1/29/2012

როგორ მოიპოვო პატივისცემა?

0 კომენტარი:
მცირეოდნი რჩევები იმისათვის, რომ საქართველოში პატივისცემა მოვიპოვოთ.


1. უნდა იარო "როჟით", "სიფათით", "კდემით" - რომ დაგაფასონ!
შეხედე საზოგადოებისგან "დაფასებულ" ადამიანებს და მაგალითი მათგან აიღე.

2. გამარჯობისას - ამაყად შეხედე და საქმიანი ნაბიჯით ჩქარა გაიარე!
თვალებში დიდხანს არ შეხედო, არ დაყოვნდე, და არ აგრძნობინო, რომ მისთვის გამარჯობის თქმას დრო დაუთმე.

3. დასმულ შეკითხვაზე პირველივე ჯერზე არ უპასუხო.
დააცადე, მეორედ ან მესამედ რომ დაგეკითხებიან ძალიან დაკავებული ადამიანის სახით შეხედე და "დამადლებული" პასუხი გაეცი.

4. რაც შეიძლება ცოტა გაიცინე - მაქსიმუმ გაიღიმე, და ისიც ნაზად!
ნუ გაიცინებ გულიანად, ოდნავ ცინიზმი ან ქედმარლობა შეურიე (სადაც როგორ იქნება საჭირო).

5. ცოტა ილაპარაკე - შენი მოსაზრებები ღიად არ დააფიქსირო, ყველაფერი
კარგად გაზომე.
თუ გულახდილ საუბრებს გამართავ, მერე შეიძლება სადმე ცუდად დაგახვედრონ. მოემზადე ამისთვის.

6. არ გამოიჩინო გულისხმიერება - სიცივე აჯობებს !
თბილი მოკითხვები, ოჯახის წევრების და სხვების მოკითხვები საჭირო არ არის.

7. არ შეაფასო ადამიანები დადებითად!
ამას ისინი, თავის უპირატესობად აღიქვამენ, შენთან შედარებით რა თქმა უნდა.

8. გაეცი ცოტა - მერე რომ არ ინერვიულო!
მატერიალური, ინტელექტუალური და სხვა სიკეთეების გაცემის მიმართ ნუ იქნები ხელგაშლილი, ცუდად დაგიბრუნდება.

9. არ დაეხმარო არავის!
და თუ მანც დაეხმარები, იცოდე, რომ უკუკავშირი მტკივნეული იქნება!


10. ცოტა იმუშავე!
აცადე სხვებმა მეტი აკეთონ, შენ თავზე ნუ აირებ ბევრ ვალდებულებას.

და ბოლოს, იყავი ბურჟუაზიული გადმონაშთი!
ეს საუკეთესო და უადვილესი გზაა პატივისცემის მოპოვბისთვის.

ეს არ არის სრული ჩამონათვალი, მაგრამ საქართველოსთვის საუკეთესო ჩამონათვალია!

პ.ს. თუ განვითარბულ ქვეყანაში წახვალთ - იქ უბრალოდ ბევრი იშრომეთ. შედეგად კი, პატივისცემაც და წარმატებაც გარანტირებული გექნებათ!


გისურვებთ წარმატებებს!


1/24/2012

ხანდახან. მხოლოდ!

0 კომენტარი:

ისეთი ძლიერი დარდი შემომაწვება ხოლმე

ხანდახან. მხოლოდ!

მაგრამ "ხანდახან" ხშირად არის.

ხო, და, ხანდახან მომინდება ვიტირო

ვიტირო რა... მერე რა ... ?

მომინდება გული გამისკდეს

გამისკდეს, ოდნავ, ძალიან არა, რა უჭირს?

მომინდება ბავშვი ვიყო

10 წლის გოგო...

არა ...

სჯობს ვიყო 15 წლის, ეს დრო უფრო კარგად მახსოვს.

ზამთარში ვიცვამდი მოტკეცილ შავი ჯინსის შარვალს, სტრეიჯებს ეძახდნენ. ზემოთ - წითელ როლინგს. ჩექმები ბევრი თასმებით იყო, შავი, სამხედროებს რომ აცივათ იმას ჰგავდა. ქურთუკი არ მახსოვს როგორი იყო ...

ზაფხულში კი წითელი ჯინსის შარვალი მეცვა, შავი სქელძირიან ფეხსაცმელთან და შავ ბრეტელებიან მაისურთან ერთად. მაისურიდან ლიფის ბრეტელი ჩანდა ხოლმე, მე მცხვენოდა და ვისწორებდი (ახლა არ მიყვარს სხვები რომ ამას აკეთებენ). თმა შავად მქონდა შეღებილი. ვარცხნილობა - კარე, დედამ შემაჭრა. თვალის კუთხეებში შავ ფანქარს ვისმევდი. ტუჩის საცხი მგონი ყავისფერი იყო. ლოყები მოვარდისფრო - ბუნებრივი.

მეტი რა მახსენდება?

ფეხით ბევრს დავდიოდი.

სკოლა, სახლი, ბებო ...

რატომ მომენატრა ეს დრო ?

არაფერი ხდებოდა... მქონდა 1-2 მაისური და შარვალი.
კიდევ მქონდა
... მეტროს მგზავრობის ფული
... სახლში საჭმელი
... გაფუჭებული შავ-თეთრი ტელევიზორი
... რკინის საწოლი ზამბარებით

და
... მშობლების ქორწინების დახეული ფოტოები

კიდევ,
პარკტი მქონდა ოთახში, რომელსაც მე და ჩემმა ძმამ ციკლოვკა გავუკეთეთ. კი გასაკვირია და დამტვრეული მინებით სათითაოდ "გავაციკლოვკეთ" ჩემი ოთახის იატაკი.

ხო.

მეტი რა მახსედება? ....

... მეტი არაფერი არ მქონდა

მაინც მენატრება ეს დრო



1/19/2012

როგორი ვიყავი და ახლა როგორი ვარ

2 კომენტარი:

მომინდა თვალი გადამევლო წარსულისთვის, რათა კიდევ ერთხელ გავიხსენო, როგორი ვიყავი და ახლა როგორი ვარ.

რამდენიმე წლის წინ, როდესაც ოფის მენეჯერეად ვმუშაობდი, ძალიან მორიდებული და მორცხვი ვიყავი. სამსახურებრივ შეხვედრებზე ძირითადად ჩუმად ვიყავი. ხმის ამოღება ჩემთვის სამარცხვინო იყო, ხან მეშინოდა, მეგონა რაღაც სისულელეს ვიტყოდი. სწორედ ამიტომ ყოველთვის განზე ვიდექი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მშრომელი ადამიანი ვიყავი და დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ჩემს საქმეს.

ამ პერიოდმა ისე განვლო, რომ ჩემი შრომა არავის დაუფასებია. უფრო უარესიც, ძველი ხელმღვანელი, როდესაც სამსახურიდან გადადიოდა მოვიდა, მოურიდებლად მეჩხუბა (ნამდვილად ასე იყო) და მითხრა "ბედნიერი ვარ, რომ აქედან მივდივარ და შენ აღარ გნახავ".

ჩემთვის წარმოუდგენელია ასეთი რამ ვუთხრა ვინმეს და ამ ხარისხის მორალური ზიანი მივაყენო. თავს როგორ ვიგრძნობდი ამ სიტყვების მერე? ალბათ ადვილი მისახვედრია... სამსახურიდან წასვლას ვაპირებდი ... სიკვდილიც მინდოდა... მაგრამ დავუბრუნდი ჩვეულ რეჟიმს, სხვა გზა არ მქონდა, რადგან მარტივი რამ - ფული იყო საჭირო, თუნდაც ის 100 დოლარი, რომელსაც ყოველთვიურად ვღებულობდი 3 წლის განმავლობაში. ძველი ხელმძღვანელი წასვლის მერე თითქოს დათბა ჩემს მიმართ, მაგრამ ....
ეს სიტყვები მე ყოველთვის მემახსოვრება, როგორც ყველაზე დამამცირებელი.

გავიდა დრო.
ბევრი რამ შეიცვალა.

მე უფრო კარგ ანაზღაურებაზე და პოზიციაზე დავიწყე მუშაობა.

მერე, სასწავლებლად წავედი ევროპაში.
არც იქ იყო ყელაფერი იდეალურად, მაგრამ ჩვეულებრივი სირთულეები ცხოვრებაში მუდმივად გვხვდება ...
შემდეგ, სწავლა სხვა კონტინენტზე განვაგრძე.
დაუვიწყარი იყო ამერიკა.
ეს ის ქვეყანაა, სადაც მე თავს პიროვნებად ვგრძნობდი.
მეტი გვჭირდება ?

დავბრუნდი.

დამხვდა გაბოროტებული ადამიანების გუნდი. გამიჭირდა რეინტეგრაცია. თითქოს დამვიწყებოდა ყველაფერი ის, რაც აქ ხდებოდა.
ერთი დიდი ნაკლი მქვს - ჩემს ინტეგრაციას საზოგადოებაში და ორიენტაციის პერიოდს ყოველთვის ბევრ დროს ვუთმობ. ამიტომ ეს პერიოდი უფრო მეტ ხანს გაგრძელდა, ვიდრე საჭირო იყო.

სწორედ ამ პერიოდში სამსახურში დამაწინაურეს. ფორმალურად.
იყო ბევრი წინააღმდეგობები. ბევრი! ძალიან ბევრი რამ ხდებოდა რაც გულს მტკენდა. ყველა მე ბლოკავდა. ამ ყველაფერს თავისი მიზეზი ჰქონდა - მე არ ვიყავი მათთვის "ვინმე" ან "რაღაც". მათთვის ვიყავი ერთი ჩვეულერივი გოგო, რომელიც სულაც არ იმსახურებდა არც იმ სამსახურებრივ პოზიციას და არც ვინმეს ყურადღებას.
:)

ერთხელ ვახშამზე ვიყავი. თხუთმეტამდე ადამიანი იჯდა. მათ შორის უფრო საპატივსაცემო ანუ ავტორიტეტული ადამიანები ვიდრე მე. და სხვები, რომლებიც ამ ადამიანს უკმევდნენ და ეპირფერებოდნენ.

მე კი ვიჯექი იქ სუფრის ბოლოში, საცოდავად... არ ვაჭარბებ.
ვიჯექი ჩუმად და ამ ლხენას ვადევნებდი თვალს. აქვე განმვარტავ, რომ მე ვიყავი ხელმძღვანელი მაშინ ერთი სამსახურის და სხვები ჩემზე დაბლა მდგომნი. მაგრამ მათი მხრიდნ მე პატივისცემას არ ვიმსახურებდი - რა უცნაურია.
ასე ცუდად თავი არასოდეს მიგრძვნია.
მე ვიყავი 0 - Zero.
დიახ აქ ამ ქვეყანაში, იქ სადაც გავიზარდე, ის რომელიც ჩემი სამშობლოა, იქ სადაც ვცხოვრობ თავს ვგრძნობდი დამცირებულად.
სწორედ ასეთ დროს ამერიკული მონატრება მომეძალება ხოლმე.
ამ ამბავმა ჩაიარა.
იმ ადამიანების დამოკიდებულება ბუნებრივია არ შეცვლილა, და მერეც ხშირად ცდილობდნენ ჩემს იგნორირებას.

გავიდა დრო.
მე უფრო წარმატებული ადამიანი გავხდი.
უფრო მეტი კარგი საქის განხორციელება შევძელი.
თითქოს მათთვის, ვინც უფრო ნეგატიურ დამოკიდებუელებებით აქტიურობდნენ ჩემს მიმართ საჭირო ადამიანად ვიქეცი.

კიდევ გავიდა დრო.
ბევრ შემთხვევაში ვხვდებოდი წინააღმდეგობებს, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ჩემი მორიდებულობით ყოველთვის ჩრდილში ვიდექი. სხვები კი.... ისეთი თამამები არიან. ქედმაღლები, ამაყები. მე ისე მიკვირს ხოლმე. საიდან შეიძლება ჰქონდეს ადამიანს ამდენი სიამაყე, რა იწვევს ამას?
სწორედ ამ ნაკლოვანების გამო ჩრდილში ვრჩებოდი ხშირად ...


მერე....
ამას დაემატა ისიც, რომ მე facebook-ზე ჩემი relationship სტატუსი შევცვლე.
საოცრია და ამან ჩემს იმიჯზე იმოქმედა. არ ველოდი.
ვღებულბდი მოლოცვებს, რის? სიყვარულის. ვისი? ერთი ადამიანის, რომლის სტატუსიც აღმოჩნდა სახარბიელო სხვებისთვისაც.
გამეცინა.
გამიკვირდა.
დავრწუმნდი მათ არარაობაში.
ის ადამიანები, რომლებიც არაფრად მიმიჩნევდნენ ახლა სახლში სტუმრად მეპატიჟებიან.
სხვეიბ კი, რომლებსაც მხოლოდ ვერბალურად ვესალმბოდი, ახლა დგებიან, ხელს მართმევენ .... კომპლიმენტებსაც არ იშურებენ...

ნეტავ რა არის ამის მიზეზი?

რა და ....

სინამდვილეში ყველანი სნობები ხართ!

არა და მე ისევ ის ადამიანი ვარ!

მე ისევ ამერიკა მიყვარს, გნებავთ მეც სნობი მიწოდეთ.


1/12/2012

მომწყინდა

0 კომენტარი:

დღეს ძალიან მოვიწყინე.

თითქოს არაფერი გამოდის ამ ბოლო დროს.

ჯნმრთელობაც აირია: ხან თავი მტკივა, ხან მუცელი, და ხან კბილი.

არაფერი ხომ ისეთი? გუშინ ვამბობდი კბილის ტკივილს მირჩევნია სიმსივნე მქონდესთქო.

სასაცილოა?

იმდენად არ მიყვარს კბილის პრობლემა, რომ მართლა ძალიან მთრგუნავს.

კიდევ რა...

სიახლე მინდა...

ან სამსახური, ან სახლი :)
რა კარგია არა?

ორი ოცნება მაქვს:

1. მინდა სახლი;
2. იმ სახლში შეყვარებულთან ერთად ცხოვრება.

ამაზე მეტზე არაფერზე ვფიქრობ.


წავედი ახლა, ვნახავ ჩემს საოცნებო მამაკაცს, და მასთან ერთად ვიოცნებებ მომავალზე ...


* დღევანდელი ფოტო ემოციები.







1/08/2012

შურიანი (მე)

0 კომენტარი:

ეს დღეებია უფრო ინტენსიურად მეფიქრება.

შურიანი ვარ.

მშურს იმ ადამიანების, რომლებიც:

  • იზრდებიან იმ გარემოში, სადაც ბავშვს პიროვნებად აღიქვამენ და პატივს სცემენ.
  • არიან იმ ოჯახის გარემოცვაში, სადაც მას ეხმარებიან და არა პირიქით.
  • შესაფერისი მეგობრების გარემოცვით განებივრებულები არიან.
  • ცხოვრობენ ქვეყანაში სადაც ინდივიდუალობა მთავარია.
  • მუშაობენ იმ ქვეყანაში, სადაც მის შრომას აფასებენ - მატერიალურად და მორალურად.
  • იღებენ შრომის ანაზღაურებას იმდენი ოდენობით, რომ 10 წლიან პერსპექტივაში მაინც შეიძენენ პაწაწუნა ოთახს.
  • ცხოვრობენ ისეთ ქალაქში, სადაც ქუჩაში გავლენ და საღამოს გასატარებელ ან/და გასართობ ადგილს ადვილად მოძებნიან.
  • და ბოლოს, განებივრებულნი არიან საყვარელ ადმიანთან ერთად ცხოვრებით.

მე არ მშურს იმ ადამიანების, რომლებიც და რომლებსაც ძალიან უყვართ.

ამ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ შურდეთ ჩემი.





1/05/2012

2011 წელი 2012 წლისთვის

0 კომენტარი:


რა ხანია არ დამიწერია. სულ მინდოდა დამეწერა რამე, მაგრამ ვერ მოვახერხე. ხან დრო არ მქონდა, ხანაც მონდომება მაკლდა.

ახლა მაინც დავწერ ცოტას 2011 წლის შესახებ.

***

როგორი იყო გასული წელი ? - წარმატებული და საინტერესო.

ახლა კი უფრო დეტალურად.

2011 წელს,

ზოგადად:
  • დავიწყე ახალი სამსახური, უფრო მეტად საპასუხიმგებლო და მნიშვნელოვანი, ვიდრე აქამდე.
  • გავიცანი უამრავი ადამიანი, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში დადებით ან ნეიტრლურ როლს თამაშობენ.
  • სამსახურში მივაღწიე წარმატებებს, რაც მეტწილად ახალ და საინტერესო პროექტებში გმოიხატა.
  • დავიწყე "მინი" ცვლილებები, რომელიც მომავალში ჩემი საქმიანობის წარმატების კოეფიციენტი იქნება.
  • მონაწილეობა მივიღე ადგილობრივ და საერთაშორისო საჯარო ღონისძიებებში, რომლებიც იყო საინტერესო, და ასევე პოზიტიური გამოცდილება შემძინა.
  • ამერიკულმა უნივერსიტეტმა მადლობის წერილი გამომიგზავნა.
  • დავასრულე 6 სასწავლო სემესტრი უნივერიტეტში და დამრჩა 3.
  • მოვინახულე 5 ახალი ევროპული ქვეყანა.
  • შევიძინე ახალი მეგობრები (ძირითადად უცხოელები), რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მეგობრობა და ეთნიკურობა ერთმანეთთან კავშირში არ არის.
  • წონაში დავიკელი 15 კგ.
ახლა კი, ძალიან პრივატული:
  • ზაფხულის დასაწყისში - მე და ჩემმა შეყვარებულმა ევროპის 2 ქვეყანაში ვიმოგზაურეთ. დაუვიწყარი დღეები გავატარეთ. ახლაც არ მჯერა, რომ ეს მე გადამხდა.
  • ზაფხულის დასასრული ლამაზი იყო - მე და ჩემი შეყვარებული ერთად ვისვენებდით... ჟრუანტელი ბევრი იყო. თითქის ჩვენ ფილმის გმირები ვიყავით. არ ვიცი... რა დავამატო ...
  • საერთდ კი, ცოვრებაში პირველად ვარ შეყვარებული! მე ძაიან მიყვარს. ბენდიერი ვარ. ისიც ბენდიერია. ყოველდღე ერთად ვართ, და იმედი მაქვს ასე გაგრძელდება მრავალი წელი. მცირეოდენი სირთულეებია, რომელიც უფრო ყოფით საკითხებს უკავშირდება, არ ვიცი მოგვარდება ოდესმე? .... არ ვიცი ... იმედს ვიტოვებ.

უარყოფითი ამბები 2011 წლიდან:

  • უარი მივიღე 3 უნივერსიტეტიდან, ასე რომ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება ვერ შევძელი;
  • მქონდა პატარა კონფლიქტები გარშემომყოფებთან, რაც მუდმივად მიფუჭებდა განწყობას;
  • ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრის ჯანმრთელობა ხშირად უარესდებოდა;
  • მამაჩემს შეექმნა პრობლემები, რამაც ჩემზე ცუდი გავლენა მოახდინა;
  • "დავკარგე" დაახლოებით 3 000 ლარი.
  • ასაკი მომემატა ........

2012 წლის გეგმები, სურვილები:
  • დისერტაციის დაცვა;
  • ახალი პროექტების წამოწყება;
  • "ტკბილი" ბიზნესის დაწყება;
  • სახლის შეძენა (რა თქმა უნდა კრედიტით);
  • ჩემს შეყვარებულთან ერთად ცხოვრება;
  • და რაც მთავარია, ჩემი ოჯახის წევრების და საყავრელი ადამიანების წარმატებები!

იმედიანი განწყობით დავასრულებ ჩემს პოსტს.



 

შეიყვარო Template by Ipietoon Blogger Template | Gift Idea