10/27/2012
როცა ორსულად ხარ
10/04/2012
ყველა და ყველაფერი ფეხებზე მკიდია
8/21/2012
არაფერი - აგვისტო
5/18/2012
4/27/2012
იმის შვილსაც ასე მოექცევიან?
3/30/2012
14 საათიანი მუშაობა
2 დღით ვიყავი ქალაქგარეთ და ჩემს შეყვარებულთან ერთად დრო ძალიან სასიამოვნოდ გავატარე.
სასიამოვნო იყო მასთან ერთად ყოფნა. უჩვეულოც... რადგან ჩვენ მარტონი არ ვიყავით, თანაც ღონისძიება რომელსაც ვესწრებოდით, ძალიან ოფიციალური იყო.
ალბათ ამან განაპირობა ჩემი უჩვეულო განცდა მის მიმართ.
მიყვარს და კიდევ უფრო მიყვარს.
ახლა კი ვღელავ... ოდნავ...
სულ ველოდები, რომ რაღაც შეიცვლება, რა თქმა უნდა უკეთესობისკენ..
ველი...
დღეს ცოტა მოვიწყინე....
მცირეოდენი რამ საკმარისია, რომ ცუდ განწყობაზე დავდგე...
ადამიანების ნეგატიური დამოკიდებულება ჩემს მიმართ ძალიან ცუდად მოქმედებს...
არა და მე ძალიან კეთილი გული მაქვს, გადაჭარბებულად კარგად ვექცევი ადამიანებს... არა და არც კი იმსახურეენ ისინი ამას.
ძალიან ბევრი ადამიანი ჩემი შრომის შედეგად ახლა უკეთესად გრძნობს თავს. არ ვამბობ გადაჭარბებულად, ეს სინამდვილეა. თუმცა ... მათი დამოკიდებულება ცუდად მოქმედებს ჩემზე.
მინდა რამე შეიცვალოს...
განსაკუთრებით კი სამსახური... რამე ახალი მინდა ვაკეთო. დავიღალე ამ რეჟიმში ცხოვრებით.
დილით 10-ზე სამასხურში ვარ, მაშინვე იწყება - ზარები, შეკითხვები, შეხვედრები, დედლაინები..
საღამო ისე მოდის ყველაფერი დასრულებული არც კი მაქვს ხოლმე.
მერე სახლში მივდივარ, ისევ კოპიუტერი, ისევ მუშაობა და დედლაინები.
ჩემი მთელი დრო საქმეს მიაქვს.
შეყვარებულს ძირითადად 9 ან 10 საათიდან 12 საათამდე ვხვდები.
ანუ მას 3 საათს ვუთმობ. (ესეც ყოველდღე არ ხდება)
ღამის 2 საათიდან დილის 8:30 საათამდე მძინავს, ანუ 6,5 საათი ზილისვის მაქვს.
24 - 6.5 -3 = 14,5
ანუ მე სამასხურისთვის საშუალოდ დღეში 14 საათს ვხარჯავ.
ამას დავუმატოთ შაბათი და კვირა, რომელსაც, როგორ წესი სახლში მუშაობაში ვატარებ.
ეს ნორმალურია?
მე მინდა ისეთი სამსახური, რომელიც მომცემს საშუალებას:
- მქონდეს თავისუფალი დროც, რომელსაც ჩემს თავსაც დავუთმობ;
- მქონდეს საკმარისი ხელფასი იმისათის, რომ 10 წლიან კრედიტით მაინც ბინის ყიდვა შევძლო;
- მქნოდეს მშვიდი გარმეო, და საქმის კეთების გარდა, ნერვიულობა და დაძაბულობაც არ მევალებოდეს.
იქნებ....
3/25/2012
როგორ მიიღწევა წარმატება?
- არსებითი მნიშვნელობა აქვს სასტარტო მდგომარეობას ანუ საიდან იწყებ? ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც თავიდანვე დიდი ხელშეწყობა აქვთ - ყველაფერი ძალიან ადვილია. სხვებს კი, რომლებსაც არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ, ძალიან დიდი შრომისა და ბრძოლის შედეგად უწევთ ნებისმიერი რამის მიღწევა.
ეს ძალიან ძნელია, თუმცა დამეთანხმებით უფრო საინტერესო.
მე მეორე კატეგორიას განვეკუთვნები, ძალიან ბევრს ვშრომობ და ვცდილობ, რომ რაღაც შედეგებზე გავიდე, მაგრამ ძალიან რთულია, როცა მარტო ხარ ასეთ "ბრძოლაში". - ხასიაათი. დიახ ადმაიანის ხასიათს აქვს დიდი მნიშვნელობა. ხარ კეთილგანწყობილი ყველას მიმართ თუ არა ? არ ხარ? არც უნდა იყო, მთავარია რამდენად კარგად თამაშობ სასიამოვნო ადმაიანის როლს... თუ წარმატებულად მოქმედებ, ხშირად იტყვიან - სასიამოვნო ქალია/კაცია. თუ არა - პრობლემური ქალია/კაცია... ეს კი შენზე ნეგატიურ გავლენას მოახდეს.
- თავის დაჭერა. საოცარია არა? შენ უნდა იცოდე როგორ დაიჭირო თავი. როგორ შეიქმნა "მაგარი როჟიშ" იმიჯით.. კომპეტენცია შეგნებულად არ ვახსენე, ეს მე-100 დონეზეა. მოკლედ რაც უფრო ტავმდაბალი იქნები, ყველა თავზე გადაგივლის, აბუჩად აგიგდებენ, არც პატივს გცემენ... შენი თავმდაბლობა ბოლოს მოგიღებს, მერე კი როცა მიხვდები არ უნდა იყო თავმდაბალი , გული დაგწყდება ... ამიტომ სანამ ინანებ, ითამაშე მაგარი ტიპის როლი...
ამ პუნნქტის შემდეგ გაგრძელება აღარ არის საჭირო, რადგან ეს საქართველოა
ასევე არ დავწერე არაფერი შრომაზე, ეს თავისთავად იგულისხმება, მაგრამ მხოლოდ შრომა არაა საკმარისი....
და ბოლო რჩევა. - და თუ მაინც მიაღწევ წარმატებას, მზად იყავი, რომ ძალიან ბევრ ცუდს გაგიკეთებენ, შეეცდებიან დაგრთგუნონ, აბუჩად აგიგდონ, შენი როლი დაბლა დასწიონ, სანაცვლოდ თავისი გაზარდონ, შეგეწინააღმდეგონ, არ გცენ პატივი, დაგბლოკონ, წაგართვან რაც წასართმევია, ჩაგენაცვლონ, შეგიძულონ, გაგჭორონ, არც დაცინვსა მოერიდებიან....
თუ წარმატებული ხარ, მზად იყავი რომ შენ ხშირად იქნები ბოროტების ობიექტი.
3/19/2012
სულ ერთი
3/16/2012
ქალის განმარტებას ვაპროტესტებ!
3/11/2012
არაფერი მინდა
3/08/2012
იქნებ "რაღაც" შეიცვალოს?
ქალთა საერთაშორისო დღე — აღინიშნება ყოველი წლის 8 მარტს. ეს არის ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტური პარტიის დეკლარაციის შემდეგ აღინიშნა.
3/06/2012
5 რჩევა თუ იმედგაცრუებული ხართ
3/03/2012
60 რჩევა დასვენების დღეებისათვის და მინიმალური დანახარჯები
შაბათი და კვირა მნიშვნელოვანი დღეებია, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მთელი კვირა აქტიურად მუშაობენ.
ქვემოთ არის ჩამონათვალი იმისა, თუ როგორ შეიძლება გაატაროს ადამიანმა დასვენების დღეები. სია არ არის სრული და არც უნივერსალური, დამოკიდებულია თქვენს ინტერესებსა და შესაძლებლობებზე.
სიის მთავარი პრინციპი კი არის ნაკლები რესურსების საჭიროება - ამ ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ მინიმალური დანახარჯებით ან სრულიად უფასოდ!
მაშ ასე:
ჩამოაფარეთ ფარდები, ჩაკეტეთ კარი, რომ არავინ შეგაწუხოთ და დილით კარგად გამოიძინეთ.
შეამოწმეთ კალენდრები, დაადგინეთ რა ღონისძიებებია თქვენს ქალაქში.
ეწვიეთ საზოგადოერივ ბიბლიოთეკას, რომელიც არის სრულიად უფასო და
სადაც შეიძლება საინტერესო მასალების გაცნობა.
მონაწილეობა მიიღეთ საზოგადოებრივ სპორტულ თამაშებში.
გადახედეთ თქვენს ფინანსურ ანგარიშებსა და დოკუმენტაციას. შესაძლოა ეს არ არის გართობა, მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა საჭირო იყოს.
შეამოწმეთ რომელიმე პოდკასტი, ეს მშვენიერი რამ არის, სადაც ყველაზე მაღალი დონის აუდიო პროგრამები არის ხელმისაწვდომი უფასოდ. თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება მარტივად iTunes-ის გამოყენებით და სხვა.
გაერთეთ კომპიუტერული თამაშებით.
გამოაცხვეთ პური სახლში. ყველას შეუძლია ამის გაკეთება, თუ მოინდომებს.
ისწავლეთ Juggle. გჭირდებათ სამი ბურთი და ვიდეო სადაც ნაჩვენებია ეს თამაში. გაითვალისწინეთ, რომ თუ ბურთი არ გაქვთ შეგიძლიათ გამოიყენოთ მრგვალი ხილი/ბოსტნეული.
ისწავლეთ მანქანაში ზეთის გამოცვლა. იქნებ დროა? ეს ძალიან სასარგებლო უნარია, გამოგადგებათ!
დაეკონტაქტეთ თქვენს მეზობლებს. ეცადე გაიცნო ახალი და კარგი მეზობლები, თუ ჯერ კიდევ არ იცნობ მათ. თუმცა, აუცილებელი არ არის მეზობლები გახდენ მეგობრები!
გადაქექე კარადები და მოძებნე ნებისმიერი ნივთი. შეიძლება საინტერესო რამ აღმოაჩინო.
გაასუფთავეთ თქვენი მედია კოლექცია - წიგნები, დისკები, CD და ა.შ.
შეადგინეთ სია სახელწოდებით “101 მიზანი 1001 დღეში” - შემდეგ დაიწყე ზოგიერთი მათგანის შესრულება.
მიიღეთ გადაწყვეტილება და დაწერეთ ამის შესახებ.
განახორციელეთ საყოფაცხოვრებო შემოწმება, მოძებნეთ სახლში იქნებ დაგრჩათ რამე გასაკეთებელი? (დამწვარი ნათურები და სხვა.).
ინტერნეტში მოძებნეთ საინტერესო ისტორიული და კულტურული ადგილები თქვენს ქალაქში, შემდეგ კი მოიახულეთ.
შეისწავლეთ ქსოვა. შესაძლოა თქვენს ძვირფას ადამიანს კარგი საჩუქარი გაუკეთოთ.
გადაიღეთ და გაუზიარეთ ფოტოები.
დაწერეთ ბლოგი საინტერესო თემაზე.
ეწვიეთ უფასო მუზეუმს.
ეწვიეთ ზოოპარკს.
ისწავლეთ როგორ დაწეროთ კარგი თემა თქვენთვის საინტერესო საკითხზე. გამოიყენეთ ღია რესურსები.
მოამზადეთ გემრიელი კერძი.
გააკეთეთ Excel-ის დოკუმენტი და დაიწყეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობის კონტროლი.
ითამაშეთ ფეხბურთი.
თუ სახლში გაქვთ სკანერი, აიღეთ თქვენი ძველი ფოტოები და დაასკანერეთ, შემდეგ კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს.
ეწვიეთ კინოთეატრს და ნახეთ კარგი ფილმი.
შეისწავლეთ ან/და ივარჯიშეთ იოგა.
მიხედეთ თმას – შეიჭერით, შეიღებეთ...
ააშენეთ რამდენიმე ქაღალდის თვითმფრინავი, გაუშვით ეზოში და ნახეთ რომელი ფრიალებს უკეთ.
გადაადგილეთ ავეჯი ოთახში.
საგულდაგულოდ დაასუფთავეთ ის კუთხე სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებთ.
წაიკითხეთ გასართობი წიგნი.
დაურეკეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ.
გაისეირნეთ ბუნებაში და დაკავდით გარკვეული ნივთების შეგროვებით (გამხმარი მცენარეები, გირჩი და სხვა.).
დაიწყეთ უცხო ენის შესწავლა.
დაამზადეთ გარკვეული ხელნაკეთი მისალოცი (დაბადების დღე / საშობაო ბარათი და სხვა).
დაჯექით თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად და ისაუბრეთ მიზნებზე და მისი მიღწევის გზებზე.
ითამაშეთ ბოულინგი.
სცადეთ შეისწავლოთ მედიტაციის ტექნიკა.
დაესწარით რელიგიურ მსახურებას (წირვა, ლოცვები). გმაშააკეთეთ ეს მაშინაც კი, თუ მორწმუნე არ ხართ, შესაძლოა ამას საგანმანათლებლო მნიშვნელობა ჰქონდეს.
წაიკითხეთ "დიდი" წიგნი. აქ იგულისხმება წიგნი, რომელიც საფრთხეს უქმნის თქვენს რწმენას, იდეებს, ცნობიერებას. ეს ყოველთვის კარგი გონებრივი workout-ია.
წადით საცურაო აუზზე.
ჩართეთ უცხოური არხი და უყურეთ გასართობ შოუს.
გაუშვით ბუშტები. ამისათვის აურიეთ თხევადი სარეცხი საპონი და ცოტა წყალი (1/4 ჭიქა სარეცხი და 3/4 ჭიქა წყალი). გააკეთეთ მავთულის მარყუჟი და ბუშტებისთვის ყველაფერი მზად არის.
დაწერეთ წერილი თქვენი მომავალი შვილი ან შვილიშვილისთვის. შესაძლოა მათ საინტერესო გამოცდილება გაუზიაროთ.
საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრები წინასწარ მოამზადეთ.
სცადეთ შეასრულოთ საყვარელი მელოდიები მუსიკალურ ინსტრუმენტზე.
დაგეგმეთ მომავალი ზაფხულის ან ზამთრის დასვენება.
აიღეთ და წაიკითხეთ ქალაქის უფასო გაზეთი (თბილისში ასეთი 1 მახსენდება :)).
უბრალოდ იხეტიალეთ ფეხით, მანქანით. ვინ იცის, იქნებ რა სახის საინტერესო რამეს წააწყდებით?
გაართეთ ბავშვი. თუ ასეთი გყავთ ირგვლივ, მათ ძალიან პოზიტიური ენერგია აქვთ.
დაეხმარეთ მოხუცებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს (მოუმზადეთ კერძი, წაუკითხეთ წიგნი და სხვა.).
ნახეთ ახალი და საინტერესო სპექტაკლი.
წადით ცეკვის გაკვეთილებზე.
აღმოაჩინეთ ახალი მუსიკა, რომელიც გინდათ. ჩამოტვირთეთ last.fm. ან სხვა.
ააშენეთ მუყაოს ციხე. ამოჭერით კარები და ფანჯრები...
წადით სალაშქროდ.
ისეირნეთ ველოსიპედით (თუ რა თქმა უნდა გაქვთ და თანაც ქუთაისში ცხოვრობთ:)).
რაც ყველაზე მთავარია, ამ ყველაფრის განხორციელება შეგიძლიათ თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად.
2/20/2012
ჩემი შეყვარებულის დედა
დღეს კიდევ უფრო შემიყვარდი!
2/19/2012
ალბათ ასე ხშირად არიან
2/12/2012
სახლი მინდა
2/06/2012
ისეთი "კალიცო" მივუტანე ხელზე 1000 დოლარს მაძლევდნენო
აი რას ამბობს ვიკიპედია: სნობი (ინგლ. snob) — თავადაზნაურულ-ბურჟუაზიულ საზოგადოებაში ადამიანი, რომელიც ცდილობს ზუსტად დაიცვას მოდა და ე.წ. კარგი ტონის წესები; პირი, რომელსაც დახვეწილი გემოვნების, მანერების და მისთ. პრეტენზია აქვს და ამით თავი მოაქვს, ქედმაღლობს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სნობის სხვადასხვაგვარი განმარტება არებობს, კარგია ეს თუ ცუდი თავად განსაზღვრეთ.
სნობი ადამიანი საზოგადოების განვითარებას უშლის ხელს.
ჩვნ ყოველდღე ვხვდებით სნობებს, ვმგობრობთ ან ვთანამშრომლობთ მათთან. სნობიზმი ჩვენი ყოველდღიურობაა. ხშირად საზოგადოების მცირე ნაწილი თავის არიდებასაც კი ცდილობს. ნეტავ გამოსდით?
- 1 ჩანთა ნივთები - ტრუსები, პერანგები, ლიფები და სხვა პირადი მოხმარების წვრილმანი
- ოქროები - 1 "კალიცო" და 1 ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი. სასიძოს დედამ აღნიშნა, დრეს ამ საქორწინო ბეჭედში 1000 დოლარს მაძლევდნენო!
2/05/2012
გუშინ (**) წლის გავხდი
1/29/2012
როგორ მოიპოვო პატივისცემა?
1/24/2012
ხანდახან. მხოლოდ!
1/19/2012
როგორი ვიყავი და ახლა როგორი ვარ
1/12/2012
მომწყინდა
თითქოს არაფერი გამოდის ამ ბოლო დროს.
ჯნმრთელობაც აირია: ხან თავი მტკივა, ხან მუცელი, და ხან კბილი.
არაფერი ხომ ისეთი? გუშინ ვამბობდი კბილის ტკივილს მირჩევნია სიმსივნე მქონდესთქო.
სასაცილოა?
იმდენად არ მიყვარს კბილის პრობლემა, რომ მართლა ძალიან მთრგუნავს.
კიდევ რა...
სიახლე მინდა...
ან სამსახური, ან სახლი :)
რა კარგია არა?
ორი ოცნება მაქვს:
1. მინდა სახლი;
2. იმ სახლში შეყვარებულთან ერთად ცხოვრება.
ამაზე მეტზე არაფერზე ვფიქრობ.
წავედი ახლა, ვნახავ ჩემს საოცნებო მამაკაცს, და მასთან ერთად ვიოცნებებ მომავალზე ...
* დღევანდელი ფოტო ემოციები.
1/08/2012
შურიანი (მე)
- იზრდებიან იმ გარემოში, სადაც ბავშვს პიროვნებად აღიქვამენ და პატივს სცემენ.
- არიან იმ ოჯახის გარემოცვაში, სადაც მას ეხმარებიან და არა პირიქით.
- შესაფერისი მეგობრების გარემოცვით განებივრებულები არიან.
- ცხოვრობენ ქვეყანაში სადაც ინდივიდუალობა მთავარია.
- მუშაობენ იმ ქვეყანაში, სადაც მის შრომას აფასებენ - მატერიალურად და მორალურად.
- იღებენ შრომის ანაზღაურებას იმდენი ოდენობით, რომ 10 წლიან პერსპექტივაში მაინც შეიძენენ პაწაწუნა ოთახს.
- ცხოვრობენ ისეთ ქალაქში, სადაც ქუჩაში გავლენ და საღამოს გასატარებელ ან/და გასართობ ადგილს ადვილად მოძებნიან.
- და ბოლოს, განებივრებულნი არიან საყვარელ ადმიანთან ერთად ცხოვრებით.
1/05/2012
2011 წელი 2012 წლისთვის
- დავიწყე ახალი სამსახური, უფრო მეტად საპასუხიმგებლო და მნიშვნელოვანი, ვიდრე აქამდე.
- გავიცანი უამრავი ადამიანი, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში დადებით ან ნეიტრლურ როლს თამაშობენ.
- სამსახურში მივაღწიე წარმატებებს, რაც მეტწილად ახალ და საინტერესო პროექტებში გმოიხატა.
- დავიწყე "მინი" ცვლილებები, რომელიც მომავალში ჩემი საქმიანობის წარმატების კოეფიციენტი იქნება.
- მონაწილეობა მივიღე ადგილობრივ და საერთაშორისო საჯარო ღონისძიებებში, რომლებიც იყო საინტერესო, და ასევე პოზიტიური გამოცდილება შემძინა.
- ამერიკულმა უნივერსიტეტმა მადლობის წერილი გამომიგზავნა.
- დავასრულე 6 სასწავლო სემესტრი უნივერიტეტში და დამრჩა 3.
- მოვინახულე 5 ახალი ევროპული ქვეყანა.
- შევიძინე ახალი მეგობრები (ძირითადად უცხოელები), რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მეგობრობა და ეთნიკურობა ერთმანეთთან კავშირში არ არის.
- წონაში დავიკელი 15 კგ.
- ზაფხულის დასაწყისში - მე და ჩემმა შეყვარებულმა ევროპის 2 ქვეყანაში ვიმოგზაურეთ. დაუვიწყარი დღეები გავატარეთ. ახლაც არ მჯერა, რომ ეს მე გადამხდა.
- ზაფხულის დასასრული ლამაზი იყო - მე და ჩემი შეყვარებული ერთად ვისვენებდით... ჟრუანტელი ბევრი იყო. თითქის ჩვენ ფილმის გმირები ვიყავით. არ ვიცი... რა დავამატო ...
- საერთდ კი, ცოვრებაში პირველად ვარ შეყვარებული! მე ძაიან მიყვარს. ბენდიერი ვარ. ისიც ბენდიერია. ყოველდღე ერთად ვართ, და იმედი მაქვს ასე გაგრძელდება მრავალი წელი. მცირეოდენი სირთულეებია, რომელიც უფრო ყოფით საკითხებს უკავშირდება, არ ვიცი მოგვარდება ოდესმე? .... არ ვიცი ... იმედს ვიტოვებ.
- უარი მივიღე 3 უნივერსიტეტიდან, ასე რომ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება ვერ შევძელი;
- მქონდა პატარა კონფლიქტები გარშემომყოფებთან, რაც მუდმივად მიფუჭებდა განწყობას;
- ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრის ჯანმრთელობა ხშირად უარესდებოდა;
- მამაჩემს შეექმნა პრობლემები, რამაც ჩემზე ცუდი გავლენა მოახდინა;
- "დავკარგე" დაახლოებით 3 000 ლარი.
- ასაკი მომემატა ........
- დისერტაციის დაცვა;
- ახალი პროექტების წამოწყება;
- "ტკბილი" ბიზნესის დაწყება;
- სახლის შეძენა (რა თქმა უნდა კრედიტით);
- ჩემს შეყვარებულთან ერთად ცხოვრება;
- და რაც მთავარია, ჩემი ოჯახის წევრების და საყავრელი ადამიანების წარმატებები!
