1/24/2012

ხანდახან. მხოლოდ!


ისეთი ძლიერი დარდი შემომაწვება ხოლმე

ხანდახან. მხოლოდ!

მაგრამ "ხანდახან" ხშირად არის.

ხო, და, ხანდახან მომინდება ვიტირო

ვიტირო რა... მერე რა ... ?

მომინდება გული გამისკდეს

გამისკდეს, ოდნავ, ძალიან არა, რა უჭირს?

მომინდება ბავშვი ვიყო

10 წლის გოგო...

არა ...

სჯობს ვიყო 15 წლის, ეს დრო უფრო კარგად მახსოვს.

ზამთარში ვიცვამდი მოტკეცილ შავი ჯინსის შარვალს, სტრეიჯებს ეძახდნენ. ზემოთ - წითელ როლინგს. ჩექმები ბევრი თასმებით იყო, შავი, სამხედროებს რომ აცივათ იმას ჰგავდა. ქურთუკი არ მახსოვს როგორი იყო ...

ზაფხულში კი წითელი ჯინსის შარვალი მეცვა, შავი სქელძირიან ფეხსაცმელთან და შავ ბრეტელებიან მაისურთან ერთად. მაისურიდან ლიფის ბრეტელი ჩანდა ხოლმე, მე მცხვენოდა და ვისწორებდი (ახლა არ მიყვარს სხვები რომ ამას აკეთებენ). თმა შავად მქონდა შეღებილი. ვარცხნილობა - კარე, დედამ შემაჭრა. თვალის კუთხეებში შავ ფანქარს ვისმევდი. ტუჩის საცხი მგონი ყავისფერი იყო. ლოყები მოვარდისფრო - ბუნებრივი.

მეტი რა მახსენდება?

ფეხით ბევრს დავდიოდი.

სკოლა, სახლი, ბებო ...

რატომ მომენატრა ეს დრო ?

არაფერი ხდებოდა... მქონდა 1-2 მაისური და შარვალი.
კიდევ მქონდა
... მეტროს მგზავრობის ფული
... სახლში საჭმელი
... გაფუჭებული შავ-თეთრი ტელევიზორი
... რკინის საწოლი ზამბარებით

და
... მშობლების ქორწინების დახეული ფოტოები

კიდევ,
პარკტი მქონდა ოთახში, რომელსაც მე და ჩემმა ძმამ ციკლოვკა გავუკეთეთ. კი გასაკვირია და დამტვრეული მინებით სათითაოდ "გავაციკლოვკეთ" ჩემი ოთახის იატაკი.

ხო.

მეტი რა მახსედება? ....

... მეტი არაფერი არ მქონდა

მაინც მენატრება ეს დრო



0 კომენტარი::

 

შეიყვარო Template by Ipietoon Blogger Template | Gift Idea