1/29/2012

როგორ მოიპოვო პატივისცემა?

მცირეოდნი რჩევები იმისათვის, რომ საქართველოში პატივისცემა მოვიპოვოთ.


1. უნდა იარო "როჟით", "სიფათით", "კდემით" - რომ დაგაფასონ!
შეხედე საზოგადოებისგან "დაფასებულ" ადამიანებს და მაგალითი მათგან აიღე.

2. გამარჯობისას - ამაყად შეხედე და საქმიანი ნაბიჯით ჩქარა გაიარე!
თვალებში დიდხანს არ შეხედო, არ დაყოვნდე, და არ აგრძნობინო, რომ მისთვის გამარჯობის თქმას დრო დაუთმე.

3. დასმულ შეკითხვაზე პირველივე ჯერზე არ უპასუხო.
დააცადე, მეორედ ან მესამედ რომ დაგეკითხებიან ძალიან დაკავებული ადამიანის სახით შეხედე და "დამადლებული" პასუხი გაეცი.

4. რაც შეიძლება ცოტა გაიცინე - მაქსიმუმ გაიღიმე, და ისიც ნაზად!
ნუ გაიცინებ გულიანად, ოდნავ ცინიზმი ან ქედმარლობა შეურიე (სადაც როგორ იქნება საჭირო).

5. ცოტა ილაპარაკე - შენი მოსაზრებები ღიად არ დააფიქსირო, ყველაფერი
კარგად გაზომე.
თუ გულახდილ საუბრებს გამართავ, მერე შეიძლება სადმე ცუდად დაგახვედრონ. მოემზადე ამისთვის.

6. არ გამოიჩინო გულისხმიერება - სიცივე აჯობებს !
თბილი მოკითხვები, ოჯახის წევრების და სხვების მოკითხვები საჭირო არ არის.

7. არ შეაფასო ადამიანები დადებითად!
ამას ისინი, თავის უპირატესობად აღიქვამენ, შენთან შედარებით რა თქმა უნდა.

8. გაეცი ცოტა - მერე რომ არ ინერვიულო!
მატერიალური, ინტელექტუალური და სხვა სიკეთეების გაცემის მიმართ ნუ იქნები ხელგაშლილი, ცუდად დაგიბრუნდება.

9. არ დაეხმარო არავის!
და თუ მანც დაეხმარები, იცოდე, რომ უკუკავშირი მტკივნეული იქნება!


10. ცოტა იმუშავე!
აცადე სხვებმა მეტი აკეთონ, შენ თავზე ნუ აირებ ბევრ ვალდებულებას.

და ბოლოს, იყავი ბურჟუაზიული გადმონაშთი!
ეს საუკეთესო და უადვილესი გზაა პატივისცემის მოპოვბისთვის.

ეს არ არის სრული ჩამონათვალი, მაგრამ საქართველოსთვის საუკეთესო ჩამონათვალია!

პ.ს. თუ განვითარბულ ქვეყანაში წახვალთ - იქ უბრალოდ ბევრი იშრომეთ. შედეგად კი, პატივისცემაც და წარმატებაც გარანტირებული გექნებათ!


გისურვებთ წარმატებებს!


0 კომენტარი::

 

შეიყვარო Template by Ipietoon Blogger Template | Gift Idea