2/06/2012

ისეთი "კალიცო" მივუტანე ხელზე 1000 დოლარს მაძლევდნენო

გადავწყვიტე დავწერო ძალიან მოკლე და ლაკონური პოსტი.

პირველ რიგში განვმარტოთ ტერმინი სნობი.

აი რას ამბობს ვიკიპედია: სნობი (ინგლ. snob) — თავადაზნაურულ-ბურჟუაზიულ საზოგადოებაში ადამიანი, რომელიც ცდილობს ზუსტად დაიცვას მოდა და ე.წ. კარგი ტონის წესები; პირი, რომელსაც დახვეწილი გემოვნების, მანერების და მისთ. პრეტენზია აქვს და ამით თავი მოაქვს, ქედმაღლობს.


ხოლო ერთი ავტორი საიტზე ასე წერს: სიტყვა სნობი წარმოდგება შემოკლებული ლათინური გამოთქმიდან “სინე ნობილიტის” ანუ “ მოკლებულია კეთილშობილებას”.

ინგლისელი მწერალი უილიამ თეკერეი თავის “წიგნი სნობებისთვის, დაწერილი ერთ-ერთი მათგანის მიერ” წერდა: ”ვერც ერთი ჩვენგანი ვერ იქნება დარწმუნებული, რომ სნობები არ ვართ. ასეთ დარწმუნებულობას მედიდურობის ელფერი დაკრავს. იყო მედიდური ნიშნავს იყო სნობი”.

და კიდევ ეს მოსაზრებაც არებობს: სნობი არის ადამიანი რომელიც იგნორირებას უკეთებს სოციალურად დაბლა მდგომ ადამიანებს. ან პირიქით.




როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სნობის სხვადასხვაგვარი განმარტება არებობს, კარგია ეს თუ ცუდი თავად განსაზღვრეთ.

მე კი ვფიქრობ - ცუდია.

ცუდია იმიტომ რომ,
სნობი ადამიანი საზოგადოების განვითარებას უშლის ხელს.

ჩემი აზრით!

დიახაც, უშლის!

კარგად დაფიქრდით.
ანუ დარწმუნდებით.

ალბათ გაჩნდება კითხვა, თუ რატომ ვწერ ამ თემაზე.

აი რატომ:

ჩვნ ყოველდღე ვხვდებით სნობებს, ვმგობრობთ ან ვთანამშრომლობთ მათთან. სნობიზმი ჩვენი ყოველდღიურობაა. ხშირად საზოგადოების მცირე ნაწილი თავის არიდებასაც კი ცდილობს. ნეტავ გამოსდით?

დღეს ჩემს ნაცნობს ნიშნობა ჰქონდა. დრომოჭმული ტრადიცია! მე ასე ვფირობ, თქვენ შეგიძლიათ სხვაგვარად იფიქროთ.

ნიშნობა იმ ადამიანზე, რომელსაც მხოლოდ 2-ჯერ ან მეტჯერ აკოცე. ნიშნობა იმ ადამიანთან, ვისთანაც კაფეში არაერთი დღე გაგიტარებია. ეს ცოტაა? - არც ისე.

დიახ ეს ადამიანი დაინიშნა.

და აი როგორ.

დედა ჩამოვიდა სოფლიდან და ჩამოიტანა:

  1. 1 ჩანთა ნივთები - ტრუსები, პერანგები, ლიფები და სხვა პირადი მოხმარების წვრილმანი
  2. ოქროები - 1 "კალიცო" და 1 ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი. სასიძოს დედამ აღნიშნა, დრეს ამ საქორწინო ბეჭედში 1000 დოლარს მაძლევდნენო!


მოდი ვისაუბროთ.

ჯერ ნიშნობა, შემდეგ კი საჩუქრები განვიხილოთ.

რატომ უნდა "დაინიშნო"? ხომ შეიძლება 1 მშვენიერ დღეს უბრალოდ გადახვიდე მასთან საცხოვრებლად? აუცილებელია ასეთი მგზნებარე (თუ არის ასეთი) ურთიერთობის გაფორმალურება? რატომ არის ამის საჭიროება? დავიჯერო ქართველ მდედრებს ნიშნობა აღაგზნებთ? დიახ, მე მჯერა.

რატომ უნდა გიყიდოს მეუღლის დედამ პირადი, ძალიან პირადი მოხმარების ნივთებით სავსე დიდი ჩანთა?

საჩუქარი ცუდი არა არის, მაგრამ "როგორც წესი" ვალდებულება გადადის ქმრის ოჯახზე, რას ნიშნავს ეს?

მერე მეორე, რატომ არის ასე გამჯდარი ოქროს მიმართ სიყვარული? ხომ შეიძლება ჩვეულებრივი ბეჭედით დაქორწინდე? ძალიან ლამაზი ბეჭედი შეარჩიო და უბრალოდ იყო
ძალიან ბედნიერი!

რა საჭიროა ძვირფასეულობა?

სნობიზმი ?

მე ვფიქრობ, ის საზოგადოება, რომელიც ოქროს მიმართ სიყვარულით გამოირჩევა - ვერ განვითარდება!

შეუძლებელია სნობიზმი პროგრესი იყოს.



2 კომენტარი::

VeKa said...

ყველა იმას გვეკითხება,თუ რატომ გვიკეთია ვერცხლის კალიცო და არა ოქროსი.ანდა იმდენად ვერ წარმოუდგენიათ რომ შესაძლოა კალიცო ვერცხლი იყოს,დარწმუნებულები არიან თეთრი ოქროა :)))

ზიზი said...

ჰაჰა :) არა და რა მნიშვნელობა აქვს. იდეაში ეს საქორწინო ხომ არც არასდროს უდა გაყიდო, და რა აუცილებელია იყო ძვირფასი ლიტონი :))) ოქრო კი არა უფრო ძვრიფასი ბაჯაღლო :))

 

შეიყვარო Template by Ipietoon Blogger Template | Gift Idea