1/19/2012

როგორი ვიყავი და ახლა როგორი ვარ


მომინდა თვალი გადამევლო წარსულისთვის, რათა კიდევ ერთხელ გავიხსენო, როგორი ვიყავი და ახლა როგორი ვარ.

რამდენიმე წლის წინ, როდესაც ოფის მენეჯერეად ვმუშაობდი, ძალიან მორიდებული და მორცხვი ვიყავი. სამსახურებრივ შეხვედრებზე ძირითადად ჩუმად ვიყავი. ხმის ამოღება ჩემთვის სამარცხვინო იყო, ხან მეშინოდა, მეგონა რაღაც სისულელეს ვიტყოდი. სწორედ ამიტომ ყოველთვის განზე ვიდექი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მშრომელი ადამიანი ვიყავი და დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ჩემს საქმეს.

ამ პერიოდმა ისე განვლო, რომ ჩემი შრომა არავის დაუფასებია. უფრო უარესიც, ძველი ხელმღვანელი, როდესაც სამსახურიდან გადადიოდა მოვიდა, მოურიდებლად მეჩხუბა (ნამდვილად ასე იყო) და მითხრა "ბედნიერი ვარ, რომ აქედან მივდივარ და შენ აღარ გნახავ".

ჩემთვის წარმოუდგენელია ასეთი რამ ვუთხრა ვინმეს და ამ ხარისხის მორალური ზიანი მივაყენო. თავს როგორ ვიგრძნობდი ამ სიტყვების მერე? ალბათ ადვილი მისახვედრია... სამსახურიდან წასვლას ვაპირებდი ... სიკვდილიც მინდოდა... მაგრამ დავუბრუნდი ჩვეულ რეჟიმს, სხვა გზა არ მქონდა, რადგან მარტივი რამ - ფული იყო საჭირო, თუნდაც ის 100 დოლარი, რომელსაც ყოველთვიურად ვღებულობდი 3 წლის განმავლობაში. ძველი ხელმძღვანელი წასვლის მერე თითქოს დათბა ჩემს მიმართ, მაგრამ ....
ეს სიტყვები მე ყოველთვის მემახსოვრება, როგორც ყველაზე დამამცირებელი.

გავიდა დრო.
ბევრი რამ შეიცვალა.

მე უფრო კარგ ანაზღაურებაზე და პოზიციაზე დავიწყე მუშაობა.

მერე, სასწავლებლად წავედი ევროპაში.
არც იქ იყო ყელაფერი იდეალურად, მაგრამ ჩვეულებრივი სირთულეები ცხოვრებაში მუდმივად გვხვდება ...
შემდეგ, სწავლა სხვა კონტინენტზე განვაგრძე.
დაუვიწყარი იყო ამერიკა.
ეს ის ქვეყანაა, სადაც მე თავს პიროვნებად ვგრძნობდი.
მეტი გვჭირდება ?

დავბრუნდი.

დამხვდა გაბოროტებული ადამიანების გუნდი. გამიჭირდა რეინტეგრაცია. თითქოს დამვიწყებოდა ყველაფერი ის, რაც აქ ხდებოდა.
ერთი დიდი ნაკლი მქვს - ჩემს ინტეგრაციას საზოგადოებაში და ორიენტაციის პერიოდს ყოველთვის ბევრ დროს ვუთმობ. ამიტომ ეს პერიოდი უფრო მეტ ხანს გაგრძელდა, ვიდრე საჭირო იყო.

სწორედ ამ პერიოდში სამსახურში დამაწინაურეს. ფორმალურად.
იყო ბევრი წინააღმდეგობები. ბევრი! ძალიან ბევრი რამ ხდებოდა რაც გულს მტკენდა. ყველა მე ბლოკავდა. ამ ყველაფერს თავისი მიზეზი ჰქონდა - მე არ ვიყავი მათთვის "ვინმე" ან "რაღაც". მათთვის ვიყავი ერთი ჩვეულერივი გოგო, რომელიც სულაც არ იმსახურებდა არც იმ სამსახურებრივ პოზიციას და არც ვინმეს ყურადღებას.
:)

ერთხელ ვახშამზე ვიყავი. თხუთმეტამდე ადამიანი იჯდა. მათ შორის უფრო საპატივსაცემო ანუ ავტორიტეტული ადამიანები ვიდრე მე. და სხვები, რომლებიც ამ ადამიანს უკმევდნენ და ეპირფერებოდნენ.

მე კი ვიჯექი იქ სუფრის ბოლოში, საცოდავად... არ ვაჭარბებ.
ვიჯექი ჩუმად და ამ ლხენას ვადევნებდი თვალს. აქვე განმვარტავ, რომ მე ვიყავი ხელმძღვანელი მაშინ ერთი სამსახურის და სხვები ჩემზე დაბლა მდგომნი. მაგრამ მათი მხრიდნ მე პატივისცემას არ ვიმსახურებდი - რა უცნაურია.
ასე ცუდად თავი არასოდეს მიგრძვნია.
მე ვიყავი 0 - Zero.
დიახ აქ ამ ქვეყანაში, იქ სადაც გავიზარდე, ის რომელიც ჩემი სამშობლოა, იქ სადაც ვცხოვრობ თავს ვგრძნობდი დამცირებულად.
სწორედ ასეთ დროს ამერიკული მონატრება მომეძალება ხოლმე.
ამ ამბავმა ჩაიარა.
იმ ადამიანების დამოკიდებულება ბუნებრივია არ შეცვლილა, და მერეც ხშირად ცდილობდნენ ჩემს იგნორირებას.

გავიდა დრო.
მე უფრო წარმატებული ადამიანი გავხდი.
უფრო მეტი კარგი საქის განხორციელება შევძელი.
თითქოს მათთვის, ვინც უფრო ნეგატიურ დამოკიდებუელებებით აქტიურობდნენ ჩემს მიმართ საჭირო ადამიანად ვიქეცი.

კიდევ გავიდა დრო.
ბევრ შემთხვევაში ვხვდებოდი წინააღმდეგობებს, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ჩემი მორიდებულობით ყოველთვის ჩრდილში ვიდექი. სხვები კი.... ისეთი თამამები არიან. ქედმაღლები, ამაყები. მე ისე მიკვირს ხოლმე. საიდან შეიძლება ჰქონდეს ადამიანს ამდენი სიამაყე, რა იწვევს ამას?
სწორედ ამ ნაკლოვანების გამო ჩრდილში ვრჩებოდი ხშირად ...


მერე....
ამას დაემატა ისიც, რომ მე facebook-ზე ჩემი relationship სტატუსი შევცვლე.
საოცრია და ამან ჩემს იმიჯზე იმოქმედა. არ ველოდი.
ვღებულბდი მოლოცვებს, რის? სიყვარულის. ვისი? ერთი ადამიანის, რომლის სტატუსიც აღმოჩნდა სახარბიელო სხვებისთვისაც.
გამეცინა.
გამიკვირდა.
დავრწუმნდი მათ არარაობაში.
ის ადამიანები, რომლებიც არაფრად მიმიჩნევდნენ ახლა სახლში სტუმრად მეპატიჟებიან.
სხვეიბ კი, რომლებსაც მხოლოდ ვერბალურად ვესალმბოდი, ახლა დგებიან, ხელს მართმევენ .... კომპლიმენტებსაც არ იშურებენ...

ნეტავ რა არის ამის მიზეზი?

რა და ....

სინამდვილეში ყველანი სნობები ხართ!

არა და მე ისევ ის ადამიანი ვარ!

მე ისევ ამერიკა მიყვარს, გნებავთ მეც სნობი მიწოდეთ.


2 კომენტარი::

VeKa said...

ცხოვრება საუკეთესო მასწავლებელია

ზიზი said...

გეთანხმები veka ...

 

შეიყვარო Template by Ipietoon Blogger Template | Gift Idea