1/05/2012

2011 წელი 2012 წლისთვის



რა ხანია არ დამიწერია. სულ მინდოდა დამეწერა რამე, მაგრამ ვერ მოვახერხე. ხან დრო არ მქონდა, ხანაც მონდომება მაკლდა.

ახლა მაინც დავწერ ცოტას 2011 წლის შესახებ.

***

როგორი იყო გასული წელი ? - წარმატებული და საინტერესო.

ახლა კი უფრო დეტალურად.

2011 წელს,

ზოგადად:
  • დავიწყე ახალი სამსახური, უფრო მეტად საპასუხიმგებლო და მნიშვნელოვანი, ვიდრე აქამდე.
  • გავიცანი უამრავი ადამიანი, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში დადებით ან ნეიტრლურ როლს თამაშობენ.
  • სამსახურში მივაღწიე წარმატებებს, რაც მეტწილად ახალ და საინტერესო პროექტებში გმოიხატა.
  • დავიწყე "მინი" ცვლილებები, რომელიც მომავალში ჩემი საქმიანობის წარმატების კოეფიციენტი იქნება.
  • მონაწილეობა მივიღე ადგილობრივ და საერთაშორისო საჯარო ღონისძიებებში, რომლებიც იყო საინტერესო, და ასევე პოზიტიური გამოცდილება შემძინა.
  • ამერიკულმა უნივერსიტეტმა მადლობის წერილი გამომიგზავნა.
  • დავასრულე 6 სასწავლო სემესტრი უნივერიტეტში და დამრჩა 3.
  • მოვინახულე 5 ახალი ევროპული ქვეყანა.
  • შევიძინე ახალი მეგობრები (ძირითადად უცხოელები), რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მეგობრობა და ეთნიკურობა ერთმანეთთან კავშირში არ არის.
  • წონაში დავიკელი 15 კგ.
ახლა კი, ძალიან პრივატული:
  • ზაფხულის დასაწყისში - მე და ჩემმა შეყვარებულმა ევროპის 2 ქვეყანაში ვიმოგზაურეთ. დაუვიწყარი დღეები გავატარეთ. ახლაც არ მჯერა, რომ ეს მე გადამხდა.
  • ზაფხულის დასასრული ლამაზი იყო - მე და ჩემი შეყვარებული ერთად ვისვენებდით... ჟრუანტელი ბევრი იყო. თითქის ჩვენ ფილმის გმირები ვიყავით. არ ვიცი... რა დავამატო ...
  • საერთდ კი, ცოვრებაში პირველად ვარ შეყვარებული! მე ძაიან მიყვარს. ბენდიერი ვარ. ისიც ბენდიერია. ყოველდღე ერთად ვართ, და იმედი მაქვს ასე გაგრძელდება მრავალი წელი. მცირეოდენი სირთულეებია, რომელიც უფრო ყოფით საკითხებს უკავშირდება, არ ვიცი მოგვარდება ოდესმე? .... არ ვიცი ... იმედს ვიტოვებ.

უარყოფითი ამბები 2011 წლიდან:

  • უარი მივიღე 3 უნივერსიტეტიდან, ასე რომ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება ვერ შევძელი;
  • მქონდა პატარა კონფლიქტები გარშემომყოფებთან, რაც მუდმივად მიფუჭებდა განწყობას;
  • ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრის ჯანმრთელობა ხშირად უარესდებოდა;
  • მამაჩემს შეექმნა პრობლემები, რამაც ჩემზე ცუდი გავლენა მოახდინა;
  • "დავკარგე" დაახლოებით 3 000 ლარი.
  • ასაკი მომემატა ........

2012 წლის გეგმები, სურვილები:
  • დისერტაციის დაცვა;
  • ახალი პროექტების წამოწყება;
  • "ტკბილი" ბიზნესის დაწყება;
  • სახლის შეძენა (რა თქმა უნდა კრედიტით);
  • ჩემს შეყვარებულთან ერთად ცხოვრება;
  • და რაც მთავარია, ჩემი ოჯახის წევრების და საყავრელი ადამიანების წარმატებები!

იმედიანი განწყობით დავასრულებ ჩემს პოსტს.



0 კომენტარი::

 

შეიყვარო Template by Ipietoon Blogger Template | Gift Idea