8/30/2011

რა არის სიყვარული?

4 კომენტარი:

კლავიატურაზე www.google.com ავკრიფე და საძიებო ველში ჩავწერე "რა არის სიყვარული", სხვაგვარად რომ ვთქვათ სიყვარულის განმარტება "დავგუგლე". პირველივე ბმული რაც მომიძებნა ეს იყო ვიკიპედია, სადაც სიყვარულის სხვადასხვაგვარი განმარტება ეწერა.


"სიყვარული - ძლიერი ერთგულებისა და პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში, სიყვარული არის სათნოება, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას."

ე. ფრომი სიყვარულს ხელოვნებად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ადამიანი სიყვარულს, ჯერ თეორიის დაუფლებით, ხოლო შემდეგ პრაქტიკის ათვისებით სწავლობს.
ზ. ფროიდი სიყვარულს განიხილავს, როგორც პირობას, რომელშიც დომინანტური როლი მამაკაცს ენიჭება. მამაკაცი სიყვარულისთვის ირჩევს შესაბამის ობიექტს შემდეგი ნიშნების გათვალისწინებით: 1. პირობა, როცა ქალი ვიღაცისგან დაზარალებულია. 2. მეძავის სიყვარული. 3. ლტოლვა ქალისადმი, რომელსაც აქვს მეძავის ნიშნები. 4. შეყვარებულის გადარჩენის ტენდენცია.კაცი არ ტოვებს ქალს, რადგან დარწმუნებულია, რომ ის ქალს სჭირდება.
ს. სტენბერგი გამოყოფს სიყვარულის სამფაქტორიან მოდელს, რომელიც ვნების(სექსუალური მოტივი და სექსუალური აღძვრა, რომელიც ასოცირებულია გაწყვილებით ურთიერთობასთან), ინტიმურობის(სიახლოვე, რომელსაც გრძნობენ პარტნიორები) და ვალდებულების(კოგნიტური ელემენტი, რომელიც მოიცავს გადაწყვეტილებას, რომ ვინმეს უყვარს ვიღაც და ავალდებულებს შეინარჩუნოს ეს ურთიერთობა).
დ.ლი და კლაიდ და სუზან ჰენტრიკები სიყვარულის სამ სტილს გამოყოფენ ანტიკური ფილოსოფიისა და ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე: ეროსი(ლტოლვა), ლუდუსი(თამაში) და სტროგე(მეგობრობა). ამ სტილთა კომბინაციები წარმოქმნიან მეორადი სიყვარულის სტილს. სასიყვარულო სტილები განსხვავდებიან მიღებული სიამოვნების ხარისხით.


მე არ ვიცი რა არის სიყვარული.... მე ვიცი, რომ მიყვარს ... ძალიან მიყვარს... რადგან ...


სიყვარული სივრცეა


სიყვარული ვნებაა


სიყვარული თანადგომაა


სიყვარული მისტიურია


სიყვარული არ არის ბრმა!


სიყვარული დრაივია



სიყვარული მხიარულია


სიყვარული სიხარულია



სიყვარული უსაფრთხოა



და ბოლოს


სიყვარული ყველაფერია!

8/04/2011

მხოლოდ შენთან ვარ 'მე'

0 კომენტარი:
- როგორ ხარ?
- კარგად
- რატომ?
- ვიპოვე
- ?
- მოტივაცია
- ახლა კარგად ხარ ?
- კი კარგად, მაგრამ...
- ?
- მეშინია ...

ხო, ცოტა მეშინია... მომავლის. არ ვიცი როგორ განვითარდება ჩემი ცხოვრება. შესაძლოა ყველაფერი ამოტრიალდეს, შესაძლოა პირიქით უკეთესად განვითარდეს...
სულ მეშინია.
არ მინდა გავჩერდე.
მინდა პროფესიულად და პირად ცხოვრებაშ სულ წინ მივდიოდე.
მაგრამ, მერე ისევ არ მტოვებს განცდა, რომელიც მთრგუნავს.

ცხოვრების მეშინია.
სირთულეების.
მხდალი ვარ?
არ მგონია... უბრალოდ ეგოისტი? არა
მშვიდი ცხოვრება მინდა..
ვშრომობ, ყველაფერს ვაკეთებ, რომ კარგად ვიყო...

მე ჩემი ცხოვრება მინდა
მე და შენ
მხოლოდ შენთან ვარ 'მე'

მიყვარხარ!
 

შეიყვარო Template by Ipietoon Blogger Template | Gift Idea