7/27/2010

ისეთი კარგი დრო იყო


შაბათს დილით გამოცდა მქონდა. კარგად ჩავაბარე. შედეგად A დონეზე ვარ.

მერე კი,
ეს დღეები სოფელში გავატარე.

კარგი იყო.
სუფთა ჰაერი.
ჰამაკი.
სიმშვიდე.
ატენის ხეობა.
მდინარე ტანა.
და მამაჩემის დამზადებული ცოტა წითელი ღვინო.

ეს დღეები კიდევ სხვა რამეც იყო.
ახალი არაფერი, უბრალოდ ფიქრი.

სოფელი ეს ის ადგილია სადაც ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი გავატარე.
მიყვარს იქაურობა.
სახლი,
ეზო,
ხე,
ეზოს ბუჩქებგი.
და ხვლიკებიც კი რომლებიც ხანდახან დახტიან ეზოში.

მიყვარ გადამწვანებული ხეივანი და ეზო.
მართლა ლამაზია.

მიყვარს ეზოს კარები, რომელსაც დახურვისას თავისებური ხმა აქვს.

კიდევ სახლის სახურავი მიყვარს, გამორჩეული ფერი აქვს.
კიდევ კიბეებიც მიყვარს, სულ 3 საფეხურია.
ამ კიბეებზე დიდ დროს ვატარებდი ხოლმე. მიყვარს კიბეებზე ჯდომა.

ეს ყველაფერი მახსენებს იმას, რაც უკვე იყო.
ბევრი რამ იყო.
ალბათ პირველი უცნაური სიყვარული.
მეგობრობაც.
იმედგაცრუებაც.
ანუ სტანდარტულად იყო.

მაგრამ ეხლა დრომ დამაფიქრა.
რა მალე გადის არა დროს?
თითქოს წინა დღის ამბავს ვიხსენებდი.
არა და 5 წელიწადზე მეტია გასული.

რა კარგი დრო იყო.
ხალხი თითქოს არ შეცვლილა, ყველა ისევ ისეთია.
უბრალოდ სხვა თაობები დაემატნენ.

ვფიქრობდი და ვიხსენებდი იმ დროს, რაც იქ გამიტარებია.

ეს კარგი დრო იყო.
ბებოც ცოცხალი იყო.
ბებო ჩემთან რჩებოდა ხოლმე მარტო რომ არ ვყოფილიყავი.
საღამოს ლამფას ანთებულს ტოვებდა და მეც სირბილით გავირბენდი ხოლმე სიბნელეში ეზოს.
ბებო კი გაიღვიძებდა ხოლმე და 'შვილო მოხვედი?'

ასე იყო თითქმის ყოველი დღე.

ჰმ, ეხლა გამახსენდა ღამის სიბნელეში სახლის კარებთან წაკითხული ლექსი.

კარგი დრო იყო.
ისეთი მსუბუქი.
მშვიდი.

მეც სხვანაირი ვიყავი.
ხალისიანი.
კი ძალიან ხალისიანი.

ეხლა კი ბევრი შემიძლია და ცოტას ხალისი მაქვს.


ისე იმაზეც ვფიქრობდი, ნეტავ დრო ხომ არ დავკარგე? ან გავფლანგე?
იქნებ შვილზე მეფიქრა მაშინ.
რა ვიცი.
არ ვიცი როგორ სჯობდა.
თუ ის სჯობია ის რაც ახლა ვარ?
არა და ეს რას მაძლევს?

არ ვიცი...

არაფერიც არ ვიცი.

ის ვიცი რომ ის კარგი დრო იყო.

ისე მათბობს იმ დროის გახსენება.
ბებოც მათბობს , ბებო ბებო...
ისე ძაან მიყვარდი ბებო, ჩემო უთბილესო.

როგორ მენატრებიან ადამიანები, გარემო...
ყველაფერი მენატრება.

ეს სამი დღეა ცოტა სევდა მომემატა.
რატომ ნეტა.

დროის ბრალია.

ისეთი კარგი დრო იყო...
მენატრება.








6 კომენტარი::

Kate said...

რამდენი რამე მახსენდება მეც შენსავით.
დაროგორ გული მწყდება, რომ ყველაფერმა უკვე ჩაიარა და არასოდეს განმეორდება. :((

ზიზი said...

Kate:
ხო რაღაც უცნაური მოსევდიანო შეგრძნებაა. ..განსაკუთრებით იმ ადგილებში და იგივე გარემოში მოხვედრა გახსენებს...

Anonymous said...

exla mtavaria casulze bevri ar vipikrot da upro meti dro ar davkargot:)

ზიზი said...

all about me:
საერთოდ ასე სჯობს, მაგრამ რომ გეფიქრება :)

Kate said...

ეგ კი სჯობს, მაგრამ მოგონება ისეთი რამეა, მაინც ამოგიტივტივდება :(

ზიზი said...

Kate:
ხო, მასეა მასე.. :(

 

შეიყვარო Template by Ipietoon Blogger Template | Gift Idea