5/15/2009

როდესაც დავბრუნდები

დღევანდელი დღე სასიამოვნოდ დამღლელი იყო.

დილას ბიბლოთეკაში მივდიოდი, შუქნიშანზე გადავედი და მესმის საუბარი. შევხედე თითქოს ქართული სახეებია. ჩავუარე, თან სმენა დავძაბე გამეგო რა ენაზე საუბრობდნენ. ვერაფერი გავიგე. მამაკაცები ისე იდგნენ და ათვალიერებდნენ ქერა გოგონებს, აუცილებლად ქართველები არიანთქო, ვიფიქრე. შევედი ბიბლოთეკაში, ჩემი საყვარელი აპარატის კაპუჩინო ავიღე და გამოვედი ნელ-ნელა. ეს ჯგუფი ისევ იქ იყო. გავჩერდი ახლოს, და ვუსმენ, ვფიქრობ, ქართული სიტყვებია? თუ არა... ვერ ვარჩევ. რა დამემართა არ ვიცი. თავადაც გაშტერებულები მიყურებდნენ, ვიფიქრე მივალ და ვკითხავ მეთქი. მივუახლოვდი და ის იყო უნდა მეკითხა, ინგლისური საუბარი მოვისმინე. გამოვბრუნდი და წამოვედი უკან.... მოჩვენებები მაქვს, ალბათ მომნატრა "ლაივი" ქართული, ქუჩაში ემოციური დიალოგები, აქ ეგეთი იშვიათადაა, უფრო მშვიდი ხალხია. და მაინც ქართული საუბარი მომნატრა. დღეს შევნიშნე, პოლონურად დავიწყე ფიქრი. კარგია თუ ცუდი არ ვიცი.

ლექციის მერე ოფისში წავედი, სადაც სტაჟირებას გავდივარ.

იქ ისევ ისეთი მყუდრო, სამუშაო და მეგობრული გარემო დამხვდა.

ძალიან შემიყვარდა ის ხალხი ვინც იქ მუშაობს. ასე კარგად თავი არც ერთ სამსახურში არ მიგვრძნია. განსაკუთრებით ერთი კაცი მომწონს, პატივს ვცემ, ასეთი კარგი ადამიანი იშვიათად მინახავს. ბატონ ადამს ორგანიზაციაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამდებობა უკავია. ისეთი უბრალო და საყვარელი ადამიანია, ისეთი გულისხმიერი.

დღეს მკითხა, არ გინდა 2 კვირიან ტრეინინგებში მონაწილეობის მიღებაო? გამეღიმა, არ ველოდი, არა და მაგ პროგრამაზე საქართველოდან წელს 50 ადამიანს ჰქონდა საბუთები წარდგენილი. და მე ასე ადვილად? კმაყოფილმა ვუპასუხე: - სიამოვნებით! საბუთების შეტანის ვადა გასულია უკვე, კონკურსიც დასრულებული ამ ადამიანმა კი მონაწილეთა სიაში ჩამწერა. ასე რომ პოლონეთში ცოტა მეტ ხანს მომიწევს დარჩენა, მაგრამ კარგია...

ამავდროულად ერთ პროექტზე ვმუშაობ, და ცოტა რთულია ჩემთვის უცხო ქვეყანაში ღონისძიებების განხორციელება, აქ კი ყველა მე მეხმარება, და ჩემი სამუშაო მიადვილდება. სასიამოვნო და თბილი ხალხია, როდესაც დავბრუნდები ძალიან მომენატრებიან ყველანი!

4 კომენტარი::

Toma said...

რა პროგრამით ხარ წასული ? :)

ზიზი said...

polish-american frreedom foundation, Lane Kirkland Scholarship Program

vasasi said...

ოო, გული ამიჩუყდა და მეც მომინდა პოლონეთში...


ქართულ ტყემალს ჩამოგიტანდი..
და აჯიკას..

:)

და შენ აეროპორტში დამხვდებოდი, მე მოგაწვდიდი ქართული სასუსნავით დატვირთულ ორ უზარმაზარ ტყავის ჩანთას, მოვაჯდებოდი ბაიას ცოცხს და გამოვფრინდებოდი საქართველოში..

ზიზი said...

აჯიკა და ტყემალი coming soon
მინდა თუ არ მინდა
მაგრამ მე მართლა მენატრება უკვე აქაურობა
ადაპტაცია რამდენადაც იყო ძნელი, ისევეა განშორება :(:(

ძნელია, გარდაუვალი მაგრამ მესაინტორესოება :)

პ.ს. ჩათვალე რომ უკვე ჩამომიტანე :)

 

შეიყვარო Template by Ipietoon Blogger Template | Gift Idea