10/16/2010

ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, თურმე



რამდენიმე დღეა შეუძლოდ ვარ.

მარჯვნივ ყელთან, ჯირკვალი გამიმაგრდა და მტკივა.
ექიმთან წავედი ანალიზების ასაღებად.

სანამ წავიდოდი კი, მთელი ღამე სიზმარშ ვხედავდი რომ სისმსივნე მქონდა და რაღაც მგავსები.
ცოტა ზედმეტად განვიცადე.

გშინ რამდენიმე ანალიზი ავიღე: სისხლის საერთო, კიდევ სისხლის ოღონდ რაღაც ინფექციებზე, მუცლის ღრუს ექოსკოპია და ლიმფური ჯირკვლის ექოსკოპიაც.

მუცლის ღრუს ექსოსკოპიისას ისეთი რამეები მითხრა იმ ქალმა (არ ვიცი რა ეწოდებათ მათ ვინც ექოსკოპიას იღებენ), რომ შემეშინდა. რამდენჯერმე მკითხა კუჭი რატომ არ გტკივაო. არ მტკივა და არ მტკიებია. მოვატყუო ?

ლიმფური ჯირკვლის ექოსკოპიაც მან გადამიღო და შემაშნა 1 სმ-ით გაქვს გადიდებულიო.
მერე ჩემს ექიმთან ჩამომყვა და დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს.
მე ვიჯექი გარეთ და ვნერვიულობდი, მეგონა რაღაც საშიში დაავადება მჭირდა.

მერე შევედი ექიმთან და დავმშვიდდი როცა ვესაუბრე.


მითხრა, რომ ჯერ-ჯერობით ექოსკოპიის შედეგებით საშიშ არაფერი.

საღამოს სისხლის საერთო ანალიზის პასუხზე მივედი. ყველაფერი წესრიგშ მაქვს. მხოლოდ ჩხირბირთვიანი ნეიტროფილები მაქვს 8%. ანუ ნორმაზე 2%-ით მეტი.

ინფექციების დასადგენად ანალიზი ვენიდან ამიღეს, ცრემლიც გადმომიგორდა ჩემი სისხლის დანახვაზე :)... ამაზე პასუხს ორშაბათს ველოდები.

სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა.

და ბოლოს,
რამდენიმე თვის წინ, რომ გამეგო ავად ვარ არ ვიდარდებდი. ალბათ გამიხარდებოდა კიდეც...
მაშინ საგნებს ერთმანეთს ხომ ვერ ვუკავშირებდი.

ახლა კი, ჩემს ჯანმრთელობაზე კიდევ ერთი ადამიანი ფიქრობს.....




5 კომენტარი::

Kate said...

ჰაჰააა,
ჩემნაირად შეგაშინეს ე. ი. შენ.
მეც იგივე რაღაცეები მითხრეს და მერე სისხლმა წესრიგი აჩვენა :D


მეც ვენიდან ამიღეს სისხლი.

ზიზი said...

ხო რას გვაშინებენ. ეხლაც ორშაბათს მოლოდინით შევყურებ :) არა და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

Anonymous said...

Kvelaperi kargad ikneba:) me agar meshinia venidan sisxlis. Agebis, sircxvilia rom vtkva kidec 2 mshobiarobis mere:)))) p.s. Exla samshobiaroshi var elene daibada:)

ზიზი said...

all about me:
ვაა რა კარგი ამბავია ...

გილოცავ!!!!!!!!

ჯანმრთელობას და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ!!!

Kate said...

ხო არვიცი რა.
მეც ისე შემაშინა ექოსკოპისტმა.

 

შეიყვარო Template by Ipietoon Blogger Template | Gift Idea