10/16/2010

ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, თურმე

5 კომენტარი:


რამდენიმე დღეა შეუძლოდ ვარ.

მარჯვნივ ყელთან, ჯირკვალი გამიმაგრდა და მტკივა.
ექიმთან წავედი ანალიზების ასაღებად.

სანამ წავიდოდი კი, მთელი ღამე სიზმარშ ვხედავდი რომ სისმსივნე მქონდა და რაღაც მგავსები.
ცოტა ზედმეტად განვიცადე.

გშინ რამდენიმე ანალიზი ავიღე: სისხლის საერთო, კიდევ სისხლის ოღონდ რაღაც ინფექციებზე, მუცლის ღრუს ექოსკოპია და ლიმფური ჯირკვლის ექოსკოპიაც.

მუცლის ღრუს ექსოსკოპიისას ისეთი რამეები მითხრა იმ ქალმა (არ ვიცი რა ეწოდებათ მათ ვინც ექოსკოპიას იღებენ), რომ შემეშინდა. რამდენჯერმე მკითხა კუჭი რატომ არ გტკივაო. არ მტკივა და არ მტკიებია. მოვატყუო ?

ლიმფური ჯირკვლის ექოსკოპიაც მან გადამიღო და შემაშნა 1 სმ-ით გაქვს გადიდებულიო.
მერე ჩემს ექიმთან ჩამომყვა და დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს.
მე ვიჯექი გარეთ და ვნერვიულობდი, მეგონა რაღაც საშიში დაავადება მჭირდა.

მერე შევედი ექიმთან და დავმშვიდდი როცა ვესაუბრე.


მითხრა, რომ ჯერ-ჯერობით ექოსკოპიის შედეგებით საშიშ არაფერი.

საღამოს სისხლის საერთო ანალიზის პასუხზე მივედი. ყველაფერი წესრიგშ მაქვს. მხოლოდ ჩხირბირთვიანი ნეიტროფილები მაქვს 8%. ანუ ნორმაზე 2%-ით მეტი.

ინფექციების დასადგენად ანალიზი ვენიდან ამიღეს, ცრემლიც გადმომიგორდა ჩემი სისხლის დანახვაზე :)... ამაზე პასუხს ორშაბათს ველოდები.

სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა.

და ბოლოს,
რამდენიმე თვის წინ, რომ გამეგო ავად ვარ არ ვიდარდებდი. ალბათ გამიხარდებოდა კიდეც...
მაშინ საგნებს ერთმანეთს ხომ ვერ ვუკავშირებდი.

ახლა კი, ჩემს ჯანმრთელობაზე კიდევ ერთი ადამიანი ფიქრობს.....




9/19/2010

ბოლო გასეირნება

7 კომენტარი:

რამდენიმე დღე ბათუმში ვიყავი.

კარგი იყო.

თურმე რა კარგი ყოფილა დედასთან ერთად დასვენება.
არ გაწუხებს არაფერზე, პირიქით ყველაფერს აკეთებს რომ კომფორტულად იყო... იდეალურად ვიყავით. დედაც კმაყოფილი იყო და მეც.

მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი გზით დავიღალე, კარგია რომ მანქანით წავედი. ამიტომაც თითქმის ყოველდღე სარფში დავდიოდით. იქაური სანაპირო და ზღვა ძალიან მიყვარს.

ჩვენს მასპინძელს მერაბი ერქვა. ბევრი ლაპარაკიც უყვარდა. ცოლი სკოლის დირექტორი იყო და ჩვენთვის კარგია რომ არ ეცალა :). პირველი დღე რომ გათენდა, ბატონმა მეერაბმა სოფლის მეორნეობაზე 1 სააქთი გვესაუბრა... ჩაი და ციტრუსები განვიხილეთ.. აგრონომი ყოფილა პროფესიით და ნოსტალგია ჰქონდა როგორც ჩანს. მეორე დილას ჩქრა დავემშვიდობე ბატონ მერაბს, ჩვენს სოფლის მეორუნეობას საუბრით არაფერი ეშველება და... წავედით...

ისე კი ძალიან ყურადღებიანი მასპინძელი იყო. ხშირად ყავასაც კი ამზადებდა ჩემთვის და დედასთვის.

საბედნიეროდ ამინდები მშვენიერი იყო და ბევრი ჭყუმპალაობაც მოვახერხე. რაც მთავარია კიდევ უფრო მეტად გავირუჯე..

...ესეც ასე,
დავბრუნდი დედაქალაქში და აქ ყოფნა კი არ მინდა...
არც თბილისი მინდა, არც აქაური ცხოვრების რეჟიმი და საერთოდ

ამ ქალაქში თავს კარგად ვერ ვგრძნობ.




***
***
ერთი რამე ძალიან მაკვირვებს:
შეიძლება ადამიანს ყოველდღე ხვდებოდე, ბედნიერი იყოს ისიც და შენც, შენთან ერთად ცხოვრება უნდოდეს და მაინც არ უყვარდე.

ჩემი კომენტარი: არ ვიცი.

***
და ეს ერთიც მაკვირვებს:
ადამიანი შენთვის ძვირფასია, კარგად ხარ, თითქმის იდეალურად, ურთიერთგაგება-შეგნების უმაღლესი ხარისხი ...

და მაინც ... აქტუალური ორაზროვნება ...

პ.ს. როგორც თავად ამბობს ''მენატრები'' გადაჭარბებულად ''ისე" ჟღერს. ამიტომ, მომენატრა, 1 კვირაა არ მინახავს.







9/12/2010

ისევ ადამიანები - ერთნაირები და სხვადასხვანირები

2 კომენტარი:


ისევ ადამიანები, ერთნაირები და სხვადასხვანირები, ალბათ უფრო ცუდები, ვიდრე კარგები.
ცუდი რას ნიშნავს? ან კარგი? მე მგონია, რომ ეს თქვენ უკეთ იცით.



#1.

ერთ ადამიანს ვიცნობ დიდი ხანია. მდედრია. თუ რომელიმე სოციალურ ფენას მივაკუთვნებთ, ალბათ საშუალოზე დაბალი სოც. ფენის ოჯახიდან არის. ანუ ერთი ჩვეულებრივი ოჯახია - ჭამენ, იძინებენ და იღვიძებენ. სასმელი შემთხვევით კი არ გამომრჩა, უბრალოდ მათ არ უყვართ დალევა. თუმცა კი ცეკვა? ოოო, ცეკვის დიდი მოყვარულები არიან. არა განა იციან, ისე, ეცეკვებათ თუ არ ეცეკევებათ ხელბს მაინც იქნევენ. პირველად რომ ვნახე გამიკვირდა, ასე გამეტებით რატომ იქნევდნენ კიდურებს. თუმცა, გამიკვირდებოდა აბა რა იქნებოდა, ვიჯექი და ვუყურებდი უმისამართოდ მოძრავ სხეულებს და კიდურებს...

ხო იმას ვყვებოდი, რომ ეს ადამიანი სწორედ ამ მოლხენილი ოჯახის წარმომადგენელია.

მატერიალურ საკითხსაც უნდა შევეხოთ არა? უმუშევრები არიან, ანდაც თუ მუშაობენ, ისიც დროებით სამსახურებში და ასე მშვიდად ცხოვრობენ წლების განამვლობაში. მისი დედა დიასახლისია, როგორც ყველა, ისიც ხშირად ამბობს "მე ყველაზე ბევრს ვმუშაობ ოჯახში". ანუ სტანდარტულად, განა რამე განსხვავებული. მამა კი მძღოლია, ხან მუშაობს ხან ისვენებს. თუმცა პროფესიებს რა მნიშვნელობა აქვს...

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ადამიანი ამ ოჯახიდანაა და განვაგრძოთ.
ეს მდედრი ერთ მშვნიერ დღეს გათხოვდა. მშვნიერი დღე გგონიათ შემთხვევით ვახსენე? არა, რადგან ამას ერთის მხრივ შეიძვება ''კარგად გათხოვებაც" ვუწოდოთ. ამ ჟანრის გათხოვება უპირველეს ყოვლისა მატერიალურ სიკეთეების მიღებას და ნომინალურ კრიტერიუმებს გულისხმობს: დედისერთა ("შემცილებელი არავინ გეყოლება შვილო!"), სახლი, მანქანა, ფული, ოქრო, ტანსაცმელი (სია შეიძება გაიზარდოს კიდეც).

ეს დაოჯახება კი თავისი მოხერხებულობით შეძლო. მოხერხებულობაში ვგულისხმობ მის ძალიან კეთლიშობილურ იმიჯს. როგორც ჩვენთან იტყვიან ხოლმე "კარგად გათვალა". თუმცა მეეჭვება ამდენი ეფიქრა, ეს იმიჯი მას სხვა ნაკლოვანებების დასაფარავად სჭირდებოდა, და ისევ როგორც იტყვიან ''მიზანში გაარტყა". სწორედ ამიტომაც, როგორც ზემოთ ვახსენე, ერთ მშვენიერი დღეს ეს კეთილშობილი გოგო გათხოვდა. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ წიგნების კითხვასთანაც მწყრალად იყო, გემოვნებასთანაც და ზრდილობასთანაც. კიდე ბევრ რამესთანაც, მაგრამ ეს სამი მნიშვნელოვანი რამ გამახსენდა ახლა. მერე რა მოხდა, რა საჭიროა ეს ყველაფერი, ხომ არსეობენ სხვები ვისაც შეიძლება მიბაძო. ანუ გემოვნების, ზრდილობის და კითხვის სიყვარულის ხარისხი შეიძლება დავფაროთ. ისევ და ისევ იმიჯის დახმარებით - კეთილშბილური იმიჯი და სხვების მიმბაძველობა. ეს უკანასკნელი იმიტომ, რომ ინდივიდუალიზმის შესახებ ჯერ მხოლოს სმენია.

მიმბაძველობას რაც შეეხება, ასეც იყო... ასე მაგალითად: თმა შევიჭერი, მანაც შეიჭრა თმა.... თანაც განა ერთხელ, რამდენჯერმე განმეორდა ასეთი მიმბაძველობები. ხედავთ ხო, რომ ამ ადამიანს საკუთარი ინიციატივით თმის შეჭრაც კი არ შეუძლია.

მაგრამ მთავარი - ტელეფონზე ძალიან ნაზად საუბრობს.
სტუმრებთანაც ისე იქცევა, როგორც ძველ არისტოკრატულ ოჯახში გაზრდილი ადამიანი. ოხ, მაპატიეთ შეცდომისათვის, ზუსტად ისე კი არ იქცევა (ეს შეუძლებელია!), უბრალოდ კარგი მანერების ქალის იმიტირებას ცდილობს. რითი და, ნაზი ღიმილით, "სტუმართმოყვარეობით" და გადმოკოპირებული მანერებით. არა და, ოხ, ეს ინტელექტი...
ეს ისეთი რამეა, რომ ყოველთვის იჩენს თავს. ამიტომაც ჩემი პოზიცია გაუგებარია და უპოზიციოა. ცოტა მეღიმება ხოლმე. სულ ესაა...

მაცბუნებს და მაკვირვებს ამ ადამიანის სიამაყის ხარისხი. სიამაყესთან ერთად უხეშობასაც კარგად იხდენს, შედეგად თითქმის უზრდელია. ეს მაშინ, როცა არ თამაშობს და ნამდვილია. რაც შეეხება სიკეთეს, ესეც სტანდარტულად, ანუ რაც არ უნდა დადებითად მოექცე, მაინც ვერ გაიგებ გაუხარდა თუ არ გაუხარდა. ესეც ალბათ, ჩვენში კარგად გავრცელებული პოზის ''თავის დაფასების'' შემადგენლობაა.

ამდენი იმისთვის ვისაუბრე, რომ სინამდვილეში ტლანქი, უხეში და უზრდელი ადამიანია. არაფერი აქვს საერთო იმ ადამიანთან, რომელიც დაქალებთან პირადად თუ ტელეფონზე პრანჭვით საუბრობს... არა და პრანჭვა განა რამეს ნიშნავს? უბრალოდ ესეთი რამეები მე გადაზედმეტებულად მაღიზიანებს.
ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მე ეს ადამიანი არ უნდა მომწონდეს.


სულ ეს იყო...



პ.ს. მსგავსი დახასიათებები სხვა პოსტებშიც გაგრძელდება.



7/31/2010

- ჩემი ფოტოები

5 კომენტარი:
- როგორც წინა პოსტში მოვიწერე, გასული დასვენების დღეები სოფელში გავატარე.

ხოდა აი ფოტოებიც:
































7/27/2010

ისეთი კარგი დრო იყო

6 კომენტარი:

შაბათს დილით გამოცდა მქონდა. კარგად ჩავაბარე. შედეგად A დონეზე ვარ.

მერე კი,
ეს დღეები სოფელში გავატარე.

კარგი იყო.
სუფთა ჰაერი.
ჰამაკი.
სიმშვიდე.
ატენის ხეობა.
მდინარე ტანა.
და მამაჩემის დამზადებული ცოტა წითელი ღვინო.

ეს დღეები კიდევ სხვა რამეც იყო.
ახალი არაფერი, უბრალოდ ფიქრი.

სოფელი ეს ის ადგილია სადაც ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი გავატარე.
მიყვარს იქაურობა.
სახლი,
ეზო,
ხე,
ეზოს ბუჩქებგი.
და ხვლიკებიც კი რომლებიც ხანდახან დახტიან ეზოში.

მიყვარ გადამწვანებული ხეივანი და ეზო.
მართლა ლამაზია.

მიყვარს ეზოს კარები, რომელსაც დახურვისას თავისებური ხმა აქვს.

კიდევ სახლის სახურავი მიყვარს, გამორჩეული ფერი აქვს.
კიდევ კიბეებიც მიყვარს, სულ 3 საფეხურია.
ამ კიბეებზე დიდ დროს ვატარებდი ხოლმე. მიყვარს კიბეებზე ჯდომა.

ეს ყველაფერი მახსენებს იმას, რაც უკვე იყო.
ბევრი რამ იყო.
ალბათ პირველი უცნაური სიყვარული.
მეგობრობაც.
იმედგაცრუებაც.
ანუ სტანდარტულად იყო.

მაგრამ ეხლა დრომ დამაფიქრა.
რა მალე გადის არა დროს?
თითქოს წინა დღის ამბავს ვიხსენებდი.
არა და 5 წელიწადზე მეტია გასული.

რა კარგი დრო იყო.
ხალხი თითქოს არ შეცვლილა, ყველა ისევ ისეთია.
უბრალოდ სხვა თაობები დაემატნენ.

ვფიქრობდი და ვიხსენებდი იმ დროს, რაც იქ გამიტარებია.

ეს კარგი დრო იყო.
ბებოც ცოცხალი იყო.
ბებო ჩემთან რჩებოდა ხოლმე მარტო რომ არ ვყოფილიყავი.
საღამოს ლამფას ანთებულს ტოვებდა და მეც სირბილით გავირბენდი ხოლმე სიბნელეში ეზოს.
ბებო კი გაიღვიძებდა ხოლმე და 'შვილო მოხვედი?'

ასე იყო თითქმის ყოველი დღე.

ჰმ, ეხლა გამახსენდა ღამის სიბნელეში სახლის კარებთან წაკითხული ლექსი.

კარგი დრო იყო.
ისეთი მსუბუქი.
მშვიდი.

მეც სხვანაირი ვიყავი.
ხალისიანი.
კი ძალიან ხალისიანი.

ეხლა კი ბევრი შემიძლია და ცოტას ხალისი მაქვს.


ისე იმაზეც ვფიქრობდი, ნეტავ დრო ხომ არ დავკარგე? ან გავფლანგე?
იქნებ შვილზე მეფიქრა მაშინ.
რა ვიცი.
არ ვიცი როგორ სჯობდა.
თუ ის სჯობია ის რაც ახლა ვარ?
არა და ეს რას მაძლევს?

არ ვიცი...

არაფერიც არ ვიცი.

ის ვიცი რომ ის კარგი დრო იყო.

ისე მათბობს იმ დროის გახსენება.
ბებოც მათბობს , ბებო ბებო...
ისე ძაან მიყვარდი ბებო, ჩემო უთბილესო.

როგორ მენატრებიან ადამიანები, გარემო...
ყველაფერი მენატრება.

ეს სამი დღეა ცოტა სევდა მომემატა.
რატომ ნეტა.

დროის ბრალია.

ისეთი კარგი დრო იყო...
მენატრება.








7/22/2010

მე უნდა ვისწავლო კარგი საქმის დოზირება

5 კომენტარი:

სიკეთე.

ფართო ცნება.

ასევე რთულია შეაფასო ესა თუ ის ქმედება 'სიკეთედ'.

ალბათ სიკეთე უბრალოდ 'კარგი საქმეა'.

რამდენიმე წლის წინ ერთ ადამიანს დავეხმარე მუშაობა დაეწყო.
ჯერ დაბალი ხელფასი ჰქონდა, მერე მოემატა, მერე განვითარდა....
ბუნებრივია მისი წარმატება, მისმა შრომამ გამოიწვია.
მაგრამ გარკვეული წვლილი მეც შევიტანე.

წლები გავიდა. დაავწიყდა. მერე პრეტენზიულიც გახდა, არა და მეგობარი იყო.
კი იყო.
აღარ არის.
მას შემდეგ რაც, რამდენიმე დღის წინ უსაფუძვლო პრეტენზიებით მომმართა.
მოკლედ, მეწყინა.


კიდევ არის რამდენიმე ადამიანი.
დავეხმარე. ოდნავ, მაგრამ რაც შემეძლო. სხვები მათ ადგილას რომ ყოფილიყვნენ, გაუხარდებოდათ.

მერე საჩუქრად იგნორი მივიღე.
მეწყინა.

და კიდევ ბევრი ასეთი ....

მერე ისე სხვანაირად ნაწყენი ვიყავი.
რომ გაჩუმდები და მხოლოდ ფიქრობ.
ემოციის გარეთ გამოშვებაც რომ არ გინდა.

ისე ჩუმად ვიყავი და ვფიქრობდი.
რატომ? არა 'რატომ' არ იყო ეს ის კითხვა რაც მიტრიალებდა.

კითხვა იყო:
"ამის მერე როგორ?''

როცა ვინმე რამეს მთხოვს, მაშინვე ირთვება ღილაკი ''როგორ დავეხმარო?"

არასოდეს ვფიქრობ ''იქნებ არ დავეხმარო, იქნებ არ შევიწუხო თავი, იქნებ განზე დავდგე''

ხოდა იმას ვამბობდი...
თავი ცუდად ვიგრძენი, ძლიან ცუდად ..
მერე ერთ ადამიანს რჩევა ვკითხე და დაახლებით ასე მიპასუხა

- კარგად დააკვირდი ვის უკეთებ კარგ საქმეს და რა დოზით.
თანაც ზოგი ამას სულაც არ საჭიროებს....


თუმცა იმდენი ცუდი რამ ხდება ...

იქნებ სჯობს ამ ყველაფერზე არც კი ვიფიქრო.
და თუ შემიძლია გავაკეთო რამე.


7/06/2010

- ჩემი ვიზიტი ერგნეთში, ვარიანში, ნიქოზში, ფხვენისში და გორში.

2 კომენტარი:
- დღეს ვიყავი ერგნეთში, ვარიანში, ნიქოზში, ფხვენისში და გორში.
უცხოელი სტუმარი მყავდა წაყვანილი, იქ კი ადგილობრივმა მეგობარმა გმაიწია მეგზურობა.
გთავაზობთ ფოტოებს, უბრალოდ ისე... უკომენტაროდ...


















5/17/2010

ცარიელ-ტარიელი პოსტი

0 კომენტარი:





ექიმებთან ვიყავი.
არა კი არ ვიყავი, არამედ ვიარე.

ჯერ ფსიქოლოგი, არ მივყევი ბოლომდე შესაბამისად no results.
მერე ნერვოპათოლოგთან, მუხლებში ჩაქუჩი ჩამიკაკუნა, კიდევ რაღაცეები და ჯანმრთელი ხარო.
ჰმ, არა და...
იძლებული გავხდი ჩემს მეგობარ ფსიქიატრთან მივსულიყავი.
ვიყავი და იგივე, ანუ ჯანმრთელი ხარო. მაინც ძალით გამოვაწერინე წამალი და რაღაც მსუბუქი შემირჩია.
ეს პრეპარატი დავიწყე, ვნახოთ აბა რა შედეგი მექნება.

ისე უცნაურად ვარ, რა მჭირს ვინმე მეტყვის? ყველა მეუბნება კარგად ხარო, არ ხარ სამკურნალო და ა.შ.
არა და ცუდად ვარ,
მაგრამ არ ვიცი რა მჭირს.
შეიძლება ეს ადაპტაცია იყოს? ამდენ ხანს?

ადრე ხალისიანი ვიყავი, მუშაობაც მიხაროდა, სწავლაც... უბრალოდ ხშირად მიხაროდა, განწყობაც უკეთესი იყო.
ახლა არაფერი მაქვს.
ცარიელი ვარ.
მოდუნებული.
დამძიმებული.
თითქოს ჩემს ზურგზე ვაწვები რომ ვიარო.
თითქოს სულ აღმართია ყველგან.
ასვლა მიჭირს, ძრავა ვეღარ უძლებს.




 

შეიყვარო Template by Ipietoon Blogger Template | Gift Idea