირად იყოს ყველაფერი.

გული მტკივა, იმიტომ, რომ რაღაც ალბათ არასოდეს მოხდება.

კიდევ ბევრი რამ მემართება, რისი დაწერაც არ მინდა და არ შემიძლია.

ისე, კი,
ალბათ ასეთ მდგომარეობაში ამბობენ ხოლმე "ასეთია ჩემი ხვედრი"-ო.

2/12/2012

სახლი მინდა

0 კომენტარი:
მთელი კვირა ვმუშაობ.

ძალიან დატვირთული და დაძაბული ვარ ყოველთვის.
რთული სამუშაოა, საინტერესო, მაგრამ მძიმე.

ძალიან ვიღლები გონებრივად და ემოციურად.

წარმოგიდგენიათ შაბათ-კვირას როგორ ველოდები ხოლმე?

აი მოდის შაბათიც, კვირაც.... მაგრამ ეს რა დასვენებაა...

ასეთ დროს გინდა საყვარელ ადამიანთან, მეგობრებთან (თუ ასეთები არსბეობენ) ერთად იყო.

მე ვრჩები სახლში,

ვიღვიძებ 09:30 საათზე - იმიტომ რომ მაღვიძებენ.
მინდა განვმარტოდე - მაგრამ გმაორიცხულია, სახლში ბევრი ხალხია.
მინდა ჩემი შეყვარებული მოვიდდეს - სად მოვა? მეც სად გავიქცე არ ვიცი.
იგივე მეგობრებზე - ბევრი წელია ჩემთან სახლში მეგობარი არ მოსულა.

უბრალოდ მინდა ასეტ დღეებში - მშვიდად ვიყო და ჩემი ცხოვრებით ვიყო.

ამის შესაძლებლობა არ მაქვს.

რა ვქნა არ ვიცი.

საშინლად მინდა ჩემი სახლი - ფული არ მაქვს, როგორ ვიყიდო?
კრედიტი ვცადე და არ გამომივიდა. მე იაფიან სახლს ვეძებდი - აბა 18000 დოლარი რომ შემეძლოს გადავიხადო ხომ ვიყიდიდი.

ძალიან მჭირდება სახლი - ქირით როგორ ვიცხოვრო მთელი ცხოვრება?

ამ მხრივ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ, თითქმის გამოუვალი სიტუაციაა.

რჩევებს მივიღებ სიამოვნებით.







2/06/2012

ისეთი "კალიცო" მივუტანე ხელზე 1000 დოლარს მაძლევდნენო

2 კომენტარი:
გადავწყვიტე დავწერო ძალიან მოკლე და ლაკონური პოსტი.

პირველ რიგში განვმარტოთ ტერმინი სნობი.

აი რას ამბობს ვიკიპედია: სნობი (ინგლ. snob) — თავადაზნაურულ-ბურჟუაზიულ საზოგადოებაში ადამიანი, რომელიც ცდილობს ზუსტად დაიცვას მოდა და ე.წ. კარგი ტონის წესები; პირი, რომელსაც დახვეწილი გემოვნების, მანერების და მისთ. პრეტენზია აქვს და ამით თავი მოაქვს, ქედმაღლობს.


ხოლო ერთი ავტორი საიტზე ასე წერს: სიტყვა სნობი წარმოდგება შემოკლებული ლათინური გამოთქმიდან “სინე ნობილიტის” ანუ “ მოკლებულია კეთილშობილებას”.

ინგლისელი მწერალი უილიამ თეკერეი თავის “წიგნი სნობებისთვის, დაწერილი ერთ-ერთი მათგანის მიერ” წერდა: ”ვერც ერთი ჩვენგანი ვერ იქნება დარწმუნებული, რომ სნობები არ ვართ. ასეთ დარწმუნებულობას მედიდურობის ელფერი დაკრავს. იყო მედიდური ნიშნავს იყო სნობი”.

და კიდევ ეს მოსაზრებაც არებობს: სნობი არის ადამიანი რომელიც იგნორირებას უკეთებს სოციალურად დაბლა მდგომ ადამიანებს. ან პირიქით.




როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სნობის სხვადასხვაგვარი განმარტება არებობს, კარგია ეს თუ ცუდი თავად განსაზღვრეთ.

მე კი ვფიქრობ - ცუდია.

ცუდია იმიტომ რომ,
სნობი ადამიანი საზოგადოების განვითარებას უშლის ხელს.

ჩემი აზრით!

დიახაც, უშლის!

კარგად დაფიქრდით.
ანუ დარწმუნდებით.

ალბათ გაჩნდება კითხვა, თუ რატომ ვწერ ამ თემაზე.

აი რატომ:

ჩვნ ყოველდღე ვხვდებით სნობებს, ვმგობრობთ ან ვთანამშრომლობთ მათთან. სნობიზმი ჩვენი ყოველდღიურობაა. ხშირად საზოგადოების მცირე ნაწილი თავის არიდებასაც კი ცდილობს. ნეტავ გამოსდით?

დღეს ჩემს ნაცნობს ნიშნობა ჰქონდა. დრომოჭმული ტრადიცია! მე ასე ვფირობ, თქვენ შეგიძლიათ სხვაგვარად იფიქროთ.

ნიშნობა იმ ადამიანზე, რომელსაც მხოლოდ 2-ჯერ ან მეტჯერ აკოცე. ნიშნობა იმ ადამიანთან, ვისთანაც კაფეში არაერთი დღე გაგიტარებია. ეს ცოტაა? - არც ისე.

დიახ ეს ადამიანი დაინიშნა.

და აი როგორ.

დედა ჩამოვიდა სოფლიდან და ჩამოიტანა:

  1. 1 ჩანთა ნივთები - ტრუსები, პერანგები, ლიფები და სხვა პირადი მოხმარების წვრილმანი
  2. ოქროები - 1 "კალიცო" და 1 ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი. სასიძოს დედამ აღნიშნა, დრეს ამ საქორწინო ბეჭედში 1000 დოლარს მაძლევდნენო!


მოდი ვისაუბროთ.

ჯერ ნიშნობა, შემდეგ კი საჩუქრები განვიხილოთ.

რატომ უნდა "დაინიშნო"? ხომ შეიძლება 1 მშვენიერ დღეს უბრალოდ გადახვიდე მასთან საცხოვრებლად? აუცილებელია ასეთი მგზნებარე (თუ არის ასეთი) ურთიერთობის გაფორმალურება? რატომ არის ამის საჭიროება? დავიჯერო ქართველ მდედრებს ნიშნობა აღაგზნებთ? დიახ, მე მჯერა.

რატომ უნდა გიყიდოს მეუღლის დედამ პირადი, ძალიან პირადი მოხმარების ნივთებით სავსე დიდი ჩანთა?

საჩუქარი ცუდი არა არის, მაგრამ "როგორც წესი" ვალდებულება გადადის ქმრის ოჯახზე, რას ნიშნავს ეს?

მერე მეორე, რატომ არის ასე გამჯდარი ოქროს მიმართ სიყვარული? ხომ შეიძლება ჩვეულებრივი ბეჭედით დაქორწინდე? ძალიან ლამაზი ბეჭედი შეარჩიო და უბრალოდ იყო
ძალიან ბედნიერი!

რა საჭიროა ძვირფასეულობა?

სნობიზმი ?

მე ვფიქრობ, ის საზოგადოება, რომელიც ოქროს მიმართ სიყვარულით გამოირჩევა - ვერ განვითარდება!

შეუძლებელია სნობიზმი პროგრესი იყოს.



2/05/2012

გუშინ (**) წლის გავხდი

0 კომენტარი:
გუშინ მე დაბადების დღე მქონდა.

გადავწყვიტე დღეობა ლამაზად გამეტარებინა. ამიტომ, მე და ჩემმა ბიჭმა მოვიფიქრეთ, რომ 12:00საათზე ერთად შევხვედროდით ჩემს დაბადების დღეს.

საღამო ისე მოვიდა, ვერ მოვნახე დრო რომ ადგილი შემერჩია, სადაც სასიამოვნო საღამოს გატარებას შევძლებდი.

მინდოდა: ხმაურიანი, სასიამოვნო მუსიკით გაჯერებული, მოევროპულო და თანაც ჩემთვიის ახალი ადგილი.

საღამოს შევხვდი ჩემს ბიჭს და დავიწყეთ შეფერისი ადგილის ძებნა.
სად არ ვიყავით: პეროვი, შარდენი, სოლოლაკი, რედისონის ბოლო სართულზეც კი, მაგრამ... არსად მოგვეწონა :(

ბოლოს პეროვის კუთხეში, ერთი კაფე შევარჩიეთ - შედარებით უკეთესი...

რა რთულია ამ ქალაქში ნორმალური ადგილის მოძებნა. ყველაფერი ერთნაირია -
მუსიკა, ინტერიერი...

კაფეში მუსიკა კარგი იყო, თუმცა უკეთესს ვისურვებდი.

მე და ჩემმა ბიჭმა 1 ბოთლი ღვინო დავლიეთ. საფერავი იყო. გემრიელი ცხელი სოკოს სუპიც მივირთვით, თუმცა ჩინურ სუპებს ვამჯობინებ.

ვისაუბრეთ. ჩავეხუტეთ.
იყო სითბო, სასიამოვნო განწყობა და ჩვენი გულების გუზგუზი.

მან აი ეს საჩუქარი მომიძღვნა :)

გვიან სახლის კარამდე მომაცილა.

ბეჭედი ძალიან მომეწონა. ეს არის პირველი საჩუქარი-ბეჭედი ჩემს ცხოვრებაში.

მეორე დღეს ოჯახთან ერთად გადავწყვიტე ყოფნა.

ამიტომ, დედა, მამა, ძმა, რძალი და ძმისშვილი წავიყვანე რესტორანში სავახშმოდ.

ვიფიქრე კარგ დროს გავატარებდით ერთად.

თითქმის ასეც იყო.

მაგრამ მერე დავრწმუნდი - ხშირად რაც არ უნდა ეცადო, ყველაფერი ლამაზად იყოს - უბრალოდ არ გამოდის.

რატომ?

ის საღამო მამაჩემის ნეგატიური გამოსვლით დასრულდა.

მე კი კვლავ დავფიქრდი - რატომ ? რატომ მოვხვდი ასეთ გარემოში? მე მინდოდა სხვანაირი ოჯახი მქონოდა - წყნარი, მშვიდი და პოზიტიური ენერგიით დამუხტული.
მინდა, მშობელი ჩემს დაბადების დღეს მაინცინც აკონტროლებდეს თავის უარყოფით ემოციებს.

ეს ბევრია?

ხშირად, თითქოს, ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ არის!

თქვენ არ იცით, როგორი ძნელია....

ეს იყო ასე - ხშირად რაც არ უნდა ეცადო, უბრალოდ არ გამოდის.
 

შეიყვარო Template by Ipietoon Blogger Template | Gift Idea