5/01/2009

მზეო, მზეო

Reactions: 
1 მაისი, 2009 წელი
გილოცავთ შრომის საერთაშორისო დღეს.
გეშრომოთ და გეშრომოთ, რა თქმა უნდა შესაბამისი ანაზღაურებითურთ. თქვენს შრომა კი, თქვენთვის სასიამოვნო ყოფილიყოს. დაზღვევის კარგი პაკეტი და სხვა სოციალური გარანტიების ნაკლებობა არ გეგრძნოთ. 
ესეც ასე, სადღეგრძელოსავით კი გამომივიდა. 

დღევანდელი დღეც ჩვეულებრივად დაიწყო, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი იყო - არაჩვეულებრივი ამინდი. ამინდი კი ჩემს და ალბათ თქვენს განწყობილებასთანაც მჭიდრო კავშირშია. მსიამოვნებს, როდესაც ფანჯრიდან ვიყურები, გადამწვანებულ და გახალისებულ გარემოს ვხედავ. მომბეზრდა დათოვლილი, გახუნებული და საშინლად მოღუშულ გარემო.
 
აქვე ახლოს მდებარეობს დიდი და ლამაზი პარკი. ბავშვებისთვისაც და უფროსებისთვისაც სასიამოვნო დასასვენებელი გარემოა. გადამწვანებული და გადაფერადებულია ურგვლივ ყველაფერი. ეხლა ვერ ვიხსენებ და მგონი არც არის თბილისში მსგავსი პარკი, მითუმეტეს გარეუბნებში. პატარა სკვერებს კი აკეთებს ჩვენი ქალაქის მთავრობა, მაგრამ მგონი ეგ ძაან ფორმალურია. ააშენებ პაწაწუნა სკვერს და ეყოფა ამდენ მოსახლეობას? არა. კარგი იქნებოდა ლამაზ-ლამაზი პარკები იყოს ქალაქში, რათა გამოსასვლელ დღეებში, თუ ქალაქგარეთ ვერ გადიხარ, გაისეირნებ და დაისვენებ. მითუმეტეს, რომ ჩვენი ჰავა და ბუნებრივი პირობები იძლევა ამის საშუალებას.
1 მაისი აქ გამოსასვლელი დღეა, უნივერსიტეტში ვისვენებ, სტაჟირებაზეც ვისვენებ და თავისუფალი დროც მაქვს. 
ვინაიდან, ჩემი "ოჯახის წევრებიც" ისვენებდნენ, შუადღით, როდესაც მზე განსაკუთრებით მწველი და სასიამოვნო იყო, პარკში მოვაწყვეთ მშვენიერი გასვლა. 
მოგვიანებით კი სახლში განტვირთულები და მზით გაჯერებულები დავბრუნდით.

ეს ფოტორეპორტაჟი კი დღევანდელი სეირნობის შედეგია.

p.s. პირველ ფოტოზე მე, ხოლო შემდეგზე კი ჩემი "ოჯახის წევრები":). 






  









7 კომენტარი::

Katten försvann said...

მნიშვნელოვანი დღეა დღეს ნამდვილად! დიდი დემონსტრაცია იყო ჩვენთან და ძალაუნებურად მივიღე მონაწილეობა. მიუხედავად იმისა რომ არ ვმუშაობ! :)

კარგი სურათებია !

Katten försvann said...

ტბაში იხვები შევნიშნე და სანამ პოსტს წავიკითავდი გავიფიქრე რომ თბილისი არ იქნება ესა თქო და მართალიც აღმოვჩნდი :D

ზენობია said...

shen sad xar rom isveneb? albat ar xar tbilishi, rogorc me :)

Sophie Golden said...

ჩვენთან დასვენება არა, მაგრამ პატარა აქცია მოაწყეს მშრომელებმა :) ;) I love this day!!!

უუუ, მეც მომინდა ბუნებაში გასეირნება. აქამდე პოლონეთში წასვლის სურვილი არ გამჩენია და შენმა სურათებმა შთამაგონა, ზენობია.

ზენობია said...

OK, good:)
მოტივაცია გამიჩნდა გდანსკზე თემა გავაკეთო.
ულამაზესი ქალაქებია
და
რაღაცნაირი მშვიდი და ჰარმოიულია.
მე მომცონს :)

embrioni said...

tbilisshi egeti gasartob-dasasvenebeli parkebi ro moacyon da shentvis shabat-kviras bednierad balazse camocola da ramis cakitxva mogindes,naxevar saatshi 10 sofleli mainc mogadgeba shekervis miznit :DDDDDDD

ზენობია said...

აბა როგორ არ დაგეთანხმო?
სამწუხაროდ ეგრეა... დასვენებას მარტოობას სიმშვიდეს ჩვენთან არავინ გაცლის.
ახლა ერთი ამბავი გამახსენდა. და აქ მოვყვები.
მანქანა მყავდა, და ავტოსადგომი დაქირავებული მეზოებლი კორპუსის წინ. მეპატრონე მოხუცებული მამაკაცი იყო. ერთ ღამეს არ მივედი სახლში. და გვიან თურმე 1 საათზე სახლში დაურეკავს ჩემთან და უკითხავს დღეს არ მოსულა და სად არისო :):):):)

იმდენი ვიცინე... მესმის მისი ალბათ ღელავდა რომ არ მივედი, ან ავარია ან რამე,,,
მაგრამ ქვეყანაში სადაც ყველა შენზე ''ნერვიულობს'' ძნელია თავისუფლად და მშვიდად იგრძნო თავი...

 

შეიყვარო Template by Ipietoon Blogger Template | Gift Idea