9/19/2010

ბოლო გასეირნება


რამდენიმე დღე ბათუმში ვიყავი.

კარგი იყო.

თურმე რა კარგი ყოფილა დედასთან ერთად დასვენება.
არ გაწუხებს არაფერზე, პირიქით ყველაფერს აკეთებს რომ კომფორტულად იყო... იდეალურად ვიყავით. დედაც კმაყოფილი იყო და მეც.

მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი გზით დავიღალე, კარგია რომ მანქანით წავედი. ამიტომაც თითქმის ყოველდღე სარფში დავდიოდით. იქაური სანაპირო და ზღვა ძალიან მიყვარს.

ჩვენს მასპინძელს მერაბი ერქვა. ბევრი ლაპარაკიც უყვარდა. ცოლი სკოლის დირექტორი იყო და ჩვენთვის კარგია რომ არ ეცალა :). პირველი დღე რომ გათენდა, ბატონმა მეერაბმა სოფლის მეორნეობაზე 1 სააქთი გვესაუბრა... ჩაი და ციტრუსები განვიხილეთ.. აგრონომი ყოფილა პროფესიით და ნოსტალგია ჰქონდა როგორც ჩანს. მეორე დილას ჩქრა დავემშვიდობე ბატონ მერაბს, ჩვენს სოფლის მეორუნეობას საუბრით არაფერი ეშველება და... წავედით...

ისე კი ძალიან ყურადღებიანი მასპინძელი იყო. ხშირად ყავასაც კი ამზადებდა ჩემთვის და დედასთვის.

საბედნიეროდ ამინდები მშვენიერი იყო და ბევრი ჭყუმპალაობაც მოვახერხე. რაც მთავარია კიდევ უფრო მეტად გავირუჯე..

...ესეც ასე,
დავბრუნდი დედაქალაქში და აქ ყოფნა კი არ მინდა...
არც თბილისი მინდა, არც აქაური ცხოვრების რეჟიმი და საერთოდ

ამ ქალაქში თავს კარგად ვერ ვგრძნობ.




***
***
ერთი რამე ძალიან მაკვირვებს:
შეიძლება ადამიანს ყოველდღე ხვდებოდე, ბედნიერი იყოს ისიც და შენც, შენთან ერთად ცხოვრება უნდოდეს და მაინც არ უყვარდე.

ჩემი კომენტარი: არ ვიცი.

***
და ეს ერთიც მაკვირვებს:
ადამიანი შენთვის ძვირფასია, კარგად ხარ, თითქმის იდეალურად, ურთიერთგაგება-შეგნების უმაღლესი ხარისხი ...

და მაინც ... აქტუალური ორაზროვნება ...

პ.ს. როგორც თავად ამბობს ''მენატრები'' გადაჭარბებულად ''ისე" ჟღერს. ამიტომ, მომენატრა, 1 კვირაა არ მინახავს.







7 კომენტარი::

Anonymous said...

me madlobis girsac ar mxdis :) da xandaxan gamarjobis girs chemive saxslshi:) gamixarda rom daisvene bolo postebi momecona etkoba uketesad grdznob tavs da aba shen ici agar moickino:))) me kide vemzadebi samshobiarod:)

ზიზი said...

all about me:
თავს მართლა უკეთ ვგრძნობ :)

ვაა რა მაგარია. გოგოა თუ ბიჭი?

Anonymous said...

Gogoa :)

Kate said...

უი საკუთარი მანქანით ამხელა გზაზე წახვედი??? ეტყობა დიდი ხანია ატარებ. თეთრი შურით მშურს. ძალიან კარგი.
სარფი მეც ძალიან მიყვარს. გარდა იმისა, რომ სუფთაა, მშვიდია უფრო მეტად.

ზიზი said...

all about me: მშვიდობიან მშობიარობას გისურვებ!


kate: არც ისე დიდი ხანია, მე-3 წელია. მსიმოვნებს მანქანის მართვა, უბრალოდ მოსაბეზრებელა 5 საათი ჯდომა :))

ხო სარფი ძალიან მომწონს. ეხლა ბათუმშიც სიმშვიდეა ისე, თურმე საუკეთესო დრო ყოფილა დასასვნებელად და არც ვიცოდი

Kate said...

კი, სექტემბრის ბათუმი ყველას სჯობს. ხალხი ცოტაა და სიმშვიდეა. თან კარგი ამინდია.


აუ მე კი ახლა მინდა რომ ვისწავლო და ჩავაბარო. ძალიან მინდა, რომ მართვის მოწმობა მქონდეს.

ზიზი said...

Kate: აუცილებლად ჩააბარებ თუ მოინდომებ. მე გმაიჭირდა 4 პრაქტიკულ გმოაცდაზე გავედი, მაგრამ ბოლოს ყველა აბარებს:)

 

შეიყვარო Template by Ipietoon Blogger Template | Gift Idea