7/22/2010

მე უნდა ვისწავლო კარგი საქმის დოზირება

Reactions: 

სიკეთე.

ფართო ცნება.

ასევე რთულია შეაფასო ესა თუ ის ქმედება 'სიკეთედ'.

ალბათ სიკეთე უბრალოდ 'კარგი საქმეა'.

რამდენიმე წლის წინ ერთ ადამიანს დავეხმარე მუშაობა დაეწყო.
ჯერ დაბალი ხელფასი ჰქონდა, მერე მოემატა, მერე განვითარდა....
ბუნებრივია მისი წარმატება, მისმა შრომამ გამოიწვია.
მაგრამ გარკვეული წვლილი მეც შევიტანე.

წლები გავიდა. დაავწიყდა. მერე პრეტენზიულიც გახდა, არა და მეგობარი იყო.
კი იყო.
აღარ არის.
მას შემდეგ რაც, რამდენიმე დღის წინ უსაფუძვლო პრეტენზიებით მომმართა.
მოკლედ, მეწყინა.


კიდევ არის რამდენიმე ადამიანი.
დავეხმარე. ოდნავ, მაგრამ რაც შემეძლო. სხვები მათ ადგილას რომ ყოფილიყვნენ, გაუხარდებოდათ.

მერე საჩუქრად იგნორი მივიღე.
მეწყინა.

და კიდევ ბევრი ასეთი ....

მერე ისე სხვანაირად ნაწყენი ვიყავი.
რომ გაჩუმდები და მხოლოდ ფიქრობ.
ემოციის გარეთ გამოშვებაც რომ არ გინდა.

ისე ჩუმად ვიყავი და ვფიქრობდი.
რატომ? არა 'რატომ' არ იყო ეს ის კითხვა რაც მიტრიალებდა.

კითხვა იყო:
"ამის მერე როგორ?''

როცა ვინმე რამეს მთხოვს, მაშინვე ირთვება ღილაკი ''როგორ დავეხმარო?"

არასოდეს ვფიქრობ ''იქნებ არ დავეხმარო, იქნებ არ შევიწუხო თავი, იქნებ განზე დავდგე''

ხოდა იმას ვამბობდი...
თავი ცუდად ვიგრძენი, ძლიან ცუდად ..
მერე ერთ ადამიანს რჩევა ვკითხე და დაახლებით ასე მიპასუხა

- კარგად დააკვირდი ვის უკეთებ კარგ საქმეს და რა დოზით.
თანაც ზოგი ამას სულაც არ საჭიროებს....


თუმცა იმდენი ცუდი რამ ხდება ...

იქნებ სჯობს ამ ყველაფერზე არც კი ვიფიქრო.
და თუ შემიძლია გავაკეთო რამე.


5 კომენტარი::

Nicole said...

მე არ ვფიქრობ, რომ სიკეთეს დოზირება სჭირდება. და არა აქვს მნიშვნელობა, ადამიანები მადლიერებას გამოხატავენ თუ არა, სამყარო იმდენად მდიდარია, რომ შენი სიკეთის პასუხს, შესაძლოა სულ სხვა მხრიდან, მაგრამ მაინც მიიღებ. სამყარო ადამიანებზე გაცილებით მდიდარია და მაშასადამე, უფრო ხელგაშლილად დაგასაჩუქრებს. :)

all about me said...

sad dagvekarge? :)

all about me said...

sad dagvekarge? :)

ზიზი said...

სოფელში ვიყავი მივალ სახლში და კარგად გიპასუხებთ :0

ზიზი said...

Nicole:
რა არის იცი, დოზირებ იმიტომ სჭირდება რომ მერე ისევ თავად არ დაითრგუნო. მე სამწუხაროდ მივედი ამ ფიქრამდე....

 

შეიყვარო Template by Ipietoon Blogger Template | Gift Idea