5/18/2012

ბევრი რამ მოხდა. სახლი ვიყიდე, უფრო სწორედ პაწაწუნა ბინა, რომელშიც ვიცხოვრებ ალბათ. იმდენად დიდი კრედიტი ავიღე, რომ ეს საკითხი ძალიან მაფიქრებს. წესით ბედნიერი უნდა ვიყო, მაგრამ რაღაც მიშლის ხელს. დღევანდელი დღე იყო ძალიან მძიმე. მე, კიდევ ერთხელ, შევეჩეხე უსამართლობას ჩემს მიმართ. მე ვცდილობ ჩემს ირგვლივ ადამიანებს შევუქმნა კარგი პირობები - ხელფასი, დამოკიდებულება, განვითარებისთვის შესაბამისი ღონისძიებები, სასიამოვნო ატმოსფერო - მაგრამ არაფერი გამოდის. პასუხად მივიღე უამრავი ცუდი სიტყვა.... ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. ვიმსახურებდე მაინც, ვინერვიულებდი, ჩემს თავში მოვძებნიდი პრობლემას.. არც კი ვიცი რა მოვძებნო - ის ბევრ, რომ ვშრომობ? თუ რომ ვცდილობ ყველა დასაქმდეს და ყველას ჰქონდეს მინიმალური პირობები? სადაა პრობლემა? ერთი რამ დავაზუსტე - ქართველებს ადამიანურად არ უნდა მოექცე... ადამიანური დამოკიდებულება მათზე უარყოფითად მოქმედებს. ვფიქრობ - რა დავაშავე ასეთი ? ოდნავი პტივიცემა მაინც არ დავიმსახურე, რომ ასეთი სამარცხვინო სიტყვების ადრესატი არ ვიყო ?

5 კომენტარი::

kate said...

ჰეი, როგორ ხარ???
ახალ ბინას გილოცავ და გისურვებ, რომ კრედიტი მალე დაგეფაროს.


ვაიმე! მე ვეძებ მეორე სამსახურს. პირველი სამსახური თავისუფალ დღეებს მიტოვებს და მე ამიყვანე. ხმას არ ამოვიღებ :დდ

აუ უსამართლობა ისაა, რასაც არც კი ვიცი უკვე, როგორ უნდა ვებრძოლო. :(

ზიზი said...

კარგად შენ როგორ ხარ?

რა პროფესიის ხარ?

უსამართლობაა ბევრი რამ, რასაც მარტლა ვერ ვებრძვი.

kate said...

მეც არამიშავს.
პროფესიით ვარ ბანკირი. ანუ საბანკო საქმე და ვმუშაობ კიდევაც პროფესიით.

კი, ბევრი რამეა უსამართლოდ და რომ ვუფიქრდები, ვხვდები, რომ გაპროტესტებისას იმას კი არ გეუბნებიან, უი რა საამრთლიანი ხარო, არამედ რა შარიანი ხარო.

ზიზი said...

ხო ესააა საქართველო :)
ხანდახან ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთ ქვეყანაში დავიბადე, სადაც შრომა პატიოსანი დამოკიდებულება და ერთგულება - მართლა დაუფასებელია!

აქ ცხოველური მეთოდები ეფექტიანია...

kate said...

ხო, მართალი ხარ.

 

შეიყვარო Template by Ipietoon Blogger Template | Gift Idea