5/03/2009

გდანსკი - ქალაქი ჩრდილოეთ პოლონეთში




გდანსკი (Gdańsk) — საპორტო ქალაქი ჩრდილოეთ პოლონეთში, პომერანიის სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი.გდანსკი არის ულამაზესი ქალაქი, რომელიც ძალიან ახლოს არის გერმანიის საზღვართან. ვინაიდან წლების განმავვლობაში ქალაქი შედიოდა გერმანიის შემდგენლობაში, მოსახლეობის უმეტესობას შეადგენს გერმანულ ენაზე მოლაპარაკე ხალხი, რომლებიც ქალაქს უწოდებდნენ დანზიგს. მეზობელ ქალაქებს გდინიას, სოპოტსა და გდასნკს (Sopot, Gdynia,Gdańsk) ერთად უწოდებენ “სამქალაქს” (Tricity(ინგლისურად), Trójmiasto(პოლონურად)). 2006 წლის მონაცემების თანახმად გდანსკის მოსახლეობას შეადგენს 458,053 ადამიანი .

ამ ქალაქში ჩაეყარა საფუძველი გაერთიანებას "სოლიდარობას", რომლის ლიდერიც იყო ლეხ ვალენსა (ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში (1983); 1990—1995 წლებში პოლონეთის პრეზიდენტი). ეს ქალაქი არის აგრეთვე პოლონელი, მაგრამ კაშუბური წამროშობის პრემიერ მინისტრის დონალდ ტუსკის დაბდადების ადგილი.

ყოველ წელს ქალაქს სტუმრობს ათასობით ტურისტი მსოფლიოდან. ქალაქშია არის ულამაზესი ისტორიული მონუმენტები და არის შესაფერისი პირობები დამსვენებელთათვის. განვითარბეული ინფრასტრუქტურა და მოხერხებული ადგილობრივი ტრანსპორტი, უცხოელ ტურისტებს დამატებით კოფორტს უქმნის. რაც შეეხება სასტუმროებს, გარდა იმისა რომ არის პატარა სასტუმრო სახლები, ქალაქში ასევე არის ძვირადღირებული სასტუმროები, ულამაზესი ხედებით.

2008 წლის სექტემბერში პროგრამის ფარგლებში, როდესაც პირველად ჩამოვედი პოლონეთში, წავედი გდანსკში, სადაც მქონდა ათდღიანი საორიენტაციო კურსი. კერძოდ, მიტარდებოდა სხვადასხვა ლექციები პოლონეთის ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურის შესახებ. ყველაზე სასიამოვნო კი იყო ის, რომ თითქმის ყოველდღე გვქონდა ექსკურსიები სხვადასხვა სასახლეებში და ქალაქებში.

ჩემი პირველი შთაბეჭდილება კი ჩასვლისთანავე მიიქცია, პატარა ძალიან მყუდრო ვაგზალმა. არ შემიძლია არ გავიხსენო ტაქსის მძღოლი, რომელიც პოლონურად წუწუნებდა, რატომ მქონდა ამდენი ბარგი. ნახევარი არ მესმოდა, მაგრამ მივხდვი რომ მისი გაბრაზების ობიექტი ჩემი უზარმაზარი ჩანთა იყო.

შემდეგი დღეები ჩემთვის საშინლად მიდიოდა, ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, რადგან შორს ვიყავი. არ მქონდა კომპიუტერი, ტელეფონით კი ვრეკავდი, მაგრამ ძალიან ძვირი იყო. სავაჭრო ცენტრში დავდიოდი, საიდანაც იაფად ვრეკავდი ხოლმე თბილისში. ჩემს მაშინდელ მესიჯებს რომ ვკითხულობ, ეხლაც მეტირება და მესმის საკუთარი თავის. საბედნიერპოდ 1 კვირის მერე კომპიუტერები დაგვირიგეს, და ბედნიერი გავიქეცი საერთო საცხოვრებელში, რომ დედასთან დამერეკა. სამწუხაროდ ოთახში ინტერნეტი არ აღმოჩნდა, ამიტომ ახლოს მდებარე მაგდონალდში დავიწყე სიარული საღამოობით, საიდანაც ვესაუბრებოდი ხოლმე ახლობლებს. ხშირად, როდესაც კომპიუტერი ჯდებოდა, კომპიუტერს დახლთან მდებარე ჩამრთველში ვაერთებდი და კაბელი სარეცხის თოკივით იყო ხოლმე გაჭიმული. შემოსულების სახე უნდა გენახათ, გაოცებულები მიყურებდნენ, და ბოდიშის მოხდით ძვრებოდნენ ხოლმე ქვეშ. ჩემი მძმე ლეპტოპის თრევა ცალკე თემაა, თუმცა როგორც იტყვიან ნაჩუქარ კომპიუტერს კბილს არ უსინჯავენო. ბევრს აღარ გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ მე ეს ქალაქი ძალიან მომეწონა, და თუ კი მოვახერხებ აუცილებლად წავალ დასასვენებლად ახლობლებთან ერთად. ბოლოს უნდა აღვნიშნო, რომ გდინიაში შესაძლებელია შეიძინოთ ულამაზესი ქარვის სამკაულები, მითუმეტეს რომ გდანსკის ქარვა ბალტიის სანაპიროზე განსაკუთრებულია. გარდა სამკაულებისა და სხვა სუვენირებისა, აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ქარვის ნათურები. სამკაულები კი მართლაც ულამაზესია, და ფასები არც ისე ძვირი, ასე რომ თუ როდისმე მოხვდებით პოლონეთში, ქარვის სამკაულებისთვის ცოტაოდენი თანხა ბიუჯეტში გაითვალისწინეთ.

სულ ეს არის გდასნკის და ჩემი მოგზაურობის შესახებ, მცირეოდენი ინფორმაცია. დაწვრილებით კი ეს ბმულები გამოგადგებათ:

1.ყველაფერი გდანსკის შესახებ

2.პოლონური გამოცდილება და ქართული სინამდვილე;

3.უმცირესობების განათლებისა და კულტურის პრობლემები საქართველოში და პოლონური გამოცდილება;

4.სასტუმროები გდანსკში;

5.ქარვის ლამფები;

6.მხოლოდ ფოტოები.

ახლა კი შემოგთავაზებთ ფოტოებს, რომლებიც ჩემი იქ ყოფნისას გადავიღე.

-სოპოტი

- მე და ქუჩა - ქარვის ერთგვარი პატარა სავაჭრო ცენტრი (გდინია).

- ძველი ქალაქის ცენტრში

-ძველი ქალაქი

- ქარვის მინიატურული სასახლე

4 კომენტარი::

Sophie שרה Golden said...

ძალიან დამაინტერესა პოლონეთმა და გდანსკიც მომეწონა!!! მგონი, ჩემს სამოგზაურო მარშრუტს დაემატება :)

ზიზი said...

სასიამოვნოა თუ ჩემს მიერ მოწოდებულმა მწირმა ინფორმაციამ ეს გამოიწვია:)

Unknown said...

გდანსკში ერთი ჩემი ნაცნობი ცხოვრობს - გვანცა გრიგალაშვილი :))
ისიც ამბობს საყვარელი ქალაქიაო.

ზიზი said...

კი ძაან საყვარელი და სასიამოვნო ქალაქია.
და რაც მთავარია, ყველანაირი ტურისტისთვის მისაღები უნდა იყოს ჩემი აზრით. ზვაზე წახვალ თუ ცოტა აქტიური დასვენება და გართობა გინდა, უამრავი კლუბებია სოპოტში. თუ არა და დარჩები გდინიაში, "რამანწიკა" გარანტირებულია :)

პ.ს.უფასო რეკლამა :):)

 

შეიყვარო Template by Ipietoon Blogger Template | Gift Idea