3/30/2012

14 საათიანი მუშაობა

Reactions: 
0 კომენტარი:
ეს კვირა განსაკუთრებული იყო.

2 დღით ვიყავი ქალაქგარეთ და ჩემს შეყვარებულთან ერთად დრო ძალიან სასიამოვნოდ გავატარე.

სასიამოვნო იყო მასთან ერთად ყოფნა. უჩვეულოც... რადგან ჩვენ მარტონი არ ვიყავით, თანაც ღონისძიება რომელსაც ვესწრებოდით, ძალიან ოფიციალური იყო.

ალბათ ამან განაპირობა ჩემი უჩვეულო განცდა მის მიმართ.

მიყვარს და კიდევ უფრო მიყვარს.

ახლა კი ვღელავ... ოდნავ...

სულ ველოდები, რომ რაღაც შეიცვლება, რა თქმა უნდა უკეთესობისკენ..

ველი...

დღეს ცოტა მოვიწყინე....

მცირეოდენი რამ საკმარისია, რომ ცუდ განწყობაზე დავდგე...

ადამიანების ნეგატიური დამოკიდებულება ჩემს მიმართ ძალიან ცუდად მოქმედებს...

არა და მე ძალიან კეთილი გული მაქვს, გადაჭარბებულად კარგად ვექცევი ადამიანებს... არა და არც კი იმსახურეენ ისინი ამას.

ძალიან ბევრი ადამიანი ჩემი შრომის შედეგად ახლა უკეთესად გრძნობს თავს. არ ვამბობ გადაჭარბებულად, ეს სინამდვილეა. თუმცა ... მათი დამოკიდებულება ცუდად მოქმედებს ჩემზე.

მინდა რამე შეიცვალოს...
განსაკუთრებით კი სამსახური... რამე ახალი მინდა ვაკეთო. დავიღალე ამ რეჟიმში ცხოვრებით.

დილით 10-ზე სამასხურში ვარ, მაშინვე იწყება - ზარები, შეკითხვები, შეხვედრები, დედლაინები..
საღამო ისე მოდის ყველაფერი დასრულებული არც კი მაქვს ხოლმე.
მერე სახლში მივდივარ, ისევ კოპიუტერი, ისევ მუშაობა და დედლაინები.
ჩემი მთელი დრო საქმეს მიაქვს.

შეყვარებულს ძირითადად 9 ან 10 საათიდან 12 საათამდე ვხვდები.
ანუ მას 3 საათს ვუთმობ. (ესეც ყოველდღე არ ხდება)
ღამის 2 საათიდან დილის 8:30 საათამდე მძინავს, ანუ 6,5 საათი ზილისვის მაქვს.

24 - 6.5 -3 = 14,5

ანუ მე სამასხურისთვის საშუალოდ დღეში 14 საათს ვხარჯავ.

ამას დავუმატოთ შაბათი და კვირა, რომელსაც, როგორ წესი სახლში მუშაობაში ვატარებ.

ეს ნორმალურია?

მე მინდა ისეთი სამსახური, რომელიც მომცემს საშუალებას:

- მქონდეს თავისუფალი დროც, რომელსაც ჩემს თავსაც დავუთმობ;
- მქონდეს საკმარისი ხელფასი იმისათის, რომ 10 წლიან კრედიტით მაინც ბინის ყიდვა შევძლო;
- მქნოდეს მშვიდი გარმეო, და საქმის კეთების გარდა, ნერვიულობა და დაძაბულობაც არ მევალებოდეს.

იქნებ....

3/25/2012

როგორ მიიღწევა წარმატება?

Reactions: 
0 კომენტარი:
ზოგი ადამიანი წარმატებულია, ზოგიც არა.

რას ნიშნავს წარმატება ? წარმატებული ხარ მაშინ, როდესაც ასეთად სხვები მიგიჩნევენ? თუ ეს პირადი განცდა და დამოკიდებულებაა საკუთარი თავის მიმართ?

მე კი ვფიქრობ, რომ ფიქრს იმაზე, რომ წარმატებული ადმაიანი ხარ მაშინ იწყებ, როდესაც გარშემომყოფთა კომენტარების "შენ წარმატებული ადამიანი ხარ" რაოდენობა იზრდება.

საინტერესოა როგორ აღწევენ ადამიანები წარმატებას. მე ხშირად ვაკვირდები მათ და შედეგად ასეთი დასკვნები გამოვიტანე.

  • არსებითი მნიშვნელობა აქვს სასტარტო მდგომარეობას ანუ საიდან იწყებ? ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც თავიდანვე დიდი ხელშეწყობა აქვთ - ყველაფერი ძალიან ადვილია. სხვებს კი, რომლებსაც არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ, ძალიან დიდი შრომისა და ბრძოლის შედეგად უწევთ ნებისმიერი რამის მიღწევა.
    ეს ძალიან ძნელია, თუმცა დამეთანხმებით უფრო საინტერესო.
    მე მეორე კატეგორიას განვეკუთვნები, ძალიან ბევრს ვშრომობ და ვცდილობ, რომ რაღაც შედეგებზე გავიდე, მაგრამ ძალიან რთულია, როცა მარტო ხარ ასეთ "ბრძოლაში".

  • ხასიაათი. დიახ ადმაიანის ხასიათს აქვს დიდი მნიშვნელობა. ხარ კეთილგანწყობილი ყველას მიმართ თუ არა ? არ ხარ? არც უნდა იყო, მთავარია რამდენად კარგად თამაშობ სასიამოვნო ადმაიანის როლს... თუ წარმატებულად მოქმედებ, ხშირად იტყვიან - სასიამოვნო ქალია/კაცია. თუ არა - პრობლემური ქალია/კაცია... ეს კი შენზე ნეგატიურ გავლენას მოახდეს.

  • თავის დაჭერა. საოცარია არა? შენ უნდა იცოდე როგორ დაიჭირო თავი. როგორ შეიქმნა "მაგარი როჟიშ" იმიჯით.. კომპეტენცია შეგნებულად არ ვახსენე, ეს მე-100 დონეზეა. მოკლედ რაც უფრო ტავმდაბალი იქნები, ყველა თავზე გადაგივლის, აბუჩად აგიგდებენ, არც პატივს გცემენ... შენი თავმდაბლობა ბოლოს მოგიღებს, მერე კი როცა მიხვდები არ უნდა იყო თავმდაბალი , გული დაგწყდება ... ამიტომ სანამ ინანებ, ითამაშე მაგარი ტიპის როლი...

    ამ პუნნქტის შემდეგ გაგრძელება აღარ არის საჭირო, რადგან ეს საქართველოა

    ასევე არ დავწერე არაფერი შრომაზე, ეს თავისთავად იგულისხმება, მაგრამ მხოლოდ შრომა არაა საკმარისი....


    და ბოლო რჩევა.


  • და თუ მაინც მიაღწევ წარმატებას, მზად იყავი, რომ ძალიან ბევრ ცუდს გაგიკეთებენ, შეეცდებიან დაგრთგუნონ, აბუჩად აგიგდონ, შენი როლი დაბლა დასწიონ, სანაცვლოდ თავისი გაზარდონ, შეგეწინააღმდეგონ, არ გცენ პატივი, დაგბლოკონ, წაგართვან რაც წასართმევია, ჩაგენაცვლონ, შეგიძულონ, გაგჭორონ, არც დაცინვსა მოერიდებიან....

    თუ წარმატებული ხარ, მზად იყავი რომ შენ ხშირად იქნები ბოროტების ობიექტი.

3/19/2012

სულ ერთი

Reactions: 
0 კომენტარი:
ყველაფერი სულ-ერთი გახდა!

დღეს ოთახში ახალი ავეჯი მოიტანეს, დედამ შეუკვეთა. ლამაზი წიგნების თარო, სულ მინდოდა ასეთი. მსგავსი მქონდა ნიუ იორკში და ძალიან მომწონდა.

ახლა კი სულ ერთია.

ცალკე ტუმბო შეუკვეთა ჩემთვის, კარადაშI არაფერი მეტევა, მე კი დალაგებაშიც არ მივეხმარე.

ახლა ყველაფერი სულ ერთია.

ხვალ ბევრი საქმე მაქვს, არც ვღელავ, არც ვფიქრობ - როგორ მოვასწრებ?

ყველაფერი სულ ერთია.

ახლა არ ვფიქრობ - ხვალ რა ჩავიცვა?

იმიტომ, რომ სულ ერთია.

ისევ სურდო მაქვს, ისევ მახველებს.

მერე რა?

მაინც სულ ერთია.

ჩემთვის ყველაფერო სულ ერთი გახდა.

გარდა ერთისა ...

ნეტავ ხვალინდელი დილა არც გათენდებოდეს!

3/16/2012

ქალის განმარტებას ვაპროტესტებ!

Reactions: 
0 კომენტარი:
ფიქრები მომეხვია. ბევრი-ბევრი ერთად...

აი რა ფიქრები.

მაღაზიაში შევედი. მინდოდა ხაჭო მეყიდა. გამყიდველმა მეორე გამყიდველს ჩემი მისამართით ასე მიმართა "ამ ქალს რაღაც უნდა მიხედე"

ქალს :(

საშინლად ვიგრძენი თავი.

რატომ - ქალს?

ის ფაქტი, რომ მე ქალი მიწოდეს ცუდ გუნებაზე მაყენებს.

მე არ მინდა ქალი ვიყო...
მინდა გოგო ვიყო...

რა სწრაფად გადის დრო - კიდევ ერთხელ დავფიქრდი.

მე მინდა დრო ნელა მიდიოდეს...

პულსი მემატება, როცა ასაკის მატებაზე ვფიქრობ.

საშინელი შეგრძნებაა!

ალბათ უკვე დიდი ვარ, ალბათ უნდა გავაცნობიერო, რომ მე დიდი ვარ.

არ მინდა...

არ მინდა იმიტომ, რომ ეს "დიდის" ან "ქალის" განმარტება ქართული რეალობაა.

აქ ადამიანებს უფრო ადრე აბერებენ, ვიდრე ეს უნდა ხდებოდეს.

ევროპაში ან ამერიკაში ასე არაა.

იქ როგორც წესი ოჯახებს 35 წლის შემდეგ ქმნიან.

აქ დედები და მერე ბებიები საკმაოდ ადრე ხდებიან.

აქ ზოგიერთი ქალი 38 წლის ასაკში უკვე ბებიაა, ევროპაში კი ასეთი პრეცედენტები არც კი არსებობს (მხოლოდ გამონაკლისი შეიძლება იყოს).

ქართველები ბავშობიდან ქალები და კაცები არიან, ხოლო სტუდენტობიდან ოჯახის ქალები და კაცები.

ეს არ არის ნორმალური!

მე კი ჯერ ოჯახი არ შემიქმნია, მყავს ყველაზე მაგარი ბიჭი, და ვარ ძალიან ბედნიერი.

ეს საკმარისზე მეტია.

მე არ ვფიქრობ რომ ქალი ვარ (ასაკობრივი გაგებით) - მე ჩემი ბიჭის გოგო ვარ!

ქალის ქართულ განმარტებას ვაპროტესტებ!

3/11/2012

არაფერი მინდა

Reactions: 
0 კომენტარი:


1. აღარ მინდა მუშაობა - ძალიან დავიღალე, ყოველი დღე ტანჯვის ტოლფასია. ნეტავ შემეძლოს თავის დანებება. მართლა ვეღარ ვმუშაობ...............

2. სახლში ოთახიდან ოთახში მეზარება გასვლა - ხო ასე... ჩემი ლოგინიდან ადგომა და გარეთ გასვლის შემთხვევები თითქმის მინიმუმამდე დავიდა....

3. მეგობრებთან ურთიერთობა აღარ მაქვს - ეს ძირითადად საქმის გმაო მოხდა, მაგრამ ფაქტია რომ ახლა 1 დაქალიც აღარ მყავს ისეთი, ვისაც დავურეკავ და უბრალოდ ვეჭორავები.
ეს ძალიან, ძალიან ცუდია!

4. აღარც სწავლა მინდა - მომბეზრდა! თემების წერა-კვლევა უკვე ძალიან დიდ მარზმად იქცა.

5. სახლი მინდოდა და აღარ მინდა - მაინც ვერ ვიყიდი ვერასოდეს! ტყუილად მაინც ნუ ვიოცნებებ!
ასე შეხვედე სიმართლეს თვალებში....

6. სახლიდა გარეთ გასვლა არ მინდა - დასვენების დღეებში ვწევარ - ვკითხულობ, ფილმს ვუყურებ და ქრონიკულად მეილს ვამოწმებ.
facebook, skype - ყველაფერი დავხურე, ამიტომ კომუნიკაციაც 0-ზეა.

7. ქალაქგარეთ მიყვარდა გასვლა და ეგეც მომბეზრდა - სად ვიარო? არც ხალისი აღარ მაქვს.

აი ახლა ვზივარ და ვფიქრობ - ხვალ ისევ ორშაბათი, ისევ შეხვედრები, საქმე, ზარები, ვალდებუბლებები.

დედას გეფიცები აღარ შემიძლიაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა!

3/08/2012

იქნებ "რაღაც" შეიცვალოს?

Reactions: 
0 კომენტარი:
ისევ ავად ვარ.

ყოველდღე რაღაც ახალი მემართება - ხან გადაღლილობა მაწუხებს, ხან გაციება და ხან თავის საშინელი ტკივილი ...

ყველაფერს მაინც გადაღლილობას დავაბრალდებდი.

მოვიწყინე.

მთელი დღე ვწევარ.

მომბეზრდა წოლა, წუწუნიც კი. და ისიც, რომ ძილის შესაძლებლობაც კი არ მაქვს. მიზეზი სხვადასხვაგვარია - ხმაური სახლში, ზარები, საქმეზე ფიქრი - ქაოსია ირგვლივ.

ამიტომ დღე სახლში გავატარე.

ისე 8 მარტზე გამახსენდა. რატომღაც 8 მარტი ყველას საბჭოთა ტრადიცია და დღესასწაული ჰგონია. რუსთავი 2-ზე ვნახე შოუ, სადაც იყო გამოკითხვა იმის შესახებ, გვინდა თუ არა 8 მარტი.

ძალიან ცდებით თუ თქვნც ასე გგონიათ და 8 მარტს კლარას უკავშირებთ.

8 მარტი გაერომ ქალთა საერთაშორისო დღედ აღიარა.

ქალთა საერთაშორისო დღე — აღინიშნება ყოველი წლის 8 მარტს. ეს არის ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტური პარტიის დეკლარაციის შემდეგ აღინიშნა.


მოკლედ ჩემმა 8 მარტმა უფერულად ჩაიარა..

ესეც ასე... მიიწურა ერთი სევდიანი და უიმედო დღე.

ხვალ ისევ სამსახური, ბევრი სამუშაო, შემიძლია თუ არა მაინც უნდა წავიდე .... ჩემს საქმეს ვერავინ და არავინ გააკეთებს.

ეჰ, სიმშვიდე მინდოდა და არ გამომივიდა.

იქნებ "რაღაც" შეიცვალოს?

3/06/2012

5 რჩევა თუ იმედგაცრუებული ხართ

Reactions: 
1 კომენტარი:
დღეს მე იმედგაცრუებული ვარ.

არაფერი გამომდის, პრობლემები სხვადასხვაგვარია - სამსახური, საყოფაცხოვრებო პირობები, სწავლა საზღვარგარეთ და სხვა. დღეს კიდევ ერთი უარი მივიღე, ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ჩემი ცხოვრების არსებით შეცვლას უკავშირდებოდა. მაგრამ ... უარი.... ბუნებრივია ძალიან განვიცადე და ახლაც განვიცდი.

სწორედ ამ შემთხვევის გამო გადავწყვიტე დავწერო რჩევები, რომელიც სხვადასხვა წყაროდან ამონარიდებს ეფუძნება.

აი რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც თქვენ თავს უიმედოდ გრძნობთ...

1-ლი ნაბიჯი: პრობლემის შესახებ ისაუბრეთ.

ისეთი გარემო მოძებნეთ, სადაც შესაძლებლობა გექნება ისაუბრო შენს შეშფოთებაზე, შიშზე, მოსაზრებებსა და ეჭვებზე. ასევე სხვა თემებზე შეგიძლიათ ისაუბროთ – თქვენი მიზანია ცოტა ხნით გონება შეასვენოთ!

ნუ დაგავიწყდებათ, რომ რაც არ უნდა ცუდი მოხდეს, თქვენ ყოველთვის გყავთ მინიმუმ 1 ადამიანი ვისაც აღელვებს შენი მდგომარეობა.

მე-2 ნაბიჯი: მოძრაობა დაიწყეთ.

ნუ დაჯდები ოთახის კუთხეში მოწყენილი და გაბრაზებული, არამედ ისეირნე, იცეკვე, ირბინე, ეთამაშე ბავშვებს ან თქვენს ძაღლს.

ასეთი ქმედებები დაგეხმარებათ დაინახოთ სხვა პერსპექტივები.

მე-3 ნაბიჯი: კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგით წინ.

დაიწყე ისეთი რამის გაკეთება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გინდოდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხე მიზნის მიღწევა. ეს ისეთი რამ უნდა იყოს, რომლის შესრულებაც თქვენს თავმოყვარეობაზე და თვითდაჯერებულობაზე არსებით გავლენას მოახდენს.

მაგალითად: უცხო ენის, ავტომობილის მართვის, კომპიუტერული პროგრამის .... შესწავლა. თუმცა ეს შესაძლოა არც უკავშირდებოდეს რაიმეს შესწავლას....

გაიხსენე, რისი გაკეთება გსურდათ ყოველთვის?

მე-4 ნაბიჯი: სხვას დაეხმარეთ.

არაფერი გაგრძნობინებს თავს ისე კარგად, როგორც იმის შესაძლებლობა, რომ თქვენ ვინმე სხვას ეხმარებით.

მოძებნეთ ისეთი რამ, რაც საშუალებას მოგცემთ რაღაც ლამაზი გაუკთოთ თქვენს ოჯახს, მეგობრებს ან თუნდაც უცნობ ადამიანებს.

გაითვალისწინეთ, რომ სხვა ადამიანებიც შეიძლება იყვნენ თქვენისთანა მდგომარეობაში. ალბათ ისინიც თავს მარტოდ გრძნობენ ან თქვენი რჩევა სჭირდებათ და სხვა.

მე-5 ნაბიჯი: თქვენს გრძნობებთან კომუნიკაცია დაამყარეთ.

დაიკარგეთ კარგ მუსიკაში... სხვადასხვა ადგილებში წადით, სადაც შესაძლებელია სილამაზის ნახვა... ნახეთ ყველაფერი, რამაც შენში შესაძლოა გამოიწვიოს რაიმე ახალი.
როდესაც იცი რა უნდა გავაკეთო უიმედობის დროს, ეს დაგეხმარება გაუმკლავდეთ პრობლემებს.

თუ თქვენს ცხოვრებაში ცუდი პერიოდი დადგა, გახსოვდეთ, რომ – ყველაფერი არ არის დაკარგული!

და მნიშვნელოვანია, შეეცადო თავი კარგად იგრძნო.

3/03/2012

60 რჩევა დასვენების დღეებისათვის და მინიმალური დანახარჯები

Reactions: 
0 კომენტარი:

შაბათი და კვირა მნიშვნელოვანი დღეებია, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მთელი კვირა აქტიურად მუშაობენ.

ქვემოთ არის ჩამონათვალი იმისა, თუ როგორ შეიძლება გაატაროს ადამიანმა დასვენების დღეები. სია არ არის სრული და არც უნივერსალური, დამოკიდებულია თქვენს ინტერესებსა და შესაძლებლობებზე.

სიის მთავარი პრინციპი კი არის ნაკლები რესურსების საჭიროება - ამ ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ მინიმალური დანახარჯებით ან სრულიად უფასოდ!

მაშ ასე:

  1. ჩამოაფარეთ ფარდები, ჩაკეტეთ კარი, რომ არავინ შეგაწუხოთ და დილით კარგად გამოიძინეთ.

  2. შეამოწმეთ კალენდრები, დაადგინეთ რა ღონისძიებებია თქვენს ქალაქში.

  3. ეწვიეთ საზოგადოერივ ბიბლიოთეკს, რომელიც არის სრულიად უფასო და

    სადაც შეიძლება საინტერესო მასალების გაცნობა.

  4. მონაწილეობა მიიღეთ საზოგადოებრივ სპორტულ თამაშებში.

  5. გადახედეთ თქვენს ფინანსურ ანგარიშებსა და დოკუმენტაციას. შესაძლოა ეს არ არის გართობა, მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა საჭირო იყოს.

  6. შეამოწმეთ რომელიმე პოდკასტი, ეს მშვენიერი რამ არის, სადაც ყველაზე მაღალი დონის აუდიო პროგრამები არის ხელმისაწვდომი უფასოდ. თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება მარტივად iTunes-ის გამოყენებით და სხვა.

  7. გაერთეთ კომპიუტერული თამაშებით.

  8. გამოაცხვეთ პური სახლშ. ყველას შეუძლია ამის გაკეთება, თუ მოინდომებს.

  9. ისწავლეთ Juggle. გჭირდებათ სამი ბურთი და ვიდეო სადაც ნაჩვენებია ეს თამაში. გაითვალისწინეთ, რომ თუ ბური არ გაქვთ შეგიძლია გამოიყენოთ მრგვალი ხილი/ბოსტნეული.

  10. ისწავლე მანქანაში ზეთის გმოცვლა. იქნებ დროა? ეს ძალიან სასარგებლო უნარია, გამოგადგებათ!

  11. დაეკონტაქტეთ თქვენს მეზობლებს. ეცადე გაიცნო ახალი და კარგი მეზობლები, თუ ჯერ კიდევ არ იცნობ მათ. თუმცა, აუცილებელი არ არის მეზობლები გახდენ მეგობრები!

  12. გადაქექე კარადები და მოძებნე ნებისმიერი ნივთი. შეიძლება საინტერესო რამ აღმოაჩინო.

  13. გაასუფთავეთ თქვენი მედია კოლექცია - წიგნები, დისკები, CD და ა.შ.

  14. შეადგინე სია სახელწოდებით “101 მიზანი 1001 დღეში” - შემდეგ დაიწყე ზოგიერთი მათგანის შესრულება.

  15. მიიღეთ გადაწყვეტილება და დაწერამის შესახებ.

  16. ანახორციელეთ საყოფაცხოვრებო შემოწმება, მოძებნეთ სახლში ინებ დაგრჩათ რამე გასაკეთებელი? (დამწვარი ნათურები და სხვა.).

  17. ინტერნეტში მოძებნეთ საინტერესო ისტორიული და კულტურული ადგილები თქვენს ქალაქში, შემდეგ კი მოიახულეთ.

  18. შეისწავლე ქსოვა. შესაძლოა თქვენს ძვირფას ადამიანს კარგი საჩუქარი გაუკეთოთ.

  19. გადაიღეთ და გაუზიარეთ ფოტოები.

  20. დაწერეთ ბლოგი საინტერესო თემაზე.

  21. ეწვიეთ უფასო მუზეუმს.

  22. ეწვიეთ ზოოპარკს.

  23. ისწავლეთ როგორ დაწეროთ კარგი თემა თქვენთვის საინტერესო საკითხზე. გამოიყენეთ ღია რესურსები.

  24. მოამზადეთ გემრიელი კერძი.

  25. გააკეთეთ Excel-ის დოკუმენტი და დაიწყეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობის კონტროლი.

  26. ითამაშე ფეხბურთი.

  27. თუ სახლში გაქთ სკანერი, აიღეთ თქვენი ძველი ფოტოები და დაასკანერეთ, შემდეგ კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს.

  28. ეწვიე კინოთეატრს და ნახე კარგი ფილმი.

  29. შეისწავლეთ ან/და ივარჯიშეთ იოგა.

  30. მიხედეთ თმას – შეიჭერით, შეიღებეთ...

  31. ააშენეთ რამდენიმე ქაღალდის თვითმფრინავი, გაუშვით ეზოში და ნახეთ რომელი ფრიალებს უკეთ.

  32. გადაადგილე ავეჯი ოთახში.

  33. საგულდაგულოდ დაასუფთავე ის კუთხე სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებ.

  34. წაკითხ გასართობი წიგნი.

  35. დაურეკეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ.

  36. გაისეირნე ბუნებაში და დაკავდი გარკვეული ნივთების შეგროვებით (გამხმარი მცენარეები, გირჩი და სხვა.).

  37. დაიწყეთ უცხო ენის შესწავლა.

  38. დაამზადე გარკვეული ხელნაკეთი მისალოცი (დაბადების დღე / საშობაო ბარათი და სხვა).

  39. დაჯექით თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად და ისაუბრეთ მიზნებზე და მისი მიღწევის გზებზე.

  40. ითამაშეთ ბოულინგი.

  41. სცადეთ შეისწავლოთ მედიტაციის ტექნიკა.

  42. დაესწარით რელიგიურ მსახურებას (წირვა, ლოცვები). გმაშააკეთეთ ეს მაშინაც კი, თუ მორწმუნე არ ხართ, შესაძლოა ამას საგანმანათლებლო მნიშვნელობა ჰქონდეს.

  43. წაიკითხეთ "დიდი" წიგნი. აქ იგულისხმება წიგნი, რომელიც საფრთხეს უქმნის თქვენ რწმენას, იდეებ, ცნობიერებას. ეს ყოველთვის კარგი გონებრივი workout-ია.

  44. წადით საცურაო აუზზე.

  45. ჩართეთ უცხოური არხი და უყურეთ გასართობ შოუს.

  46. გაუშვით ბუშტები. ამისათვის აურიეთ თხევადი სარეცხი საპონი და ცოტა წყალი (1/4 ჭიქა სარეცხი და 3/4 ჭიქა წყალი). გააკეთეთ მავთულის მარყუჟი და ბუშტებისთვის ყველაფერი მზად არის.

  47. დაწერეთ წერილი თქვენი მომავალი შვილი ან შვილიშვილისთვის. შესაძლოა მათ საინტერესო გამოცდილება გაუზიაროთ.

  48. საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრები წინასწარ მოამზადეთ.

  49. სცადეთ შეასრულოთ საყვარელი მელოდიები მუსიკალურ ინსტრუმენტზე.

  50. დაგეგმეთ მომავალი ზაფხულის ან ზამთრის დასვენებ.

  51. აიღეთ დწაიკითხექალაქის უფასო გაზეთი (თბილისში ასეთი 1 მახსენდება :)).

  52. უბრალოდ იხეტიალეთ ფეხით, მანქანით. ვინ იცის, იქნებ რა სახის საინტერესო რამეს წააწყდებით?

  53. გაართეთ ბავშვი. თუ ასეთი გყავთ ირგვლივ, მათ ძალიან პოზიტიური ენერგია აქვთ.

  54. დაეხმარეთ მოხუცებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს (მოუმზადეთ კერძი, წაუკითხეთ წიგნი და სხვა.).

  55. ნახეთ ახალი და საინტერესო სპექტაკლი.

  56. წადით ცეკვის გაკვეთილებზე.

  57. ღმოაჩინეთ ახალი მუსიკა, რომელიც გინდათ. ჩამოტვირთეთ last.fm. ან სხვა.

  58. ააშენთ მუყაოს ციხე. ამოჭით კარები და ფანჯრები...

  59. წადით სალაშქროდ.

  60. ისეირნეთ ველოსიპედით (თუ რა თქმა უნდა გაქვთ და თანაც ქუთაისში ცხოვრობთ:)).

რაც ყველაზე მთავარია, ამ ყველაფრის განხორციელება შეგიძლიათ თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად.



 

შეიყვარო Template by Ipietoon Blogger Template | Gift Idea