9/12/2010

ისევ ადამიანები - ერთნაირები და სხვადასხვანირები

Reactions: 


ისევ ადამიანები, ერთნაირები და სხვადასხვანირები, ალბათ უფრო ცუდები, ვიდრე კარგები.
ცუდი რას ნიშნავს? ან კარგი? მე მგონია, რომ ეს თქვენ უკეთ იცით.



#1.

ერთ ადამიანს ვიცნობ დიდი ხანია. მდედრია. თუ რომელიმე სოციალურ ფენას მივაკუთვნებთ, ალბათ საშუალოზე დაბალი სოც. ფენის ოჯახიდან არის. ანუ ერთი ჩვეულებრივი ოჯახია - ჭამენ, იძინებენ და იღვიძებენ. სასმელი შემთხვევით კი არ გამომრჩა, უბრალოდ მათ არ უყვართ დალევა. თუმცა კი ცეკვა? ოოო, ცეკვის დიდი მოყვარულები არიან. არა განა იციან, ისე, ეცეკვებათ თუ არ ეცეკევებათ ხელბს მაინც იქნევენ. პირველად რომ ვნახე გამიკვირდა, ასე გამეტებით რატომ იქნევდნენ კიდურებს. თუმცა, გამიკვირდებოდა აბა რა იქნებოდა, ვიჯექი და ვუყურებდი უმისამართოდ მოძრავ სხეულებს და კიდურებს...

ხო იმას ვყვებოდი, რომ ეს ადამიანი სწორედ ამ მოლხენილი ოჯახის წარმომადგენელია.

მატერიალურ საკითხსაც უნდა შევეხოთ არა? უმუშევრები არიან, ანდაც თუ მუშაობენ, ისიც დროებით სამსახურებში და ასე მშვიდად ცხოვრობენ წლების განამვლობაში. მისი დედა დიასახლისია, როგორც ყველა, ისიც ხშირად ამბობს "მე ყველაზე ბევრს ვმუშაობ ოჯახში". ანუ სტანდარტულად, განა რამე განსხვავებული. მამა კი მძღოლია, ხან მუშაობს ხან ისვენებს. თუმცა პროფესიებს რა მნიშვნელობა აქვს...

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ადამიანი ამ ოჯახიდანაა და განვაგრძოთ.
ეს მდედრი ერთ მშვნიერ დღეს გათხოვდა. მშვნიერი დღე გგონიათ შემთხვევით ვახსენე? არა, რადგან ამას ერთის მხრივ შეიძვება ''კარგად გათხოვებაც" ვუწოდოთ. ამ ჟანრის გათხოვება უპირველეს ყოვლისა მატერიალურ სიკეთეების მიღებას და ნომინალურ კრიტერიუმებს გულისხმობს: დედისერთა ("შემცილებელი არავინ გეყოლება შვილო!"), სახლი, მანქანა, ფული, ოქრო, ტანსაცმელი (სია შეიძება გაიზარდოს კიდეც).

ეს დაოჯახება კი თავისი მოხერხებულობით შეძლო. მოხერხებულობაში ვგულისხმობ მის ძალიან კეთლიშობილურ იმიჯს. როგორც ჩვენთან იტყვიან ხოლმე "კარგად გათვალა". თუმცა მეეჭვება ამდენი ეფიქრა, ეს იმიჯი მას სხვა ნაკლოვანებების დასაფარავად სჭირდებოდა, და ისევ როგორც იტყვიან ''მიზანში გაარტყა". სწორედ ამიტომაც, როგორც ზემოთ ვახსენე, ერთ მშვენიერი დღეს ეს კეთილშობილი გოგო გათხოვდა. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ წიგნების კითხვასთანაც მწყრალად იყო, გემოვნებასთანაც და ზრდილობასთანაც. კიდე ბევრ რამესთანაც, მაგრამ ეს სამი მნიშვნელოვანი რამ გამახსენდა ახლა. მერე რა მოხდა, რა საჭიროა ეს ყველაფერი, ხომ არსეობენ სხვები ვისაც შეიძლება მიბაძო. ანუ გემოვნების, ზრდილობის და კითხვის სიყვარულის ხარისხი შეიძლება დავფაროთ. ისევ და ისევ იმიჯის დახმარებით - კეთილშბილური იმიჯი და სხვების მიმბაძველობა. ეს უკანასკნელი იმიტომ, რომ ინდივიდუალიზმის შესახებ ჯერ მხოლოს სმენია.

მიმბაძველობას რაც შეეხება, ასეც იყო... ასე მაგალითად: თმა შევიჭერი, მანაც შეიჭრა თმა.... თანაც განა ერთხელ, რამდენჯერმე განმეორდა ასეთი მიმბაძველობები. ხედავთ ხო, რომ ამ ადამიანს საკუთარი ინიციატივით თმის შეჭრაც კი არ შეუძლია.

მაგრამ მთავარი - ტელეფონზე ძალიან ნაზად საუბრობს.
სტუმრებთანაც ისე იქცევა, როგორც ძველ არისტოკრატულ ოჯახში გაზრდილი ადამიანი. ოხ, მაპატიეთ შეცდომისათვის, ზუსტად ისე კი არ იქცევა (ეს შეუძლებელია!), უბრალოდ კარგი მანერების ქალის იმიტირებას ცდილობს. რითი და, ნაზი ღიმილით, "სტუმართმოყვარეობით" და გადმოკოპირებული მანერებით. არა და, ოხ, ეს ინტელექტი...
ეს ისეთი რამეა, რომ ყოველთვის იჩენს თავს. ამიტომაც ჩემი პოზიცია გაუგებარია და უპოზიციოა. ცოტა მეღიმება ხოლმე. სულ ესაა...

მაცბუნებს და მაკვირვებს ამ ადამიანის სიამაყის ხარისხი. სიამაყესთან ერთად უხეშობასაც კარგად იხდენს, შედეგად თითქმის უზრდელია. ეს მაშინ, როცა არ თამაშობს და ნამდვილია. რაც შეეხება სიკეთეს, ესეც სტანდარტულად, ანუ რაც არ უნდა დადებითად მოექცე, მაინც ვერ გაიგებ გაუხარდა თუ არ გაუხარდა. ესეც ალბათ, ჩვენში კარგად გავრცელებული პოზის ''თავის დაფასების'' შემადგენლობაა.

ამდენი იმისთვის ვისაუბრე, რომ სინამდვილეში ტლანქი, უხეში და უზრდელი ადამიანია. არაფერი აქვს საერთო იმ ადამიანთან, რომელიც დაქალებთან პირადად თუ ტელეფონზე პრანჭვით საუბრობს... არა და პრანჭვა განა რამეს ნიშნავს? უბრალოდ ესეთი რამეები მე გადაზედმეტებულად მაღიზიანებს.
ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მე ეს ადამიანი არ უნდა მომწონდეს.


სულ ეს იყო...



პ.ს. მსგავსი დახასიათებები სხვა პოსტებშიც გაგრძელდება.



2 კომენტარი::

all about me said...

O o o Eget adamians mec vicnob:) upro metic chem saxshi cxovrobs, magram madisgan gansxvavebit chemi agresias da siborotes ver Málaga xolme da xshirad agmochenila uxerxul da samarcxvino mdgomareobashi, egeti xalxi Rica txovdebian da umartlebt mere magar madaze modian:((

ზიზი said...

all about me: ხო მადა ყველაზე მთავარი რამაა, რაც ემატებათ...

ხომ შეიძლება თმის შეჭრა მართლა იმის გამო მოუნდეს, რომ სხვა დაინახა. მერე თქვა კიდეც, რომ ამიტომ შეიჭერი და არა ის დიდი ტყული რომ თმები გცვივა :))) ეს რა სირცხვილია თუ რა?

 

შეიყვარო Template by Ipietoon Blogger Template | Gift Idea